Jump to ratings and reviews
Rate this book

არწივის ბუდე

Rate this book
მოთხრობები: სახიფათო დაწინდვა, დათვებზე მონადირენი, სიუნიოვე სულბაკენი, არწივის ბუდე, რკინიგზა და სასაფლაო, ზერდაგი, საქორწილო მარში.

ნარკვევში “როგორ გავხდი პოეტი”, მომავალმა ნორვეგიელმა ნობელიანტმა ბიორნსტიერნე ბიორნსონმა საზეიმოდ დადო ფიცი, რომ შექმნიდა “წინაპართა გალერეას” ისტორიულ პიესებში, რათა ნორვეგიელთათვის აღედგინა ნაციონალური ღირსება. ბიორნსონს თავისი ფიცისთვის არასდროს უღალატია: მისი შემოქმედება (პოეზია, პროზა, პიესები) განმსჭვალულია ნორვეგიელთა წარსულის სულიერი ერთობით თანამედროვეობასთან, მშობლიური ხალხის თვისებურებათა განდიდებით. კრებულში მისი რამდენიმე მოთხრობაა თავმოყრილი. წიგნში შესულია ასევე ბიორნსტირნე ბიორნსონის სანობელო ლექცია. თარგნა გოდერძი რუხაძემ.

258 pages, Paperback

First published January 1, 2012

11 people want to read

About the author

Bjørnstjerne Bjørnson

786 books98 followers
Bjørnstjerne Martinus Bjørnson was a Norwegian writer and the 1903 Nobel Prize in Literature laureate "as a tribute to his noble, magnificent and versatile poetry, which has always been distinguished by both the freshness of its inspiration and the rare purity of its spirit."
Bjørnson is the author of the lyrics to the Norwegian National Anthem, "Ja, vi elsker dette landet".

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
1 (11%)
4 stars
2 (22%)
3 stars
4 (44%)
2 stars
2 (22%)
1 star
0 (0%)
Displaying 1 - 2 of 2 reviews
Profile Image for Nika Vardiashvili.
252 reviews26 followers
March 17, 2020
პირველადი აღფრთოვანება მაშინ განვიცადე ამ კაცის მიმართ, როცა მირჩიეს და სულაც არ ვიცოდი ვინ იყო. თურმე მეორე კაცია ვისაც ლიტერატურაში ნობელი მისცეს.
და თან ნორვეგიელია, მე კიდე ნორვეგიელი მწერლები განსაკუთრებით შემიყვარდა.
მეორე აღფრთოვანება მისი ვიზუალისგან მქონდა.
რაც შეეხება თავად ამ კრებულს, უცნაური მიმდევრობით წავიკითხე და არც ვინანე, საუკეთესოები ბოლოში მომიტოვებია.
სახიფათო დაწინდვა - 3/5
არწივის ბუდე - 4/5 - ფრიად საინტერესო და უცნაური მოთხრობა აღმოჩნდა. უფრო ჩანახატს დავარქმევდი. მიუხედავად ჩემი დადებითი განწყობისა არ ვიცი კრებულის საერთო სათაურად რატომ შეირჩა.
დათვებზე მონადირენი - 3,5/5 - უსაყვარლესი სიუჟეტი და გმირი ყავს.
ზერდაგი - 4,5/5 - ძალიან, ძალიან მაგარი პერსონაჟია ზერდაგი. ნორვეგიელი მებრძოლის ჟინი ჩანდა ჩემთვის ამ ცხენში.
რკინიგზა და სასაფლაო - 4,9/5 - ამ მოთხრობაზე ბევრს არაფერს ვიტყვი, უბრალოდ ყველას ვურჩევდი ერთხელ მაინც წაეკითხა.
საქორწილო მარში - 5/5 - ეს არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე კარგი მოთხრობა რაც ოდესმე წამიკითხავს. ასეთი ლამაზი, ლაღი, ნაზი, ზუსტად ისეთი როგორადაც თავად საქორწილო მარშია ასახული ტექსტში. მაგიური რეალიზმის ელემენტებიც კი იგრძნობა წერაში. თან ისე ლამაზად გვიხატავს ბიორნსტიერნე პერსონაჟებს შორის სიყვარულს, ისეთ შეუმჩნეველ გრძნობებზე გვესაუბრება, რომ შეუძლებელია აღფრთოვანებული არ დარჩე. სხვა ყველა მოთხრობა მაკულატურა, რომ ყოფილიყო, მხოლოდ ამის გამო დავუწერდი კრებულს 5 ვარსკვლავს.
Profile Image for Beka Adamashvili.
Author 2 books423 followers
August 12, 2021
ტრადიციულობა, ვაჟკაცობა და სამართლიანობა ის ძირითადი კრიტერიუმებია, რომლით გამორჩეული პერსონაჟებისთვისაც ბიორნსტერნ ბიორნსონს "ჰეფი ენდები" მაინცდამაინც აღარ ენანება. ამ მარტივი ენით ნაწერ მოთხრობებში კარგად ჩანს ხოლმე ავტორის პოზიციაც და თითქოს რეცეპტებადაა გაწერილი "ნამდვილი ნორვეგიელი ვაჟკაცობისა და მანდილოსნობისათვის" აუცილებელი მახასიათებლები. ყოველივე ამის (და არამხოლოდ - ამის) გამო კი ეს მოთხრობები რიგ ეპიზოდებში სასაცილოდ ჩამოჰგავს საბჭოთა ეპოქის ზოგიერთ ქართულ ფილმს, სადაც "ვაჟსა და ყმაწვილქალს შორის უმწიკვლო სიყვარული ღვივდება" და მთელი ფილმის განმავლობაში შორით ბნედა, შორით დაგვა თუ ურთიერთფოფინია ხოლმე ნაჩვენები.
Displaying 1 - 2 of 2 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.