Jump to ratings and reviews
Rate this book

ლეას საათი

Rate this book
ირაკლი სამსონაძის რომანი სამი საუკუნის საქართველოს აცოცხლებს ერთი გვარის – ბაგართა – ცხოვრების კვალდაკვალ. ბაგარები თავის დასამკვიდრებლად ჩამოდიან უცხო ქვეყანაში და მათთვის სულერთია, ვის სამსახურში ჩადგებიან ამ მიზნის აღსასრულებლად, მთავარია დაეფუძნონ, კარმიდამო გაიჩინონ, წარჩინებული გვარის ქალი შეირთონ და შთამომავლობა ჰყავდეთ.

314 pages, Paperback

First published January 1, 2011

Loading...
Loading...

About the author

Irakli Samsonadze

12 books3 followers

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
6 (54%)
4 stars
3 (27%)
3 stars
1 (9%)
2 stars
1 (9%)
1 star
0 (0%)
Displaying 1 - 2 of 2 reviews
Profile Image for Soffi Cherqezishvili.
73 reviews21 followers
October 20, 2015
ძალიან კარგი წიგნია, ძალიან საჭირო და გადასარევი ენით დაწერილი
სიუჟეტი რამდენადმე უცხოა და უცნაური, მაგრამ მხოლოდ ამბისთვის ამ წიგნის წაკითხვას აზრი არ აქვს.
საჭირო მეთქი, საყურადღებო აქცენტები ვიგულისხმე, სწორი პარალელები. ალბათ ახლა ასეთი ლიტერატურა ყველაზე მეტად გვჭირდება ერს. ეროვნული ლიტერატურის თვალსაზრისით ვგულისხმობ, თავისთავად ცხადია.
38 reviews
October 25, 2025
როგორც სამსონაძის ორი სხვა ნაშრომი "ყურთბალიში" და "ღრუბელი სახელად დარინდა", ეს წიგნიც ქვეყანაში არსებულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზეა, თუმცა იმ ორთაგან განსხვავებით ავტორი ამჟამად გაცილებით შორს მიდის და მე-18 საუკუნიდან იწყებს.

გეორგიევსკის ტრაქტატი, ანექსია, რუსების მიერ ქართული იდეის გაცამტვერება, ილია, პირველი რესპუბლიკა, კომუნისტური კოშმარი და შემდგომ ჩვენივე შეცდომებით იავარქმნილი 90-იანები - ეს რომანი პრაქტიკულად ყველა ამ მოვლენაზე საკუთარ პერსპექტივას გვთავაზობს და კარგად გადმოცემულსაც.

რომანის მთავარი ხაზი ბაგარების გვარის წარმომადგენლების ცხოვრებაა, ყველა ეპოქაში ყოვლად ამორალური, მატერიალისტური, ღირებულებებისგან დაცლილი გვარისა, რომელთაც სასჯელად ის ექნებათ ვერც ერთი მამრი მათგანი მიწაში ადგილს ვერ ჰპოვებს, არ მიიღებს მათ ქართული მიწა.

სამსონაძე, ალბათ, იმასაც ცდილობს, რომ სარკეში ჩაგვახედოს, არსებული აბსურდული გარემო დაგვანახოს და ოდნავ უკეთეს მოქალაქეებად გვაქციოს, ვიდრე ვართ.

მთლიანობაში წასაკითხი წიგნია, მით უმეტეს, რომ თანამედროვეობას ერთი ერთში აჯდება.

ერთადერთი მინუსი, რის გამოც ერთ ვარსკვლავს ვაკლებ, მომენტებში ზედმეტად გაწელილია, განსაკუთრებით ბოლო ნაწილი.
Displaying 1 - 2 of 2 reviews