„დაგსიზმრებიათ გასტრონომიული სიზმრები? მეხსიერების მონატრებული ადგილები, ბავშვობის სამოთხე, სივრცე, სადაც ყველაზე უკეთ გრძნობ, როგორი ცოცხალი ხარ?
იცით, როგორია საქართველოს, ამ უძველესი ქვეყნის, ხორბლის, ღვინის, თაფლისა და ყველის სამშობლოს მთავარი გემო? იქნებ საიდუმლო მითიურ კოლხეთშია? იქნებ პირიქით, აწმყოში, თანამედროვე გემოების წაკითხვაში?
წაგიკითხავთ წიგნი, რომელიც ერთდროულად გასტრონომიული თუ ეთნოგრაფიული კვლევაა, თან კულინარიული პროზა, თან ყველაზე მტკივნეული მოგონებების საცავი? ამოგიხსნიათ ჩვენი ქვეყნის რიტუალების მაგიური გემო და უხსოვარ წარსულში დაფლული კულინარიული საიდუმლო?
„რა ბედნიერებაა, რომ არსებობს მოგონება, ტკბილი და სანუკვარი, რომელსაც ყოველთვის ახლავს სევდა“ – წერს დალილა ცატავა თავის წიგნში, რომელიც ყველა იმ შეგრძნებისა და ემოციის საცავია, რომელიც ადამიანს ადამიანად აქცევს, პროდუქტებისა და ნივთიერებების ქიმიურ ზავს კი – ჯადოსნურ პროცესად.“ – დიანა ანფიმიადი
ამ წიგნმა დროსა და სივრცეში მამოგზაურა. მე-19 საუკუნის თბილისურ ბაზრებსა თუ საქართველოს კუთხეებში. კითხვისას თითქოს ქართული სუნელების სუნს ვგრძნობდი, ავტორს თან დავყვებოდი და სხვადასხვა საჭმლის მომზადებას ვადევნებდი თვალს. 💘
"გემრიელი" წიგნია - თითქოს კი არ კითხულობ, აგემოვნებ და თითოეული რეცეპტორით შეიგრძნობ ჩაქაფულის ჩაკრულოს, საცივის სიმფონიას, ხაჭაპურების მრავალფეროვნებას, ელარჯის სინაზეს, გებჟალიას არომატს, ხარჩოს ცეცხლს... ერთი ეგაა, რომ ეს პროცესი სიზმარივით მალე სრულდება.
It's very interesting and exciting storytelling about Georgian gastronomy and its history. Even for me, there were many facts I had not heard about. Book will be interesting for everyone who wants to find out more about Georgian cousins, feast and it history and traditions.