კოკა ქამუშაძის მეორე რომანი „სონატა სიმებიანი კვარტეტისთვის“ „ვეფხისტყაოსნის“ უკუწერის პოსტმოდერნისტული მცდელობაა.
აქ ყველაფერია, რაც პირველწყაროში მკითხველს იზიდავს – დიდი სიყვარული, ერთგული მეგობრობა, თავდადებული ბრძოლა და უჩვეულო თავგადასავალი. თუმცა, რამდენად შესაძლებელია თანამედროვე ადამიანი მიუწვდომელ მაგალითად დარჩეს? უყვარდეს, მაგრამ არ უღალატოს; ემეგობროს, მაგრამ არ აწყენინოს; გასცეს, მაგრამ არ წაართვას.
კოკა ქამუშაძე ამ კითხვებზე პასუხების საძებნელად მკითხველს პერსონაჟებთან ერთად ფანტასტიკურ სამყაროში ამოგზაურებს.
როგორც აღმოჩნდა, საქმე გვაქვს ვეფხისტყაოსნის პოსტმოდერნისტულ ვერსიასთან. ავტორმა ეპიკური პოემის ძირითადი ფაბულა აიღო და ჩვენს დროში გადმოიტანა, სადაც ტარიელიც და ავთანდილი ჩანს, იმ განსხვავებით, რომ ერთს ნიკო ქვია, მეორეს კი სანდრო. ცხადია, ბევრი დეტალიც დაამატა და მე ვფიქრობ, ამ გამბედაობას ვეფხისტყაოსნის დამცველები არ მოუწონებენ, თუმცა მე ძალიანაც გავერთე. მიუხადავად იმისა, რომ ზოგჯერ დამაჯერებლობასაც კარგავდა, ტექსტი საბოლოო ჯამში ძალიან სახალისოა და როგორც იტყვიან, ერთხელ წასაკითხად და თავის გასართობად, იდეალური რამე.
ეს რა იყო. ვეფხისტყაოსნის პოსტმოდერნისტულ მცდელობებს რომ თავი სრულიად დავანებოთ (ამ ნაწარმოების ასე დარეკლამება უბრალოდ სასაცილოა, სიტყვა მიჯნურის შვიდჯერ ხსენების, ისტორიისთვის უმნიშვნელო “დატყვევების” და პერსონაჟის ორჯერ გულის წასვლის გარდა, ალბათ საერთოს სხვას ვერაფერს ვოპოვით), ამ წიგნში არ დევს არანაირი არსი და მოვლენებს შორის არ არსებობს არანაირი ლოგიკური ჯაჭვი. არცერთი პერსონაჟია არც დამაჯერებლად დაწერილი, არც ისეთი, რომ მკითხველი გულშემატკივრობდეს. დიალოგები ხმამაღლა არც ავტორს და არც გამომცემლობას არ წაუკითხავთ, რომ ჟღერადობისთვის ყურადღება ვინმეს მაინც მიექცია, და ლათინურად დაწერილ მესიჯებზე ხმას საერთოდ აღარ ამოვიღებ - კითხვისას ფაქტიურად თვალები დავითხარე.
წიგნის წაკითხვა ნაწარმოების აღწერის წაკითხვის შემდეგ გადავწყვიტე. ალბათ დიდი პოტენციალი ჰქონდა მაგრამ საოცრად იმედგაცრუებული ვარ. კითხვაზე “რაზეა ეს ისტორია?” ან “ამ წიგნში რა ხდება?” რა პასუხი უნდა გაიცეს, მართლა არ ვიცი.
ხანდახან მგონია რომ ვეფხისტყოსნის იდეალი იმდენად დიდია რომ ვერ ვიშორებთ თავიდან... წავალთ წამოვალთ ვუტრიალებთ და ვცდილობთ რამენაირად სადმე ჩავაკვეხოთ.
მგონია რომ აქაც ავტორს იგივე დაემართა. თუმცა ჩააკვეხა ვეფსიტყაოსანი ორ გაუბედურებულ და მორალის არ მქონე წყვილში.. ვისთვისაც ტყუილი, ღალატი, ფლირტი, ნარკოტიკი, სექსადიქცია ჩვეულებრივი მოვლენაა.
ლოგიკურად დასრულდა ყველაფერი.
ვეფხისტყაოსნის დიდებულება და სულიერი სიმაღლე კარგად თუ არ აქვს შესისხლხორცებული ადამიანს საერთოდ დაანებოს მასზე წერას თავი ჯობია. უფრო გააფუჭებს წიგნს ასეთი გაუაზრებელი კავშირი, ვიდრე რამეს შემატებს.
დანარჩენი რავი.. ჟურნალ სარკეში რო იბეჭდებოდა დროის გასაყვანი რომანები ისეთი იყო ჩემთვის.
ვეფხისტყაოსნის ვერსიად მისი მოხსენიება ცოტა ზედმეტი მგონია, თუნცა მისი გავლენა ავტორზე ნამდვილად იგრძნობა. სწრაფად იკითხევა სიუჟეტიც სწრაფად ვითარდება, მომენტებში ზედმეტად სწრაფადაც კი. ვფიქრობ რაღაცეების დახვეწა ნამდვილად სჭირდება თუმცა კარგი წასაკითხია და თამამად ვუწერ 2 ვარსკვლავს, მესამეზეც დავფიქრდები და შეიძლება დავამატო 😃
მოკლედ, თუ დროის გაყვანა ცოტა “ექშენი” და მარტივი რომანი გსურთ არ ინანებთ.