Jump to ratings and reviews
Rate this book

სევდაპიცა

Rate this book
ლაშა მილორავას ,,სევდაპიცა” ამბავია რეჟისორზე, ,,რომელმაც ყველაფერი
დაკარგა, მაგრამ ვერ შეეგუა და შეეცადა დაებრუნებინა’’.

ტრაგიკული შემთხვევის გამო დეპრესიაში ჩავარდნილი მთავარი გმირი ცდილობს სულიერ ტკივილს ხორციელი სიამოვნებით გაექცეს. შემდეგ კი დანაკარგის დასაბრუნებლად გარიგებას დებს, თუმცა ფასი, რომელიც უნდა გადაიხადოს, კიდევ უფრო დიდია, ვიდრე მას შეეძლო წარმოედგინა.

რომანში, რომელშიც დარღვეულია სიუჟეტური თანმიმდევრულობა, რეალობისა და ჰალუცინაციების ზღვარზე ერთმანეთს არაერთგვაროვანი ,,ინგრედიენტები’’
ერევა და ტრანსგრესიულ თხრობას ქმნის.

,,სევდაპიცა” მისტიკურ ადგილას, დრამატული მოვლენების შუაგულში, ეროტიკით აწეულ ტემპერატურაზე მზადდება, მძაფრი გემოსთვის კი საშინელებათა ჟანრისთვის დამახასიათებელი ეპიზოდები გამოიყენება.

286 pages, Paperback

Published July 10, 2024

1 person is currently reading
4 people want to read

About the author

Lasha Milorava

5 books20 followers
Lasha Milorava, born on August 11, 1995 in Rustavi, Georgia, is a horror and satire writer.
His career began when his short story ''From tomorrow I'm gonna be the conformist'' (''ხვალიდან მე კონფორმისტი ვიქნები'') was included into the book ''The best 15 georgian short stories of 2013''.
In May 2013 was published his first novel ''Grandpa Bukowski'' (''ბაბუა ბუკოვსკი'').
In October 2013 was published his second novel, the first Georgian Zombie Horror ''The city of stupid'' (''დეგენერატების ქალაქი'').
In 2014, horror short story "The house in Shishtville" ("სახლი შიშთვილში") was included in ''The best 15 georgian short stories of 2014''.
Also his short story ''American vitamins'' was included into the collection of short stories ''Almanakhi'' (''ალმანახი'').
His third, satirical novel "Two Fleshes" ("ორი ხორცი") was published in July 2016.

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
10 (41%)
4 stars
11 (45%)
3 stars
2 (8%)
2 stars
0 (0%)
1 star
1 (4%)
Displaying 1 - 9 of 9 reviews
Profile Image for Lina Batsiashvili.
3 reviews
April 14, 2025
მთავარ გმირთან ერთად მოგზაურობ დროის სხვადასხვა მონაკვეთში, იკარგები რეალურ და არარეალურ სამყაროში, რომელიც სავსეა სიყვარულით, ტკივილით, ზიზღით, შიშით და ბევრ ემოციას იწვევს კითხვის დროს.
სევდაპიცა - ვფიქრობ ერთერთი საინტერესო და სევდიანი რომანია, ამავდროულად მძიმე და ტკივილით სავსე, რაც ამ ბოლო დროს წამიკითხავს.

"- რატო სევდა?
- რადგან სევდა თუ არ შეჭამე, აქეთ შეგჭამს" 🩵
Profile Image for Sandro Mikeladze.
87 reviews3 followers
March 16, 2025
მიუხედავად იმისა რომ ტექსტში თავები ქრონოლოგიურად არ მიყვება ერთმანეთს და ერთი შეხედვით რთულიცაა ჰალუცინაციების რეალობისგან გარჩევა, ვფიქრობ, ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ტექსტია, რაც წამიკითხავს. ეს ცოტა არეულობაც მეტ სიმძაფრეს აძლევს ტექსტს, რომელიც მკითხველისთვის უფრო საინტერესო ხდება.
Profile Image for Maria.
1 review
September 13, 2025
ისეთები მქონდა გაგონილი ამ წიგნზე, სწორ მომენტს ველოდებოდი რო წამეკითხა

ორ კვირაში მეორედ წავიკითხე და მგონია შიგნიდან დავლპი, but i like it ❤️

პ.ს. იმედია ავტორმა მართლა ჰარჰას არ შეგვწირა :))
Profile Image for Tatia.
4 reviews
September 18, 2024
“რადგან სევდა თუ არ შეჭამე, აქეთ შეგჭამს” <3

მძიმე, სევდიანი, უცნაური, საინტერესო რომანია. კიდე რო მიუბრუნდები, რაღაც დროის შემდეგ.

ელენას მშობლებთან შეხვედრის და მფრინავი ღორის თავები 🔥
Profile Image for Mebo Nutsubidze.
Author 1 book21 followers
August 13, 2024
დიდი ხანია ასე ძლიერად არცერთ წიგნს არ დავუნარცხებივარ მიწაზე.

„სევდაპიცა“-ს კითხვისას გრძნობ, რომ პატარა ჭია ხარ - არც არაფერს წარმოადგენ, არც არავის აინტერესებ და არც არაფრის შეცვლა არ შეგიძლია.

სამყარო კი დაუნდობელია და მასთან ბრძოლაში ყოველთვის დამარცხდები.

წიგნში ფაქტობრივად გამქრალია რეალურსა და არარეალურს შორის არსებული ზღვარი.

კითხვისას სადღაც შუაში ხარ გამოკიდებული და ვერ ხვდები, სად მთავრდება ერთი და სად იწყება - მეორე.

„სევდა თუ არ შეჭამე, აქეთ შეგჭამს“.

და თუ სევდა იმდენად დიდია, რომ ვერც პიცაში ჩაატევ და მითუმეტეს - ვერც შეჭამ?

მაშინ რა ვქნათ? სევდასთან ერთად ვიცხოვროთ?

აუცილებლად წაიკითხეთ „სევდაპიცა“.

ოღონდ მოემზადეთ: წინ ძალიან საინტერესო, მრავალფეროვანი და ემოციურად ქარტეხილიანი მოგზაურობა გელოდებათ.

სამასიოდე გვერდის განმავლობაში, თქვენ ერთმანეთისგან განსხვავებული გრძნობების - სიყვარულისა და ზიზღის, იმედისა და სასოწარკვეთის, სიკვდილისა და დაბადების, გამარჯვებისა და მარცხის დანის პირზე მოგიწევთ სიარული.
1 review
August 23, 2024
დიდი ხანია ასეთი ემოციური კავშირი არ მქონია წიგნთან, რომელმაც ყველა უჯრედში მაგრძნობინა ტკივილი, სევდა და გამანადგურა.

ეს ამბავი არაფერს და არავის ჰგავს, მაგრამ ყველას მღრნელი და მწველი ტკივილი იძებნება მასში.

რომანს გამანადგურებელი, მომაჯადოებელი ძალა აქვს. რთულია, შეარჩიო სწორი სიტყვები, წინადადებები, თუ რაზეა ის და რას გაგრძნობინებთ. შლი და წერ, შლი და წერ. თითქოს ვერ კადრებ შენს უბრალო, მიწიერ სიტყვებს ამ წიგნს, რომელშიც ყველა მომენტი, ყველა სიტყვა თუ წინადადება იდეალურად არის დაწერილი.

ეს წიგნი, ჩემი აზრით, ტკივილია, რომელსაც ჩვენი არსებობა და სამყაროს წინაშე უსუსურობა ჰქვია.

თუ გინდა წიგნთან ერთად მოგზაურობა ისეთ ადგილას, სადაც რეალობა ფანტაზიას ერწყმის და ტკივილი სევდაში იღვრება, „სევდაპიცა“ შენი არჩევანია.

დაე, გადაყლაპეთ თქვენი წილი სევდა და არასდროს ჩაუაროთ გვერდი ამ წიგნს.

“რადგან სევდა თუ არ შეჭამე, აქეთ შეგჭამს”
Profile Image for Temo Beridze.
2 reviews
January 7, 2025
trippy!

ფილმად ადაპტირებულს ვნახავდი 👌🏻
Profile Image for Rezo Bezhanidze.
162 reviews3 followers
December 26, 2024
ნამდვილად შეიძლებოდა რაიმე მართლაც გენიალური ნაწარმოები ყოფილიყო, ავტორს რომ “ტინტო ბრასის” სინდრომი არ შეჰყროდა. საბოლოო ჯამში მივიღეთ ზედმეტად ვულგარული ლიტერატული პროდუქტი. 🤷‍♂️
Displaying 1 - 9 of 9 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.