Jump to ratings and reviews
Rate this book

უკან, მომავალში

Rate this book
ლაშა იმედაშვილის პროზაში ხატოვნად და თვალსაჩინოდ ცოცხლდება მე-19 საუკუნის თბილისი. ეთნიკურად მრავალფეროვანი ქალაქი მის მოთხრობებში ჩახლართული და მოულოდნელი შემთხვევებითაც გამოირჩევა. საზარელი მკვლელობის, ოჯახური ღალატის, სტუდენტური ჯანყისა თუ არგენტინაში გაქცევის ამბებს ავტორი მსუბუქი იუმორითა და დეტალებისადმი დიდი ყურადღებით გადმოგვცემს.

კრებულში შესულია ორი მოთხრობა: „კულინარი“ და „თარჯიმანი“.

„თუ მომავლის დანახვა გინდა, წარსულში უნდა დაბრუნდე, რადგან არ არსებობს „ხვალ“ იმის გარეშე, რაც იყო „გუშინ“. რაც უფრო დაკვირვებით გავიხედავთ უკან, მით უფრო თვალხილული გახდება ჩვენი მომავალი. ეს ორი მოთხრობაც ამ წარსულზეა, უფრო კი იმ მომავალზე, რომელიც მაშინ ვერავის წარმოედგინა.“

173 pages, Paperback

Published January 1, 2025

1 person is currently reading
2 people want to read

About the author

დაამთვრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1982 წელს.

1985-2000წწ. მუშაობდა ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში; 1997-2000წწ. პრეზიდენტის პრესსამსახურში - საქინფორმი; 2004-2006წწ. ტელეკომპანიაში "იმედი''. 2008 წლიდან არის თბილისის საკრებულოს საგარეო ურთიერთობათა განყოფილების უფროსი. არის ავტორი წიგნებისა: "ქართული ბესტსელერი"(1999), "იმიტაციური მწერლობა"(2000), "იესოს საქმე"(2001), "პატრიარქის ზაფხული"(2007) და სხვ. ასევე ავტორი კინოფილმების სცენარებისა: "გუშინ, დღეს, ხვალ"(1984), "ბარიერი"(1985), "კიდევ ერთი ქართული ისტორია"(2000), "მატარებელი"(2001), "სკამი"(2004) და სხვ. თანაავტორი სცენარისა სერიალისთვის "მგლების ხორუმი".

საკანდიდატო დისერტაცია თემა - "თანამედროვე ქართული ლირიკული პოემა", დაიცვა 1985 წელს.

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
1 (10%)
4 stars
1 (10%)
3 stars
8 (80%)
2 stars
0 (0%)
1 star
0 (0%)
Displaying 1 of 1 review
Profile Image for Natia Morbedadze.
864 reviews82 followers
June 16, 2025
თუ გაინტერესებთ, როგორ "მოღვაწეობდა" მანიაკი ტიფლისში და როგორ შემოიტანა იოსებ ლაღიაშვილმა "მაროჟნი" ჩვენს ქალაქში, რამდენიმე საათს სასიამოვნოდ გაატარებთ ამ წიგნთან ერთად. იმასაც შეამჩნევთ, რომ, მიუხედავად საუკუნის ორჯერ შეცვლისა, არსებითად არაფერი შეცვლილა. სამართალი ჩვენში ისევ სანთლითაა საძებარი.
Displaying 1 of 1 review

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.