"გადამწვარი ხიდები" ახალგაზრდა კაცის უცნაურ ბედისწერაზე გვიყვება. ეს ამბავი დიდ და ამაღელვებელ სიყვარულზეა... 10-წლიანი პატიმრობის შემდეგ გეგა ცეცხლაძის თავისუფლება ასეთია: თავისუფალია საყვარელი საქმისგან, საყვარელი ქალისგან, უფლებებისგან, იმედებისგან, ოცნებებისგან... ტვირთად აკიდებული წარსულით შუა გზაზე ბედის ანაბარად მიტოვებულს საკუთარი სიცოცხლის გამართლების ერთი მიზეზიც კი აღარ დარჩენია... და როცა წასასვლელიც არსაით აქვს, საქმეში კვლავ ბედისწერა ერევა! ბედისწერამ კი დანდობა არ იცისო და... გეგა ანას შეახვედრა! ახლა შეუძლებელი შესაძლებელი უნდა გახდეს; ახლა სიმართლე უნდა ითქვას და, როცა უკვე უკან დასახევი გზაც აღარ არის, უნდა ადგე და... ყველა ხიდი გადაწვა!
ნათია ჯაგოდნიშვილი დაიბადა 1997 წლის 15 იანვარს, თბილისში, საქართველოში. დაამთავრა თბილისის N153 საჯარო სკოლა და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი.
ავტორი გახდა გამომცემლობა "პალიტრა L"-ის მიერ ორგანიზებული კონკურსის, "გახდი ბესტსელერის ავტორი" 2018 წლის გამარჯვებული, რის შედეგადაც დაიბეჭდა მისი სადებიუტო რომანი - "ცდუნება". წიგნის პრეზენტაცია 2019 წლის 10 იანვარს გაიმართა და გამოცემისთანავე დაიკავა ადგილი "ბიბლუსის" ტოპ 10 ყველაზე გაყიდვად წიგნს შორის.
მეორე წიგნი - "შეცდომა" გამოიცა 2022 წლის თებერვალში, მისი პრეზენტაცია კი ამავე წლის 19 აპრილს გაიმართა. "შეცდომა" ასევე აღმოჩნდა "ბიბლუსის" ტოპ 10 ყველაზე გაყიდვად წიგნს შორის და გამოცემიდან არასრულ ერთ წელში მოხვდა ონლაინ წიგნების პორტალი "საბა"-ს ტოპ 10 ყველაზე გაყიდვად და წაკითხვად წიგნთა შორის.
მესამე წიგნი - "გადამწვარი ხიდები" გამოიცა 2023 წლის მაისში, პრეზენტაცია 19 მაისს გაიმართა. წიგნი წინამორბედებივით დიდი პოპულარობითა და გაყიდვების მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა. "გადამწვარი ხიდები" გახდა "ბიბლუსის" 2023 წლის ტოპ 10 ყველაზე გაყიდვადი წიგნიდან ერთ-ერთი და 2024 წელს დაიბეჭდა მისი ლიმიტირებული გამოცემა, განახლებული ყდით და შესაბამისი აქსესუარებით. ლიმიტირებულ გამოცემაში მკითხველი ნაცნობ ისტორიასთან ერთად დამატებით, "ბონუს ეპიზოდს" გაეცნობა.
მოკლედ, ძაან კაი წიგნია. ნათიას შემოქმედებას პირველივე ნაბიჯიდან მოვყვები და თამამად ვამბობ, რომ ეს არის მისი ყველაზე ძლიერი, შემდგარი ნაწარმოები. წაიკითხეთ, მზესუმზირასავით იკითხება და ამასთან ერთად, ბოლო გვერდამდე მოდის ადრენალინი. :))) ბრავო ნათიას!
თანამედროვე ლიტერატურის( i mean especially this kind of books) ძააან სასწაული მოყვარულიც არ ვარ. კიდე რავი, საერთოდ არ ვარ მოყვარული. უბრალოდ გასართობად ვკითხულობ და ჰეფი ენდი ის ვერი გუდ.
მაგრამ ეს წიგნი საინტერესიც იყო და კარგი ლავ სთორიც ჰქონდა. ოვეროლლ, ვერი სათისფაიდ. ერთ დღეში სულ რაღაც 5 საათში წავიკითხე და ერთადერთი რაც არ მომეწონა იყო ის, რომ ით ვოზ ბორინგ ე ლითლ ბით. მაგრამ უნდა ვახსენო, ნათიას რაც დაუწერია, ეს წიგნი მაგათთან ყველას სჯობს და თუ ეგრე გააგრძელა თანამედროვე დროის ამ ჟანრში ვინც წერს ქართველების პიკზე ავა( ამ სირიოზ.)
პ.ს ჩვეულებრივად კითხვის დროს შფოთვები დამმართა( რაღაც მომენტში ძაან დაძაბული წიგნიც იყო და მაგიტო ცოტა დამღლელი წასაკითხი- for me.)
აი, ხომ თითქოს სისულელე და ბანალურია, მაგრამ მაინც აქვს თავისებური რაღაც ეშხი, თან, მით უმეტეს, couple loveს რომ ფეხბურთის ეშხი და სიყვარული ემატება. განსამუხტად მშვენიერია.
Age gap ? ✅ Sport elements?✅ Drama/mystery?✅ A very cute kid character?✅ Amazing female characters ? ✅ Will make u tear up a bit? 🩷 What else do you want?? From them to communicate without screaming 😭🤌🏻 Loved it tho🫡
The author is from my country, and I finished it today. I had so many emotions while reading it because im so sensitive reader and im so thankful to the author for this such a wonderful book. Georgian are proud of you🩵
წიგნი, მიუხედავად მისი გარკვეული პოტენციალისა, დამტვრეული და გადაჭარბებულად გაწელილი თხრობის სტილით გამოირჩევა. ავტორი ხშირად იმეორებს გარკვეულ ფრაზებს, რაც ერთგვარად აფერხებს სიუჟეტის განვითარებას და მკითხველს არ აძლევს შესაძლებლობას, თავად ჩასწვდეს ამბავის არსს.
ასევე, წიგნის თითოეულ ისტორიაში აშკარად იგრძნობა ავტორის ზედმეტი ჩარევა. ის ყოველ გვერდზე შეგახსენებს, რომ ეს ნაწარმოებია და არა რეალური ცხოვრება, რაც ართმევს ტექსტს ბუნებრიობასა და იმ შესაძლებლობას, მკითხველი თვითონ ჩაეფლოს სიუჟეტში.
მართალია, ავტორის ლექსიკური მარაგი მდიდარია, მაგრამ ეს ლექსიკურობა ხშირად გადადის ზედმეტ პათეტიკასა და დრამატულობაში, რაც ნაწარმოებს სიღრმეს აკარგვინებს. ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, რომ ტექსტი უფრო პოეტური პასაჟების კოლაჟია, ვიდრე სტრუქტურული თხრობის ნაწილი.
თუმცა, აღსანიშნავია, რომ წიგნში არის ცალკეული მონაკვეთები, რომლებიც სიღრმისეულ ემოციას იწვევს და ავტორის გულწრფელობას კარგად გადმოსცემს. ეს პასაჟები შესაძლოა მკითხველს დააფიქროს ურთიერთობებზე, ცხოვრებასა და გადამწვარ ხიდებზე. მაგრამ საერთო სურათი მეტ სიზუსტესა და ზომიერებას მოითხოვს, რათა თხრობა ნაკლებად მტვირთავი და უფრო ბუნებრივი იყოს.
ცხადია, ავტორი ცდილობს, მკითხველს გარკვეული მესიჯი გადასცეს, მაგრამ სჯობს, მომავალში ნაკლებად დრამატულ და უფრო კონცენტრირებულ თხრობაზე გაამახვილოს ყურადღება. 👍🙂
"მე ვარ საქართველო,გამარჯვების მჯერა, მე ვარ შენი ძალა,შენი გულის ძგერა.."<3 გეგა ცეცხლაძეN9<3-უამრავი ფიქრი,ემოცია და გრძნობა ამ სახელი და გვარის გახსენებისას<3 ეს წიგნი იტევს იმას თუ როგორ უნდა ვიბრძოლოთ! როგორ არ უნდა დავნებდეთ! როგორ შევინარჩუნუთ ღირსება! როგორ მოვიქცეთ მართლად,სწორად კიარა,მართლად! ეს არის წიგნი,რომელმაც ისედაც ჩემთვის საყვარელი ფეხბურთი,კიდევ უფრო შემაყვარა..ის ემოციები გამიცოცხლა,რაც თამაშის ყურებისას მეუფლება დინამოზე..ზუსტად იმ ემოციით ვიმეორებდი ცე-ცხლა-ძე, როგორც დავიყვირებდი დინამოზე...ეს არის წიგნი საოცარი მომენტებით...სავსეე ტკბილად დავლილი ჟრუანტელებით...მომენტები,როდესაც ბავშვების თამაშებია გადმოცემული,ზუსტად ისეთივე ამაღელვებელი იყო,როგორც რეალური თამაში...შესრულებული ჰიმნი...სამშობლოს იმედი... მეტი რაღა უნდა ვთქვა?? ცხოვრებას ყველაზე მეტად უყვარს კანონზომიერებების დარღვევა))) ყველაზე მეტად უყვარს გადამწვარი ხიდები..)) გე-გა ცე-ცხლა-ძე ... <3
To the special place in my heart you go 😫❤️🔥 ალბათ ჩემი ერთ-ერთი პატარა ხიდი გაუაზრებლად მაშინ გადავწვი, როცა სრულიად არსაიდან, შემთხვევით დავიწყე და თვალსა და ხელს შუა უცებ შემომეკითხა “შეცდომა”, რადგან მან ამ წიგნამდე მოსასვლელი გზა გამინათა. საინტერესო (და ჩემი აზრით, კარგად ნაფიქრი) კავშირი იყო პერსონაჟებსა და ამბავს შორის. ერთი-ორი რაღაც იდეის დონეზე კი გამოვიცანი, მაგრამ რამდენიმე ეპიზოდი ისე მოულოდნელად განვითარდა, მგონი ახლაც შემომრჩა ცოტაოდენი გაოცება. ბევრი ემოცია წამოვიდა ამ ისტორიიდან, სევდიანიც და ბედნიერიც. გული გამითბო ფეხბურთის მონაკვეთებმა❤️🔥❤️🔥 მადლობა ამ წიგნის დაწერისთვის. მიყვარს უპირობოდ 🥹🫶🏼 ბოდიში თუ შემორჩენილ ემოციურ ფონზე სიტყვებს ვერ ვპოულობ, რომ ისე დავახასიათო, როგორც ეკადრება.
Age gap ✅ Right person wrong time ✅ Plot twist ✅ Character development✅
მოკლედ რომ ვთქვათ ძალიან კარგი წი��ნია თუ შედომას შევადარებთ მე პრადად მირჩევნია, ავტორის წერის სტილსაც ეყობა განვითარება, წიგნი სიუჟეტით და თავისი plot twit - ით ძალიან კარგი იყო.
რაც შეეხევა გეგასა და ანას წყვილს ჩემი ფავორიტი იქნება სამუდამოდ.
და ჩემი აზრით საეღოდაც არ არის მეორე ნაწილი საჭირო წიგნი დასრულადა იქ სადაც უნდა დასრულებული. მეორე ნაწილი იქნება უბრალოდ გაყიდვებითვის დაწერილი და ყალბი რაც იმედებს გაგვიცრუებს თითოეულ ამ წიგნის მოყვარულს ამიტომ ჯობია იყოს მხოლოდ ეს.
იშვიათი შემთხვევაა როცა წიგნი ნამდვილად იმსახურებს 5 ვარსკლვლავს, ეს წიგნი კი ნამდვილად მეტსაც ინსახურებს. წახითხვის დროს იგრძნობა ყველა ემოცია რაც კი შეიძლება ადამიანს შეიძლება ჰქონდეს.
როცა ადამიანი თავს მარტო გრძნობს, არ იცის რისთვის ღირს ბრძოლა ან საერთოდ არსებობა, უბრალოდ უნდა აიღოს ეს წიგნი და წაიკითხოს.
თუ თქვენს მიზნებს ვერ აღწევთ, “არასდროს გიმართლებთ” და ფიქრობთ, რომ უბედური ხართ უბრალოდ ისწავლეთ ადამიანების გაშვება, სიმართლის მხარდაჭერა და დაელოდეთ, რომ თქვენს სურვილებზე უკეთესი რაღაცები მოხდეს.
რაც შეეხება კონკრეტულად წიგნს, ძალიან მარტივად არის დაწერილი, მაგრამ თხრობის სტილი მომეწონა, რადგან ზაფხულს სწორედ ეს უხდება.
საბოლოოდ, 100% რეკომენდაცია თუ მარტივ, ემოციურ და მამოტივირებელ წიგნს ეძებთ. ❤️
ცუდი წიგნი ნამდვილად არაა. მარტივად იკითხება და მშვენიერი ლავ სთორიცაა. არც დაძაბულობა აკლია. მოკლედ, აბსოლუტურად არ ვნანობ, რომ წავიკითხე. ადგილებში ცოტა მეხელოვნურა, ზედმეტად მეპათეტიკურა, მაგრამ ასატანად. წარმატებები ავტორს.
Got the suspense since the beggining. The plot twists are amazing. The only thing I didnt like was that there were less dialogues. I personally LOVE dialogues. The love story between the two is very well written. Sadness and happiness and all the emotions. I love it.
ერთი ამოსუნთქვით იკითხება, თითქოს შენც გეგა ცეცხლაძესავით ხარ ამ ქარცეცხლში ჩაფლული და ცდილობ ამოძვრე და ახალი ცხოვრება დაიწყო.
გეგა ცეცხლაძე არის ადამიანი, რომელსაც მთელი ცხოვრება მოპარეს, ოქროს 11 წელი, 21 წლის ბიჭს, რომელსაც წინ ჰქონდა ყველაფერი, გენიალურ ფეხბურთელს, რომელსაც დორტმუნდის ბორუსიაში უნდა გაეგრძელებინა საფეხბურთო კარიერა, ამის მაგივრად ბედის უკუღმართიბის წყალობით თავი ამოყო 11 წელი ციხეში, სხვის მიერ ჩადენილი მკვლელობისთვის.
ციხიდან გამოსულს, აღარ აქვს ცხოვრების თავიდან დაწყების არანაირი სურვილი და არც შესაძლებლობა, თუმცა აქაც ერთმა საბედისწერო შეხვედრამ შეცვალა ყველაფერი. გიორგი ნიჟარაძის და შეუყვარდა გეგას ისე, რომ ყველანაირი ხიდი გადაწვა უკან დასაბრუნებელი, არც მისი გულისტკენა და სიმართლის მოყოლა შეეძლო და არც მის გარეშე ყოფნა, მაგრამ ერთხელაც გაბედა და უთხრა ანას უმწარესი სიმართლე, რომ იგი იყო ადამიანი, რომლის ხელებშიც დალია სული მისმა ძმამ, გიორგიმ.
ამის შემდეგ ყველაფერი თავდაყირა დადგა, ანას გეგას დანახვაც კი აღარ უნდოდა, მაგრამ გეგა სულ კუდში დაჰყვებოდა და თავს არ ანებებდა. ბოლოსკენ კი ისე შემოტრიალდა საქმე, რომ ანამ ირწმუნა გეგას სიტყვების, რომ ის უდანაშაულო იყო. ყველაზე საშინელი კი ის რეალობა გამოდგა რომ ამ ყველაფერში გარეული იყო გეგას მამა, ნოდარ ცეცხლაძე, რომელსაც გეგასთვის მამობა არასდროს გაუწევია, გეგას კარიერით ნაშოვნი ფულითა და გეგას ციხეში ყოფნით ისარგებლა და ამით აიწყო ცხოვრება. ამას ისიც დაემატა, რომ მას სიმართლე სცოდნია და ამით ხელსაც კი ითბობდა, ვაჟა ნიქაბაძეს აშანტაჟებდა რომ გააჟღერებდა სიმართლეს, ამით კი პოლიტიკოსის კარიერა გაიკეთა და პარლამენტშიც შედიოდა. მაგრამ არ არსებობს დაფარული, რომ არ გაცხადდეს, გეგამ ახადა ფარდა ამ 11 წლიან ტყუილს და უსამართლობას, რომლის გამოც მთელი თავისი ცხოვრება დაკარგა.
This entire review has been hidden because of spoilers.
მწერლის სხვა ნაწარმოებები რომ წავიკითხე, ძალიან გამიჭირდა დასრულებაც კი, მეგონა თინეიჯერის დღიურს ვკითხილობდა და ძალიან უსიამოვნო იყო ჩემთვის. ამ წიგნსაც შიშით მოვკიდე ხელი და იმედები სასიამოვნოდ გამიცრუვდა. აშკარაზე აშკარაა მწერლის ზრდა. სიუჟეტი საინტერესოა, წერის მანერა კი დახვეწილი. ძალიან დიდ პატივისცემას იმსახურებს ჩემს თვალში ასეთი განვიათრება, რაც აუცილებლად შრომით იქნება მიღწეული. 👏🏻👏🏻
რაც შეეხება ნაწარმოებს, მარტივად იკითხება, სიუჟეტი სწრაფად და თანმიმდევრულად ვითარდება, ავტორი ახერხებს ბოლომდე დატოვოს ინტრიგა, წარმოაჩინოს პერსონაჟთა გრძნობები და კარგად შეკრას ფინალური ნაწილი. ერთ დღეში წასაკითხი წიგნია, “გასანიავებლად” მშვენიერი.
მთლიანობაში სამი ვარსკვლავით შევაფასებდი, ხოლო მეოთხე ვარსკვლავს, მწერლის ასეთი გარდასხვის, ზრდისა და განვითარების ცალსახა ნომუშობისთვის ვუმატებ. აწი მისი გულშემატკივარი ვიქნები და შემდეგი წიგნს დიდი ინტერესით დაველოდები 👏🏻🩷
ძალიან მომეწონა.წიგნმა ისე ჩამითრია ყველანაირად ვცდილობდი რომ წიგნის წასაკითხად დრო მენახა,ნებისმიერ სიტუაციაში ამის წაკითხვა მინდოდა.ვფიქრობ ყველა რომანის მოყვარულმა უნდა წაიკითხოს ეს წიგნი:),,შეცდომი’’ს შემდეგ ამ წიგნმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა,ყველანაირად გავუწევ რეკომენდაციას რომ ყველამ წაიკითხოს.უღრმესი მადლობა ავტორს,ასეთი საოცარი წიგნების შექმნისათვის,ველოდები შემდეგ წიგნებსაც.ვერცეთი წიგნის ხელიდან დადება ვერ შევძელი ამ ავტორის,წერის მანერა,სტილი და მისი ასაუხული სამყარო აი მართლაც საოცარია,გე���ა ცეცხლაძე და თორნიკე დადიანი ხო ცალკე საოცრებები😂საბოლოდ ძალიან ძალიან მაგარი წიგნია, PLOT TWIST საუკეთესო იყო,ძაან ჩათრეული ვიყავი,თან ჩემმა ვარაუდებმაც გაამართლა.მადლობა დიდი🩷
თვალს ვერ ვაშორებდი წიგნს ავიღე ხელში და მეორე წუთში აღარ იყო.თვალი ვერ მოვწყვიტე ზედ გავათენე რასაც ქვია ძალიან კარგი იყო თუმცა წაკითხვის შემდგომ გონებაში არ ჩამრჩენია (ძირითადად ესაა მიზეზი ჩემი ასეთი შეფასებისა,რადგან წიგნებს ამის მიხედვით ვუწერ ხოლმე შეფასებას) დანარჩენი ყველაფერი ნორმალური იყო. მე როგორც უცხოური თანამედროვე ლიტერატურის დიდ მოყვარულს(უფრო კი ფანტასტიკის ჟანრისა) ძალიან მახარებს ის ფაქტი რომ შემიძლია ქართულად წავიკითხო იგივე ჟანრის წიგნი #გადამწვარიხიდები #ნათიააააააგვიყვარხარრრ!!! მადლობა ნათიას❤️❤️❤️
საკუთარ თავს ვებრძვი, 3 ⭐️ თუ 4⭐️? საბოლოოდ ისევ სამზე ვჯერდები. საკმაოდ საინტერესო წიგნი გამოდგა, თავიდან თითქოს გამეწელა წაკითხვა, პირველი 50 გვერდი რამდენიმე დღეში წავიკითხე. ბოლოს კი ერთი ამოსუნთქვით, რამდენიმე საათში დავასრულე. მე პირადად, ვისურვებდი ანას და გიორგის მშობლების სიუჟეტი უფრო ვრცელი ყოფილიყო, მხოლოდ საათის ჩუქება არ ყოფილიყო ნახსენები. ასევე ვაჩესა და განსაკუთრებით ხატიას გამოძიების არეალის უკეთ განვრცობაც არ იქნებოდა ურიგო. საბოლოოდ, სასიამოვნო წიგნი აღმოჩნდა, სასიამოვნო დასასრულით (ვერ გადავიტანდი "ცუდს" 😄).
This entire review has been hidden because of spoilers.
I'm currently in my Georgian modern literature era, and I found this book quite interesting. The storyline, the writer’s language, the characters, and the emotions were all described very well, which shows that the author is truly talented. Although there were moments when I got a bit bored, I still finished the book. I believe I'll give other books a chance as well.
რა კარგი იყო, ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე. ძალიან ემოციური და ცრემლების მომგვრელიც კი )) არ ვარ თანამედროვე ქართული რომანების მოყვარული, მაგრამ მესამე წიგნი წავიკითხე უკვე ამ ავტორის )) მომწონს მისი შემოქმედება ნამდვილად ❤️