ბორის გროისი თანამედროვე რუსი ხელოვნების კრიტიკოსი მკვლევარი და ფილოსოფოსია. მისი ყურადღების ქვეშ თანაბრად ექცევა როგორც კომუნისტური და პოსტკომუნისტური რეჟიმების კულტურული ტრანსფორმაციები, ისე მოდერნული და პოსტმოდერნული სახელოვნებო სივრცეები, კერძოდ კი ის მუტაციები, რომლებიც არტისტულმა ავანგარდმა, ტოტალიტარულ რეჟიმთა აგიტ-ხელოვნებებმა და ზოგადად გასული საუკუნის დომინანტურმა სახელოვნებო პარადიგმებმა განიცადეს.
წიგნში შესულია ესსეები მისი ორი ნაშრომიდან Art Power (2008) და Going Public (2010)
Boris Efimovich Groys (born 19 March 1947) is an art critic, media theorist, and philosopher. He is currently a Global Distinguished Professor of Russian and Slavic Studies at New York University and Senior Research Fellow at the Karlsruhe University of Arts and Design in Karlsruhe, Germany. He has been a professor of Aesthetics, Art History, and Media Theory at the Karlsruhe University of Arts and Design/Center for Art and Media in Karlsruhe and an internationally acclaimed Professor at a number of universities in the United States and Europe, including the University of Pennsylvania, the University of Southern California and the Courtauld Institute of Art London.
მე-20 საუკუნეში ყველა მოდერნულ მოძრაობას თავისი კონტრმოძრაობა გამოუჩნდა და ხელოვნების თეორიული განსაზღვრების ყველა მცდელობას შედეგად მოჰყვა ნაწარმოები, რომელიც ცდილობდა, ამ განსაზღვრებისთვის თავი დაეღწია. დღეს, ეს კონტრ-მოძრაობები და თეორიული განსაზღვრებები აღარ არსებობს, აზრი დაკარგა, რადგან დღეს, ყველა ხატი თანასწორია. კონტემპორარული ხელოვნების ტელოსი მათი გათანაბრებაა.
დღევანდელი ხელოვნება (მთლიანად სამყარო) შეუძლებელია წარმოვიდგინოთ ბაზრის ძალაუფლების გარეშე. ის ხელოვნება, რომელიც სახელოვნებო ბაზრის პირობებში არ შექმნილა, განდევნილია, რადგან ხელოვნების დომინანტური დისკურსი მხოლოდ ბაზარზეა დამოკიდებული. გროისი ამბობს, რომ ბაზარი "უხილავი ხელით" მოქმედებს, ის მხოლოდ და მხოლოდ სკეფსისია; ის ავრცელებს ხატებს, მაგრამ არ გააჩნია საკუთარი. გროისს მიაჩნია, რომ ხელოვანის ერთადერთი საშუალება დააღწიოს თავი ბაზარს პოლიტიკურ არეალში მოღვაწეობაა. "ნებისმიერი პოლიტიკური ან რელიგიური იდეოლოგიის სამსახურში ჩადგომით არტისტი ხელოვნებას ემსახურება. სწორედ ამიტომ არის არტისტული აქტივობა ბევრად სახიფათო იდეოლოგირი რეჟიმისთვის, ვიდრე ბაზრისთვის. არტისტი იმავე ტერიოტორიაზე მოქმედებს, რომელზეც იდეოლოგია".