What do you think?

ცეცხლი და მახვილი კავკასიაში
ლუიჯი ვილარი (1876–1959) იყო იტალიელი ისტორიკოსი, დიპლომატი, ჟურნალისტი და მოგზაური. მან 1905 წელს იმოგზაურა კავკასიაში, რომელიც იმ დროს რევოლუციასა და ეთნიკურ დაპირისპირებას მოეცვა. ვილარი ჩავიდა გურიის რესპუბლიკაში, კარგა ხანს დარჩა ქუთაისსა და ტფილისში, მოიარა ბაქო, ერივანი და ნახიჩევანიც. ყველგან ხვდებოდა მაღალჩინოსნებსაც და უბრალო ხალხსაც, ესაუბრებოდა სამხედროებს, პოლიციელებს, სასულიერო პირებსა თუ მეწარმეებს, აკვირდებოდა ხალხის ყოფასა და წეს-ჩვეულებებს.
- GenresNonfictionHistory
304 pages, Paperback
First published April 1, 2002
Ratings & Reviews
Friends & Following
Create a free account to discover what your friends think of this book!
Community Reviews
Displaying 1 - 1 of 1 review
May 31, 2025
ძალიან საინტერესო იყო ისტორიკოსისა და მოგზაურის თვალით დანახული მე-19 და მე-20 საუკუნის სამხრეთ კავკასია, ვერშემდგარი 1905 წლის რუსული რევოლუცია და მისგან მომდინარე შედეგები, გურიის რესპუბლიკა თუ თათრებსა და სომხებს შორის დაწყებული დაპირისპირებების მოტივები.
1906 წელს, ვილარი თბილისზე წერდა:
“კავკასიაში ბევრი თვის ცხოვრების შემდეგ, საიდანაც ყველაზე ხანგრძლივი დრო ტფილისში გავატარე, დამრჩა შეგრძნება, რომ ეს ქვეყანა არ ვითარდება. აქ არაფერი მუშაობს კარგად, არც საჯარო და არც კერძო მომსახურება არ არის ყაირათიანი და დამაკმაყოფილებელი, პროგრესს წინ ყველაფერში დაბრკოლებები ეღობება და მთლიანობაში მოსახლეობაც არ არის საქმიანი. მაღაზიებიც არამიმზიდველი და მოუმარაგებელია. აღმოსავლური იშვიათობების გარდა ვერაფერს იყიდი, საქონელი მდარე ხარისხის და ძვირია, ხილისა და სხვა სურსათის გარდა, ყველაფერი სასაცილოდ ძვირია”.
რაღაცები არ იცვლება!