Jump to ratings and reviews
Rate this book

მარო წერეთლის დღიური

Rate this book
"ბურჟუაზიულ-ნაციონალისტური და ფაშისტური ორგანიზაციის შექმნის ბრალდებით დააპატიმრეს ალექსანდრე წერეთელი — სახელმწიფო უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოების წევრი, გამოჩენილი ისტორიკოსი, პედაგოგი... “ქართული საზოგადოებრივი კლუბის” წევრობა, სადაც “ვეფხისტყაოსნის” საღამოებს აწყობდნენ, “ქვეყნის მტრობად” ჩაუთვალეს და 20 წლით მოაშორეს სამშობლოს, ოჯახს, მეუღლეს... მარო წერეთელმა სრულად გაიზიარა მეუღლის განსაცდელი. ოცი წლის განმავლობაში მისდევდა მის კვალს ცენტრალური აზიის უდაბნოებში უხვად მიმობნეულ ბანაკებში. სახლდებოდა მეზობლად, შეძლებისდაგვარად აწვდენდა ხმას, შორიდან ამხნევებდა, ეფერებოდა... ასე დადიოდნენ, ერთი ბანაკიდან მეორეში, მეორoდან მესამეში... ასე, გაუთავებლად... 20 წელი!.. ამ წიგნში მოთხრობილია საბჭოთა რეპრესიული მანქანის ზღვარდაუდებელი ბოროტებით ორი ადამიანის სიყვარულის გამოცდის ამბავი... დაბრუნდნენ, გადარჩნენ, გაუძლეს..."

164 pages, Paperback

Published January 1, 2024

1 person is currently reading
21 people want to read

About the author

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
13 (81%)
4 stars
2 (12%)
3 stars
1 (6%)
2 stars
0 (0%)
1 star
0 (0%)
Displaying 1 - 3 of 3 reviews
Profile Image for Natia Morbedadze.
849 reviews82 followers
December 13, 2024
შეუძლებელია ეს წიგნი გულგრილად ჩაიკითხო. იმიტომ არა, რომ დიდ ტერორზე რაიმე არ ვიცით. წაგვიკითხავს ისტორიულ წყაროებზე დაფუძნებული ნაშრომები, მხატვრული ნაწარმოებები, მაგრამ მარო წერეთლის, ერთი ჩვეულებრივი ქართველი ქალის დღიურის ფურცვლისას ტექსტის გარჩევა რთულია - თვალებს ცრემლები ბინდავს და იმიტომ. იმის წარმოდგენაც კი მტკივნეულია (განსაკუთრებით დღეს), რომ პატიოსანი მეცნიერის ექიმ მეუღლეს, რომელიც მშვიდად ცხოვრობდა საყვარელ ადამიანთან ერთად (ქვეყნის ოკუპაცია სრულ ბედნიერებას გამორიცხავს, თუმცა ყოველდღიური ყოფა ასეთ დროსაც გრძელდება), ასე ერთ წამში დაენგრა ცხოვრება, კიდევ უფრო შემზარავი კი იმის გახსენებაა, რომ ეს ერთეული შემთხვევა არ ყოფილა. მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით უამრავმა წყვილმა გაიზიარა მაროსა და ალიოს ბედი. ზოგიერთმა მაროსავით უარი თქვა განშორებაზე და უსასრულო გზას დაადგა, ზოგი ციხედ ქცეულ ქვეყანაში მარტო დარჩა. ჯალათებმა გაანადგურეს უთვალავი ადამიანის ბავშვობა, ახალგაზრდობა, სიბერე.
Profile Image for Tatia Kobidze.
98 reviews4 followers
January 14, 2026
ალბათ ერთერთი საუკეთესო სასიყვარულო ისტორიაა, რაც კი წამიკითხავს, მაგრამ კითხვისას გულზე ლოდი ვერ მოვიშორე. რა უქნეს ადამიანებს, როგორ ჩაუქრეს ცხოვრების ხალისი და გააწამეს. ვინც არ დახვრიტეს, სამუდამო შიშისა და წვალებისთვის გაწირეს. თანაც აქვე, რამდენიმე ათეული წლის წინ, განა მეტის?

რა ცოტა ვიცით ამ ადამიანებზე, როგორ გააქრეს ეს ისტორიები ახლობლებმაც, ნათესავებმა, მეგობრებმა.

მარო წერეთელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთერთი დამფუძნებლის ალექსანდრე(ალიოშა) წერეთლის ცოლი იყო. ალექსანდრე 1935 წელს ქართული საზოგადოების დაფუძნების გამო დააპატიმრეს და ცოლი, მარო გადასახლებაში გაჰყვა. მისდევდა ფეხდაფეხ, გამოცდილი ექიმი გაჭირვებით შოულობდა სამსახურს და იქვე, ციხის მახლობლად სახლდებოდა, რომ წამლისა და საჭმლის მიწოდება შეძლებოდა ქმრისთვის. ხან თვეც არ იყო გასული, ახალი ბრძანება მოდიოდა, ალიოშას სხვაგან უკრავდნენ თავს და მაროც ახლა იქ სახლდებოდა.

ხომ როგორი ტანჯვაა მოყოლილი, მაგრამ თან ისეთი სინაზით დაწერილი ტექსტია, გული შეგეკუმშება ადამიანს. ერთგან კითხულობს მარო ნეტავ, ისევ თუ ექნება ჩემი დანახვისას ცეცხლი და ისევ თუ ვენდომები როგორც ქალი და ცოლიო. თან ტექსტშივე ჩანს როგორ ერიდება ამაზე ფიქრიც კი და რამხელა თავშეკავებით წერს ასეთ აზრებს.

20 წელი გაგრძელდა გადასახლება. დაბრუნდა ალიოშა გატეხილი, ღონემიხდილი და ამის სახსოვრად მარო წერეთლის დღიური შემორჩა ისტორიას. დღიური, რომელიც წლები დაკარგული იყო, მაროს შვილთაშვილმა, მარიამ წერეთელმა აღადგინა და 2024 წელს გამოიცა.

ისეთი ფაქიზი ტექსტია, ყველა ეროვნების ადამიანის გულს რომ მოხვდება და ფილმადაც რომ საუკეთესო იქნება, მაგრამ ჩვენც კი შემთხვევით თუ გადავაწყდებით ხოლმე ასეთ ამბებს. რა ცოტა ვიცით ადამიანებმა საკუთარ ისტორიაზეც და ერთმანეთზეც და რაც ვიცით, იქიდანაც როგორ ვერ ვსწავლობთ ჭკუას?!
Profile Image for Waldo.
287 reviews1 follower
December 3, 2024
მე არ მგონია, ოდესმე გაიაოლდეს ამ წიგნის წაკითხვა, მაგრამ განსაკუთრებით მძიმე კი შეიძლება გახდეს, თუკი დღევანდელ საქართველოში ცხოვრობ.
უსამართლობითა და სიყვარულითაა სავსე მაროსა და ალიოშას ამბავი და რამდენი ასეთი ამბავი იყო საბჭოთა კავშირში, დღემდე ნოსტალგიით რომ იხსენებს ხოლმე მავანი.
წაიკითხეთ აუცილებლად.
Displaying 1 - 3 of 3 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.