Jump to ratings and reviews
Rate this book

გონების პარაზიტები

Rate this book
„გიორგი ხარაიშვილის მოთხრობები მძაფრად ატმოსფერულია – თითქოს თვალები დახუჭეთ და ერთიანად გადაეშვით სივრცეში, რომელიც თან საშიშია, მაგრამ თან საოცრად მომნუსხველი. შეიძლება ეს ცივი ჰაერი ოთახში ნელ-ნელა იგრძნოთ და ავეჯსაც თითქოს შეუმჩნევლად დაედოს მკვდრისფერი.

ავტორის მრავალმხრივი განათლება ყველაფერში იგრძნობა: პერსონაჟების სახელებში (რომელთა არჩევანიც შეიძლება მინიშნებაც იყოს), ფაბულაში, თხრობის სტილში… მე მაინც ყველაზე მეტად ფარული იუმორი მომწონს, თითქოს მკრთალ ღიმილს რომ მოგგვრის მხოლოდ მანამ, სანამ სიუჟეტის მორიგ საშიშ ლაბირინთში ჩაიხლართები.

გვახსოვდეს, რომ იმ სამყაროში, სადაც მოთხრობების პერსონაჟები ცხოვრობენ, ბოროტებას მიზეზი არ სჭირდება. ზოგი პერსონაჟის პერსპექტივა ვერაფრით დაემთხვევა ჩვენსას (მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუკი თქვენც, მათ მსგავსად, სარკეში არ ჩანხართ ან სავსემთვარეობისას განსაკუთრებულად კარგად გრძნობთ თავს). მწერალი რომ მაქცია არაა, მაგაზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ ვერც საპირისპიროს დავამტკიცებ.

ვფიქრობ, ეს კრებული მოეწონებათ არა მარტო მათ, ვისაც მისტიკა და ფანტასტიკა იზიდავს, არამედ მათაც, ვინც ამ ჟანრთან თამაშისას თავს ახალბედად მიიჩნევს. აქ ყველასთვის მოიძებნება რაღაც, რაც გაგაოცებთ, გაგაღიმებთ და, ზოგიერთ თქვენგანს გვარიანად შეგაშინებთ კიდეც.“ – ქეთი დიასამიძე
-----

„გიორგი ხარაიშვილი შესანიშნავი მეგზური გამოდგა პირველყოფილი შიშების სამყაროში. ის ხელს გკიდებს და შენც მიჰყვები ქვესკნელის წრეებში. უფრო სწორად, კი არ მიჰყვები, ხელის მოკიდებისთანავე ერთიანდებით შენ და შენი გზამკვლევი, მისი ფიქრები შენი ფიქრები ხდება, მისი შიშები – შენი შიშები, მისი შეცდომები კი შენი შეცდომები.

ავტორი კეთილსინდისიერია, ის არ შეგიტყუებს თვალწარმტაც წალკოტში და მერე მოულოდნელად ხელს არ გკრავს უფსკრულის პირას. იცი, რაც გელოდება წინ, მაგრამ ამ გზას მაინც მიუყვები; რადგან სხვაგვარად არ შეგიძლია; რადგან შენ და შენი გზამკვლევი უკვე ერთი ხართ.“ – გიორგი გვეტაძე

240 pages, Paperback

Published January 1, 2025

10 people want to read

About the author

George Kharaishvili

13 books45 followers

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
4 (44%)
4 stars
4 (44%)
3 stars
1 (11%)
2 stars
0 (0%)
1 star
0 (0%)
Displaying 1 - 3 of 3 reviews
Profile Image for Natalia Adamashvili.
142 reviews6 followers
April 15, 2025
როგორც ავტორი წინათქმაში გვეუბნება, მას ჩვენი წარმოსახვის შეშფოთება უნდა. არ ვიცი, შეშფოთება ქვია თუ არა იმ შეგრძნებას, რაც კითხვის დროს მქონდა. მაგრამ ის დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ისეთი მოთხრობებია, როცა კითხვას ვწყვეტდი და რაღაც სხვა რამეს ვაკეთებდი, გონება ისევ აქ, წიგნში რჩებოდა. ვფიქრობ, ჰორორის ჟანრის მთავარი მიზანიც ესაა, ისევ წიგნში დაგტოვოს და მოგვიანებით, როცა არ ელი, მაშინ შეგახსენოს თავი (ძირითადად ღამით, ძილის წინ, როცა ბნელა და ყველაზე ნაკლებად გინდა, რამის შეგეშინდეს).
Profile Image for Mariam Kozanashvili .
31 reviews1 follower
April 16, 2025
იუმორი + შიში, დახვეწილად.
ყველამ წაიკითხეთ, აუცილებლად.
Displaying 1 - 3 of 3 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.