Jump to ratings and reviews
Rate this book

ულვაშები

Rate this book
ულვაშების“ მთავარი პერსონაჟი გამზრდელ ბებიასა და სოფლის სახლს სკოლაში შესაყვანად მოწყვიტეს. მშობლებთან სიახლოვეს მიუჩვეველი ბავშვი დედისა და სკოლის მოლოდინებს, მცდელობის მიუხედავად, ვერ ამართლებს. ამიტომ ქალაქში გადასვლისთანავე წყვეტს, რომ გაიქცეს.

მთხრობელი შინ დაბრუნებას საკუთარი თავისა და სხეულის ძიებით იწყებს 90-იანი წლების აჭარაში და თანამედროვე ევროპულ ქალაქებში აგრძელებს. რომანის ქალ პერსონაჟებს მემკვიდრეობით ერგოთ ოჯახური წნეხისა და ქალობის იდეალებისგან თავის დასაღწევად სახლიდან წასვლა, როგორც ემანსიპაციის ერთადერთი გზა; ისევე როგორც საკუთარ თავთან, დედასთან და დედობასთან კონფლიქტი.

განსხვავებულის გარიყვის ისტორია რომანში მუსლიმური რწმენის მალვით იწყება და თაობათა შორის მეორდება. დასამახსოვრებელი და ცოცხალი პერსონაჟები ტრადიციული ოჯახის თანადგომასა და სისასტიკეს ერთდროულად განიცდიან.

თავის სადებიუტო რომანში თინათინ ნოღაიდელს დრამატული სიუჟეტით, მაგრამ მსუბუქი იუმორით შემოჰყავს აჭარა, კუთხე, რომელიც ასე აკლია ქართულ ლიტერატურას. მნიშვნელოვანია ტექსტში აღწერილი კონკრეტული დრო და სივრცე, ასევე აჭარული დიალექტი, რომელიც მხატვრულ სინამდვილეს კიდევ უფრო ავთენტურს ხდის.

343 pages, Paperback

Published January 1, 2024

Loading...
Loading...

About the author

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
20 (33%)
4 stars
14 (23%)
3 stars
16 (27%)
2 stars
7 (11%)
1 star
2 (3%)
Displaying 1 - 10 of 10 reviews
Profile Image for მწვანე კოღო.
189 reviews14 followers
May 28, 2025
ამ წიგნის კითხვა ჰგავს სიზმრიდან ახალგამოღვიძებულს რომ გგონია, იმ შენი სიზმრიდან ყველაფერი გახსოვს, მაგრამ სინამდვილეში, 30 წამში ყველაფერი დაგავიწყდება - აი, მაგ 30 წამის მერე რაც ხდება, მაგას. ცდილობ, გზა გაიკვალო სიზმრისკენ და გისხლტება, შენი გონება სიცარიელეებს თავისით არ ამოაშენებს.

თავიდან თითქოს ძალიან კარგად დაიწყო, მერე საერთოდ ვეღარ მოვიხელთე. კარგი ამბავია, კარგი მიგნებებია, კარგი პასაჟებია, ამიტომ, პოტენციურად, ალბათ უკეთესად მოყოლადიც შეიძლებოდა ყოფილიყო.

საერთოდ, არ მიყვარს ნახევრად მოყოლილი ამბები, რომელსაც მე მიყვებიან და მე არ მესმის.
Profile Image for ქრისტინე კოხია.
76 reviews6 followers
Read
March 1, 2025
“ბებოს გარეშე საჭმელი იყო უზღაპრო, საღამო - უკალთო, დილა კი- ჩართული წამზომი ბებოს შინ დაბრუნებამდე”
Profile Image for Tamta Matitaishvili.
45 reviews3 followers
March 4, 2025
ვერ მოვწყდი.. 3 დღეში წავიკითხე და ცოტა ხანი არაფრის წაკითხვა არ მინდა. ეს ემოციები დიდი ხანი უნდა დავიტოვო.
Profile Image for Vazhaa.
14 reviews
November 5, 2025
„სოფელში ეზოა. ეზოში ლეღვის ხე. სახლის უკან მანდარინები. სახლში არიან ბებო,ჯულიეტა, ბაბუ და დადუ“

„ლეღვი მიყვარს ხეზე..ლეღვი მინდა ხურმის ხეზე ვჭამო“

ძალიან თბილი და ნოსტალგიური ტექსტია, წამიერად ბავშვობაში გამოგზაურებს და ყველა იმ მომენტზე დაგაფიქრებს, რომელშიც თავს შეუსაბამოდ გრძნობდი, საკუთარი ოჯახის წევრებთანაც კი. რაც მთავარია, ავტორს ჩემსავით ძალიან უყვარს ლეღვი და გარეკანის გარდა, წიგნშიც მრავლადაა მოხსენიებული ის.

(3.5⭐️)
Profile Image for Kitsune.
127 reviews4 followers
April 29, 2026
უფრო 3.5 , თუ არ ვცდები ავტორის პირველი წიგნია და პირველი მცდელობისთვის მშვენიერი გამოუვიდა. მგონი ყველა ვთანხმდებით რომ ბავშვობის პასაჟები > დიდობის ხომ? :დ ბევრად სასიამოვნო წასაკითხი იყო რატომღაც. ერთი ნაწილი იყო ჩემთვის უცნაური, ერთ გვერდზე პერსონაჟი ტიროდეს რომ შვილი დატოვა რომელსაც შია და ა.შ და მეორე გვერდზე აღწერდეს ლანჩბრეიქზე როგორ წაიქუნქურა ვიღაცაათან ცოტა უცნაური იყო, time and place you know??
ჯულიეტა ჩემი ფავორიტი პერსონაჟია და სიამოვნებით შევხვდებოდი კიდევ ერთხელ❤️
6 reviews
May 2, 2026
წიგნის დასაწყისში მომეწონა განსხვავებული სტილი, მოგონებები რომლებიც ლიტერატურაში ხშირად არ გვხვდება და მათი გადააზრება. სამწუხაროდ ასე დიდხანს არ გაგრძელდა, ბოლო 200 გვერდი მკითხველისთვის გაურკვეველია რის გადმოცემას ცდილობს მწერალი, წერის სტილი ძალიან ქაოტურია, მოგონებები უინტერესო. გამიჭირდა წიგნის დამთავრება
Profile Image for Dodie.
5 reviews
April 22, 2026
4.5 სინამდვილეში, წიგნი მომეწონა, უბრალოდ ბოლოს ავტორი და პერსონაჟი აიზილა
ერთმანეთში და საერთოდ რა ხდება, საიდან სად მოვიდა - გაუგებარია. თუმცა წიგნის ის 2/3 არის ერთერთი საუკეთესო თანამედროვე ტექსტი, რაც ბოლო დროს წამიკითხავს.
Profile Image for Nina.
62 reviews6 followers
April 28, 2025
read for grlzwave book club
Displaying 1 - 10 of 10 reviews