წაკითხვამდე:
Ah shit! Here we go again...
Me trying to question my antipathy towards Dostoevsky and him proving me right.
წაკითხვის შემდეგ:
პირველ რიგში დიდი მადლობა ლევან ბერძენიშვილს რადგან ეს წიგნი გამაძლებინა.
მგონი შუბლის წილი საბოლოოდ მიყალიბდება- დოსტოევსკი ისე წავიკითხე, ჩემი თვალთა გადატრიალების რაოდენობა ერთნიშნა ციფრს არ აღმატებია. (ვტყუი)
მეგონა ეს წიგნი სასტიკად შემზიზღდებოდა, ჯერ მარტო დოსტოევსკი რა არის და მერე "ეშმაკნი" რა იქნება მეთქი, მაგრამ შევცდი. ახლა იმას ნუ მთხოვთ დავწერო ვისიამოვნე-მეთქი, ეგ არ იქნება.
ის, რომ წიგნში მთხრობელი თან არის და თან არც არის მართლა გენიალური მეჩვენა. თან თითქოს სიუჟეტშია, თან ურიცხვი გვერდის განმავლობაში ერთხელაც არ ერევა სიტუაციის მსვლელობაში მნიშვნელოვნად, სახელსაც კი არ გვიმჟღავნებს, თან ისეთ ამბებს გვიყვება თვითონ რომ ვერასგზით შეესწრებოდა და ზოგჯერ პერსონაჟების შინაგან ფიქრებსაც გვიზიარებს.
ამ წიგნის უკლებლივ ყველა პერსონაჟი მართლა ეშმაკი, ჯოჯო და დეგენერატია.
დოსტოევსკის არ ყავს დონ კოხოტები და ჟან ვალჟანები, აღტაცებას ვერ მოგგვრის მისი პერსონაჟები და ამის დაფასებას ვიწყებ. ჩემში აღტაცება არ გამოუწვევია სტავროგინ-ვერხოვენსკიან-მიშკინიან-რასკოლნიკოვიანა არავის, ამ წიგნშიც ერთადერთი კირილოვი იყო ოდნავ მიმსგავსებული გრძნობის ღირსი, ისიც ისე, ადამიანი რომ დებილ სპლიყვს უცქერის.
რა სჭირს დოსტოევსკის და მის დაუძლეველ სურვილს დაწეროს მსოფლიოში ყველაზე ბოროტი და საშინელი კაცი, რომელიც უმანკო და კეთილი ქალის ხარჯზე იქნება მიტევებული?? კიბატონო "სიყვარული აგვამაღლებს, ვით ეჟვანი ამას ჟღერენ", მაგრამ აცოცხლეთ ეს დაშები და სონიები რა იქნება. დოსტოევსკის ქალი ხომ ან ავი და წუპაკი უნდ აიყოს, ან მის ერთადერთ მიზანს საზიზღარი კაცის ცოდვების გამოსყიდვა წარმოადგენდეს.
სტავროგინით ნადვილად არ გადავირიე, მართლა გვჭირდება კიდევ ერთი ჩამოუყალიებებლი პერსონაჟი სამაგალითო მოდელად? ოდნავი სიმპათიაც არ დაუმსახურებია ჩემგან. Complex character my ass. Only complex thing about him was how he got those bitches. სილამაზის პრივილეგიით და ერთი იმპულსური ქორწინებით თან კეთილი და თან ბოროტი პერსონაჟი ვერ გახდები.
სიღრმისეულად პოლიტიკურია და ეს თავიდანვე ვიცოდი, მაგრამ ჩემდა გასაკვირად ამან უფრო მომაწონა წიგნი. სოციალიზმის ლამაზი იდეა რომ მთლად მასეთი ლამაზიც არ არის კარგად იყო გადმოცემული. ვერხოვენსკის მთელი სიუჟეტური ხაზი ძააალიან მაგარი იყო, რეალურად რომ სათავეში ისეთი ხალხი მოდის, ისეთი მანიპულაციებით, რომლის ლაქიებსაც არაფერი გაეგებათ რას სჩადიან; უთავბოლოდ დაგეგმილი მკვლელობა ხუთეულის შესადუღაბებლად, ყველაფერი მართლა გენიალურად იყო მოფიქრებული და ძალიან აქტუალურიც.
საბოლოო ჯამში, დოსტოევსკის წიგნებს უსასრულობის ქვებივით ვაგროვებ, იმიტომ რომ მაზოხისტი ვარ.