Jump to ratings and reviews
Rate this book

საშვი კონფლიქტის ზონაში

Rate this book
„წიგნი, რომელსაც პუბლიცისტიკით შეზავებული ავტობიოგრაფიული რომანისა და ისტორიული ესსეს ნაერთს დავარქმევდი, 90-იანი წლების ქართულ საზოგადოებაში არსებული ყველანაირი დაპირისპირების შესახებ მოგვითხრობს. ის თავს უყრის ერთი ჟურნალისტის თვალით დანახული აფხაზეთის ომის ქრონიკებს, პირად გამოცდილებას, შერწყმულს წლების წინანდელი ვითარების ხელახალ შეფასება-გააზრებასთან და გამდიდრებულს კონკრეტული ამბებით, ომის უშუალო მონაწილეებისგან აღებული ინტერვიუებით.

რა გვაიძულებდა სიცოცხლის გარისკვის ფასად ცხელი წერტილებიდან უახლესი ინფორმაციების მოწოდებას? პროფესიული
აზარტი, ახალგაზრდული სითამამე, მიმდინარე პროცესებში აქტიურად ჩართვის სურვილი, რწმენა, რომ რეალობის ასახვა მხოლოდ ადგილზე ჩასვლით შეიძლებოდა. მოვლენა პერიფერიიდან და ეპიცენტრიდან არაერთგვაროვნად ჩანს. თუმცა, მთავარი, ალბათ, ფსიქოლოგიური ფაქტორი იყო: ომის ბაცილა სისხლში გვქონდა გამჯდარი და მოსვენებას არ გვაძლევდა. ამიტომ ჩამოსვლას ვერ ვასწრებდით, კვლავ გზას ვადექით. დანჯღრეული ავტობუსით, სატვირთო მანქანით, ტრაქტორით,
სამხედრო „ვილისით“, ანდა სულაც ფეხით მივიწევდით ყოველ ოთხას-ხუთას მეტრში მოწყობილი ერთი ბლოკსაგუშაგოდან
მეორისკენ.

ყველაზე მნიშვნელოვანი – თუნდაც საქართველოს უახლესი წარსულის მკვლევარებისთვის – შეიძლება იყოს ერთი რამ: „საშვი კონფლიქტის ზონაში“ ისტორიული პირველწყაროა.“ – შორენა ლებანიძე

264 pages, Paperback

Published January 1, 2024

Loading...
Loading...

About the author

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
4 (80%)
4 stars
0 (0%)
3 stars
1 (20%)
2 stars
0 (0%)
1 star
0 (0%)
No one has reviewed this book yet.