Jump to ratings and reviews
Rate this book

არაფერი არ გვემართება

Rate this book
არაფერი არ გვემართება თაკო წულაიას პირველი წიგნია, რომელიც მცირე ზომის მოთხრობებს აერთიანებს. ტექსტები მხატვრული თვალსაზრისით ძალიან მრავალფეროვანია, მაგრამ მათ ერთი რამ აქვს საერთო — ეს არის ლიტერატურა, რომელიც თითქოს ცხოვრებასთან აკვიატებულ დაპირისპირებაში, კონკურენციაში იბადება. როგორი რეალობაა გამოსადეგი იმისთვის, რომ მისგან ხელოვნება შეიქმნას? რა მოხდება, თუ მწერალი მეტისმეტად ჩვეულებრივი ამბების დაუსრულებელ წრებრუნვაში აღმოჩნდება? ამბების, რომლებიც არაფრით არ არის „საკმარისი“ ლიტერატურისთვის? ავტორი სწორედ ამ შიშებთან შეჯიბრების პირობებში წერს. თითოეულ ჩვენგანს აქვს თავისი ერთი, განსაკუთრებული „შინაგანი ამბავი“, რომელიც მთლიანად განსაზღვრავს ჩვენს იდენტობას — სწორედ ამ საინტერესო ეგზისტენციალურ თემას ეხება მოთხრობების აბსოლუტური უმეტესობა. ხმაურიანი მეზობლებით სავსე კოტეჯში გამოკეტილი მდგმური, გარდაცვლილი მამის სახლში მარტო დარჩენილი ქალიშვილი, ფოტოებიდან გაუჩინარებული ქალი, ბიბლიოთეკარი, რომელიც ათას ოთხას ოთხმოცდაცხრამეტ წერილს აგზავნის ერთი ადრესატის საპოვნელად, სახელდაკარგული უცნობი, სტუდენტი, რომელსაც ინგებორგ ბახმანის სურათი ელაპარაკება, ლიტერატურული კლუბის წევრები თუ პიჯაკად გადაქცეული კაცი — თაკო წულაიას უკლებლივ ყველა პერსონაჟი გვიყვება თავისი ცხოვრების იმ ერთადერთ, შეიძლება ითქვას, დიაგნოსტიკურ ამბავს, რომელზე წერაც ღირს.

200 pages, Paperback

Published January 1, 2025

2 people are currently reading
14 people want to read

About the author

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
3 (33%)
4 stars
4 (44%)
3 stars
2 (22%)
2 stars
0 (0%)
1 star
0 (0%)
Displaying 1 - 5 of 5 reviews
Profile Image for Luka Khatiashvili.
97 reviews
April 23, 2025
ცოდვა გამხელილი სჯობსო და კი წაკითხული მქონდა გამოცემამდე ეს კრებული (ე, ეგეთი პრივილეგირებული კაცი ვარ) , მაგრამ არანაკლებ საინტერესო იყო უკვე დარედაქტირებული ტექსტების წაკითხვა, ვითა ტექსტზე მუშაობა კულტურა და ნიჭია, რომელიც ბევრს არ აქვს.

სამი მოთხრობაა ჩემთვის ამ კრებულში ძალიან გამორჩეული - “თამაში ორისთვის” , “პიტერ პენი ბედრება” (!) და “არაფერი არ გვემართება”.

რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ავტორს ბევრი აქვს ნაფიქრი ყველა მოთხრობის ადგილზე, დანიშნულებაზე და ფორმაზე. მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი მოთხრობა ერთმამეთს არ ჰგავს მაინც ერი წრის გარშემო ტრიალებს და გვიყვება იმ ნაცნობ და უცნობ ამბებზე, რომელიც გარდამტეხია პერსონაჟებისთვის.

აქ ბოლოს ერთ ხუმრობას დავწერდი, მაგრამ
დამგლეჯს ამ წიგნის ავტორი და პირადად მივწერ.
Profile Image for Tamar Jije.
4 reviews
July 4, 2025
წიგნს ყდის მიხედვითაც ვარჩევ და ამ საგიჟეთსა და საშინელ დროში კითხვის სიამოვნებაც დავიბრუნე. კაი რაღაც დამემართა ამ კრებულის კითხვით: მიმიზიდა ყდამ, მერე შინაარსმა და ჩამყლაპა ორივემ. საოცრად მოხიბლული დავრჩი. ჩემს საკითხავს მივაგენი. 🫶🏻
მრავალფეროვანი, უცნაური, ცოტა ურთიერთგამომრიცხავი, ეკლექტური, ძალიან დახვეწილი, სადა და საინტერესო მოთხრობებია. კინოს კადრებივით ენაცვლება ტექსტის თითოეული მონაკვეთი ერთმანეთს, ისეთი თხრობაა. კითხულობ და თან უყურებ და ხედავ.
ყველაზე მეტად "ერთადერთი ენა" და "სხვისი დანაკარგები" მომეწონა. დიდხანს გამყვება. ❤️‍🩹
Profile Image for Natia Morbedadze.
827 reviews83 followers
July 16, 2025
რომ არა პალიტრა L-ის საჩუქარი, ეს მოთხრობები ყურადღების მიღმა დამრჩებოდა. არადა, სადებიუტო კრებულის პირობაზე სულაც არ არის ურიგო. ერთმანეთისგან განსხვავებულ ამბებში აუცილებლად იპოვით სათქვენო ეპიზოდებსაც (მე ძალიან ბევრი აღმოვაჩინე) და მოთხრობასაც (ჩემი ფავორიტია "არაფერი არ გვემართება").
Profile Image for Artemis.
5 reviews2 followers
April 22, 2025
პარადოქსული კრებულია.

რამდენიმე მოთხრობა საოცრად კარგია, რამდენიმე სრულიად გაუგებარი, მაგრამ ეგეც საინტერესოა. ეტყობა რომელი მოთხრობაა დაწერილია შედარებით გვიან და რომელი უფრო ადრე. რაც განახებს როგორ დაიხვეწა ავტორი. წარმატებები. კარგი დებიუტია.

პ.ს. ყველაზე მეტად "სხვისი დანაკარგები" მომეწონა.
20 reviews
June 12, 2025
ფრიად საინტერესოდ უცნაური. მოვიხიბლე <3
Displaying 1 - 5 of 5 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.