წიგნში შესულია ჯემალ ქარჩხაძის პუბლიცისტური წერილები, ინტერვიუები და ესეები, რომლებიც 1988-1998 წლებში ქვეყნდებოდა ქართულ პერიოდიკაში. აქ თავმოყრილი მასალა უაღრესად მრავალფეროვანია - ხელოვნების კონცეფციიდან მოყოლებული, თანამედროვე მძაფრი პოლიტიკური და სოციალური მოვლნების ანალიზით დამთავრებული. წიგნი ქრონოლოგიური პრინციპითაა აგებული.
Jemal Karchkhadze (Georgian: ჯემალ ქარჩხაძე; 1936–1998) was a Georgian writer. He is the author of six novels, some short stories and essays. His works are conceptual and gained popularity after his death. His novel Antonio and David (ანტონიო და დავითი, 1987) was published in Swedish in 2013 and in Arabic in 2014.
Jemal Karchkhadze was born in 1936 in the village of Ukhuti in Vani in western Georgia. He graduated in 1960 with a degree in Georgian language and literature at Tbilisi State University. His short story Igi (იგი) was published in 1977. This was followed by his most important novels The Caravan (ქარავანი, 1984), Antonio and David (ანტონიო და დავითი, 1987) and Zebulon (ზებულონი, 1988). He died in 1998 in Tbilisi.
Jemal Karchkhadze was granted three literary awards: 1999 – Georgian State Award for Dimension (განზომილება) and for his Contribution to the National Literature; 2007 – Award “Gala” for Complete Short Stories; 2007 – Award Librarian’s Choice for a novel Antonio and David (ანტონიო და დავითი).
კრებულში ერთი და იგივე თემები მეორდება, თუმცა ეს გასაკვირი არ არის. თითოეული თავი (ინტერვიუ) ხომ წლების მანძილზე იბეჭდებოდა პრესაში. ცოტაა უშუალოდ შემოქმედებაზე, მაგრამ 80-90-იან წლებში ლიტერატურულ პროცესებზე არც არავინ ზრუნავდა. სამწუხაროდ, მწერლებიც გახდნენ იმ პოლარიზაციის (შემდგომ სისხლისღვრაში გადაზრდილის) ნაწილი, რომელმაც ქვეყანა მოიცვა. ამას ყურადღება არ უნდა მივაქციოთ და იმაზე ვიფიქროთ, რასაც ჯემალ ქარჩხაძე თავის პროზასა და პუბლიცისტიკაში ყოველთვის უმთავრეს ადგილს უთმობდა - ქვეყნის ბედზე, ჩვენს როლზე ამ ბედის ჩარხის წაღმა დატრიალებაში.
არაჩვეულებრივი კრებული 🙌საქართველოს ბედით დაინტერესებული მკითხველისთვის გზამკვლევია,სამოქმედო გეგმაა,წარსულის ხსოვნა და მომავლის იმედია. ნეტავ ყველას წააკითხა... ნეტავ ყველას დააჯერა...
მერჩივნა ბევრად მეტი ყოფილიყო ლიტერატურაზე და თვითონ ქარჩხაძის ლიტერატურაზე, ვიდრე პოლიტიკაზე. მაგრამ, ყველა სტატია თუ ესსე 80-იანების ბოლოდან 90-იანების ბოლომდეა და გასაგებია რომ მაგ დროს მარტო წიგნებზე არავინ ლაპარაკობდა. თუმცა, ქარჩხაძის პოლიტიკური ხედვაც ისეთა, როგორიც მწერლობა - გულწრფელი, გაცნობიერებული, ჩამოყალიბებული, არაზედაპიდული და კონკრეტული. წმინდა ლიტერატურული ნაწილი რაცაა, კარგია ეგეც, უბრალოდ, როგორც აღმოჩნდა, ყველაზე საინტერესო რაცაა, სხვადასხვა საიტებზე და ბლოგებზე უკვე დევს, და მინიმუმ ერთ პატარა წიგნში უკვე გამოცემულიცაა.
ადამიანს, რომელსაც აინტერესებს საქართველოში მართლა რატოა ამჟამად ყველაფერი ის, რაც არის (კარგიც და ცუდიც, მარა ცუდი რატომაა მეტი, უფრო ის), ძალიან ვურჩევ ამის წაკითხვას.
P.S. ვინმემ ხომ არ იცით ქარჩხაძის 70-80-იანების პუბლიცისტიკა რაიმე ფორმით თუ არსებობს სადმე? ან თუ ძველ ჟურნალ-გაზეთებში უნდა ვეძებო, რაიმე ადამიანური search engine აქვთ ვთქვათ ეროვნულ ბიბლიოთეკაში, როგორიც წიგნებზეა, თუნდაც ისეთი?