მე ვფიქრობ, რომ დათო ტურაშვილი ერთ-ერთი გამორჩეული თანამედროვე ქართველი მწერალია. მისი შემოქმედება საგრძნობლად მსუსხავი და მიმზიდველია. ისეთი წონიანი ნაწარმოებები, როგორიცაა: "ჯინსების თაობა," "დოდოს მოლოდინში," ''იყო და არა იყო რა," "მეცამეტე," "მე რომ ფეხბურთელი ვიყო," "ტიბეტი არ არის შორს," "სხვა ამსტერდამი," "ტყეების მეფე," "ჩაძირული ქალაქის ღამე," "გურჯი-ხათუნი და თერთმეტი მოთხრობა," ... ნებისმიერი მათგანი ყოველთვის აღძრავს ჩემში სიამოვნების მწველ განცდას და ყოველი წიგნის წაკითხვის შემდეგ ვხვდები, რომ ეს ბევრად მეტია ვიდრე უბრალოდ რომანი. ამათთან ერთად "ამერიკული ზღაპრები," იმ შორეული ქვეყნის შესახებ მოგვითხრობს, სადაც დათო ტურაშვილმა ასი დღე გაატარა საერთაშორისო ლიტერატურული პროგრამით. მიუხედავად იმისა, რომ წიგნი ერთი შეხედვით დოკუმენტურ მასალაზეა აგებული, მასში ძნელი გასარჩევია, სად მთავრდება რეალობა და იწყება გამონაგონი, ამიტომ "ამერიკული ზღაპრები" ერთდროულად მცირე რომანიცაა და ზღაპარივით მოყოლილი ისტორიაც, რადგან, ავტორის თქმით, ამერიკაში ზღაპარსა და რეალობას შორის ზღვარი თითქმის არ არსებობს.