Лев Николаевич Толстой (1828–1910) – великий русский писатель, философ и мыслитель, большое внимание уделял теме детства, взросления и формирования характера.Его автобиографическая трилогия «Детство. Отрочество. Юность» повествует о становлении личности ребенка, проблемах самоопределения и установления взаимоотношений с внешним миром.
დავასრულე როგორც იქნა ეს წიგნი, რომელიც 3 თვის წინ დავიწყე და ძლივს გავედი ბოლოში.
ცუდი არ იყო. თუ არ ვცდები ამ წიგნის წერა საქართველოში დაიწყო და ავტობიოგრაფიული.
უკვე აქ ჩანს, როგორი მწერალი იქნება, ანუ დეტალებს რომ დიდ ყურადღებას უთმობს და სიტყვის ოსტატია, მაგრამ ეს ისეთი წიგნი არაა, რომ აღაფრთოვანოს ადამიანი ან თავის დროზე ვინმე რომ წაიკითხავდა მეეჭვება დაენახა მასში მომავალი დიდი მწერალი.
ტრილოგია იწყება ჯერ ბავშვობით, სადაც დეტალურად არის გადმოცემული პირველი შიშები, სიყვარული, გულისტკივილი და ა.შ. შემდეგ გარდატეხის ასაკია და ბოლოს ახალგაზრდობა.
კი ბატონო იყო საინტერესო მომენტები, ასევე ემოციური აღწერები ცხოვრების სხვადასხვა ეტაპების, მაგრამ ძირითადად წიგნი მოსაწყენი წასაკითხია, მითუმეტეს ორიგინალში. მართლა ძაან დამღალა.
ვინც ტოლსტოის შემოქმედების საფუძვლიანად შესწავლა სწადია და საერთოდ ტოლსტოი იზიდავს მისთვის საინტერესო იქნება, თორემ ისე ამის კითხვაზე დრო არ უნდა დახარჯო და პირდაპირ შედევრებზე გადახვიდე ჯობია.