"მაზავშიკი" ქემერა – ერთი ჩვეულებრივი "ნახალოვკელი" ბიჭია, რომლის შემოსავლის მთავარი წყარო ტოტალიზატორია. ის თავად გიამბობთ თავის ცხოვრებასა და საქმიანობაზე; გაგაცნობთ თავის ოჯახსა და მეგობრებს; გიამბობთ ალალად და მოურიდებლად, ისე დაწვრილებით, რომ თავი კინოში გეგონებათ, სადაც ყველა პასაჟი თუ კადრი მნიშვნელოვანია.
აკა მორჩილაძე დაიბადა 1966, წელს თბილისში. 1998 წლიდან დღემდე "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის" მიერ მისი ოცი რომანი და მოთხრობების ორი კრებულია გამოცემული. მიღებული აქვს არაერთი ლიტერატურული პრემია. მისი ნაწარმოებების მიხედვით რამდენიმე ფილმი და სპექტაკლია გადაღებული და დადგმული. რომანი "სანტა ესპერანსა" გამოცემულია გერმანულ ენაზე პრესტიჟული გერმანული გამომცემლობის მიერ. ამჟამად ცხოვრობს და მუშაობს ლონდონში.
Born in 1966 in Tbilisi, is arguably the most outstanding, recognized and talented contemporary Georgian author of literary fiction. He studied and later taught Georgian History at Tbilisi State University; worked as a sports journalist in a sports daily newspaper and participated in Literature Express within Europe in 2000. Aka Morchiladze’s twenty novels and three books of short stories have been published by Sulakauri publishing since 1998. In 2005-2006 he was an author and presenter of one of the most interesting TV programs to date concerning literature. Several films and plays have been based on his works. Like Milorad Pavic, his favourite author, Morchiladze believes that a novel does not necessarily need to start at the beginning and proceed in a straight line to the end; instead, he takes Umberto Eco’s theory of the emancipated reader seriously. Currently, he lives and works in London, UK.
LITERARY PRIZES AND AWARDS
Literary award SABA 2012 in category the best novel for Obolé IliaUni literary prize 2010 for the best novel of the year for Mameluk Literary award SABA 2008 in category the best novel for Maid in Tiflis Literary award SABA 2006 in category the best novel for Venera’s Dream Literary award SABA 2005 in category the best novel for Santa Esperanza Literary award SABA 2003 in category the best novel for Your Adventure
არდადეგებზე აკას კვირეულის მოწყობა გადავწყვიტე, ბარემ, რაც არ წამიკითხავს, მივადგები-მეთქი, ვიფიქრე.
ქემერას კითხვით დავიწყე და არც ვნანობ. თითქოს ხო ბევრი წაგვიკითხავს ამ თემაზე, 90-იანების ბევრი თბილისი ვიცით, კაი ბიჭობაზეც, ქურდებზეც, მოთამაშეებზეც, მარა ეს კაცი რო გიყვება, სულ სხვანაირად, მაინც საინტერესოდ მიდის.
მინდა, რომ აკა მორჩილაძე სულ წერდეს. აი, რო არ მოგაბეზრებს, რო არ მოგთენთავს, რო არ გათქმევინებს, აუ, ამის ბოლოში რა გამიყვანსო, ეგეთი წერა აქვს და ამიტომაც მიყვარს!
გასაგებია, რომ ამ წიგნით სხვა რამის თქმა გინდოდა ვროძები საინტერესო, სახალისო და ცოტა დრამატული ისტორიების ფონზე - რომ ქართველ იგროკს შეიძლება აწუხებდეს ეგზისტენციალური საკითხები, რომ შეიძლება ქონდეს სინდისი, რომ შეიძლება ჭირდებოდეს ფსიქოანალიზი, რომ შეიძლება მიაღწიოს კათარზისს, რომ შეიძლება ქონდეს დეპრესია და გინდოდა გეჩვენებინა შენი აზრით ეს ყველაფერი რანაირად გამოჩნდებოდა თვითონ იგროკის ფსიქიკაში, რა გავლენას მოახდენდა მის ყოველდღიურობაზე, როგორც შეუცვლიდა ან ვერ შეუცვლიდა სოფლმხედველობას და ა.შ. მოკლედ, გავიგეთ, მაგრამ!...
... აღარ მოგბეზრდა ეს პრესტუპნიკები, ქურდები, განაბები, იგროკები, ტოტალიზატორი, ხელზე მაზი, თავანი, ფუფლო, არიფი, მუჟიკი, სტვოლი, რასხოდი, ზონა, ნაკოლკა, სვაბოდა... ჰა? რაღა დროს ეგაა? კი, ეხლა ცოტა უფრო მოიხოდა ეგ ამბავი, ვიდრე ასე 5 წლის წინ იყო, მაგრამ ის "მოხოდილი" სასტავი წიგნებს არ კითხულობს და ვისთვის წერ ამას? რომც კითხულობდეს გგონია რამეს შეცვლი მაგითი? თუ სხვებს გინდა დაანახო რო იგროკებსაც აქვთ სული? ეგაა? შემდეგი წიგნის სახელი რა იქნება - "კალაშას ვნებანი" თუ "ძედ ხასანის მარტვილობა"? კარგი რა...
ზოგადადაც არ დაიღალე სულ ერთი და იგივეთი? ან XIX საუკუნის თბილისი ყველანაირ ჭრილში დატრიალებული, ან 70-80-90-იანების თბილისი (საქართველოც არა დაჟე, იმინა თბილისი). სულ რამდენიმეგამონაკლისი მახსოვს აქედან და ერთი ბოლოს მართლა რაც მომეწონა, პუბლიცისტიკა იყო! არადა მორჩილაძე საკმაოდ ნაყოფიერი მწერალია, ბევრს წერს და ეს გამონაკლისები ძალიან ცოტაა.
ჯერ კიდევ საუკეთესო თანამედროვე ქართველ მწერლად მიმაჩნია აკა მორჩილაძე. უფრო სწორად - სულ ერთი ხელის თითებზე ჩამოსათვლელი ქართველი მწერლებიდან, ერთ-ერთი მგონია, კიდევ ერთ რამე ახალსაც წავიკითხავ, მაგამ იქაც ისევ იგივე ბაზარია, შემდეგი შანსი უკვე ალბათ წლების მერე იქნება.
P.S. მაგრამ, კარგია თუ არა, რაც არის დაწერილი ამ წიგნში, ის ნამდვილად კარგად არის - ჩემთან მაინც კარგად წაიღო და თვითონ კითხვის პროცესი მოსაწყენი ნამდვილად არ ყოფილა.
აი რასაც ვეძებდი და ძლივს ვიპოვე. ბევრი წუწუნებს ქუჩა, ქურდები და ა.შ. ამოვიდა ყელშიო. არადა ეგაა ჩვენი რეალობა და ფაქტიურად არ გვაქვს ამ ამბებზე კარგი ტექსტი. ამ წიგნში კიდევ მაგრადაა დახატული ქართველი კრიმინალების და ქუჩის ბიჭების სახე. ისეთივე ოსტატობით ხატავს ქართველი კრიმინალების სახეს როგორც სკორსეზე იტალიელი მაფიოზებისას თავის ფილმებში. ეს ტექსტი და მოთხრობები: მოგონებები ჩემი მეგობარი კაი ბიჭის შესახებ არის ის რაც ასე ძალიან სჭირდებოდა ქართულ ხელოვნებას.
აკა მორჩილაძეს ბევრად უფრო კარგი რომანები აქვს დაწერილი. მკითხველს ვინ ეკითხება, მაგრამ ეს ქემერა მის რომელიმე რომანში ერთ საინტერესო პერსონაჟად გამოდგებოდა, თუმცა მთელი რომანი ქურდებზე, ტოტალიზატორებზე, მაზავშიკებზე, საქმის გარჩევებზე, რუსეთში ჯარში ყოფნაზე და თბილისურ "დვიჟენიებზე," ჩემთვის ნამეტანია. კი, არის ეს თბილისის წარსული, ნაწილობრივ დღევანდელობაც და ისე, ვინ იცის, იქნებ მომავალიც, მაგრამ მაინც ამდენმა ქუჩის ამბავმა და ჟარგონმა დამღალა მთელ რომანში. არის იქ სახალისო ამბები და ისტორიები, ძირითადად ისეთი, რომ ან თავად გადაგხდენია და ან კიდევ შენს გვერდით მომხდარა, გაიცინებ, ზოგჯერ თავსაც გააქნევ - აუ ბიჭო, რა დროში მიწევდა ყოფნაო და ეგენი არის ამ წიგნში: კითხულობ და რა მოგონილი, დოკუმენტური პროზაა. მაგრამ ზოგადად ეს თემები, როგორც ქართულ ლიტერატურაში, ისე კინოში, იმდენად ხშირია და იმდენად მოსაბეზრებელი გახდა, რომ რაიმე ახალი სიო ძნელად მოდის, ახალი ემოცია არ არის. ერთია რომ აკას შეუძლია სხვადასხვა ენის მორგება, ხან ტიფლისურის, ხან იმერულის და ასე კარგად წერა და ამ თბილისურ/ნახალოვკურ ამბავშიც რომ შეუძლია კარგად წეროს ეს ჩანს ამ რომანში, მაგრამ არ მგონია მაინც და მაინც ამის დამტკიცება სჭირდებოდეს ლიტერატურული ენის ამბავში. რამოდენიმე თავი მეტად ხალისით წავიკითხე, განსაკუთრებით ფიზიკის მასწავლებელ ამბაკო ქასაძეზე, ძეგველების დახასიათებაზე რატომღაც მაგრად ვიხალისე - ეგენი არანაირ გაგებას არ აწვებიან, პროსტა ძეგველები არიანო. ისე კაი საზრიანი ბიჭი კია ეს ქემერა და იმედი მაქვს ახლა ჯანმრთელად და კარგადაა. ცოტა დროც ხომ შეიცვალა და იმედია თვითონ მშვიდად ცხოვრობს და შვილები კი კარგად სწავლობენ.
როგორც წესი, აკა ”აბსოლიტური ღირებულებაა”. მაგრამ ამ შემთხვევაში, ჩემთვის რაღაც ხარვეზია. მე მგონია, რომ ეს წერის მანერა, თხრობის სტილია. ვერაფრით ვერ ჩამითრია. გამეწელა საშინლად და ბოლოს მივხვდი, რომ არ მიღირდა ტანჯვად და მივატიმოვე. არადა, არ მიყვარს დაწყებულის მიტოვება და მითუმეტეს, აკა ძალიან მიყვარს. მოკლედ, რეკომენდაციას ვერ გავუწევ....