დათო ქარდავა მრავალი წელი იკვლევდა თბილისს, წერდა წერილებს და წიგნებს, სხვადასხვა ღონისძიებაზე საუბრობდა მის შესახებ, და, აი, ბოლოს იფეთქა – მთელი ეს ცოდნა ამ ფორმატში ვეღარ დაეტია და პოეზიად გარდაიქმნა. ოღონდ საფანელივითაა აქ ცოდნა, რომ უნდა ააგუნდაოს და შეკრას იმ ლექსის ცომი, რომელშიც ახალი ამბები თამაშდება ძველი კოდებით დატვირთულ გარემოსი, ხან სევდიანად, ხან ირონიულად, ხანაც პრობლემების მტკივნეული განცდით.