რომანი იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება, რომ ამაღლებული მიზნებით შენიღბო ბინძური და პრიმიტიული კრიმინალი. ცოტ-ცოტა ყველაფერია აქ: პოლიტიკა, ისტორია, ავანტიურა, დეტექტივი, სასიყვარულო დრამა, ფსიქოლოგიზმი და სამწუხაროდ - საბჭოთა კონიუნქტურაც (ბოლოში), თუმცა, სხვა ყველა დანარჩენი იმდენად ნიჭიერადაა შექმნილი, რომ შეიძლება, უკანასკნელს დიდი ყურადღება არც მიაქციო, მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ ეს ყველაფერი ნამდვილ ამბავს ასახავს და პერსონაჟების ნაწილიც ნამდვილად არსებული ხალხია. ნიჭიერი კაცი იყო "წითელი გრაფი", ვერ წაართმევ ამას.