Jump to ratings and reviews
Rate this book

თანამედროვის ჩანაწერები

Rate this book
საქართველოს 70-წლიანი რუსული ოკუპაცია. მთავარი ფერი – წითელი. სერია „წითელი 70“ სწორედ საბჭოთა რეჟიმის შესახებ დაწერილ წიგნებს აერთიანებს, რომლებსაც საბჭოეთში თუ მის შემდეგ დიდი ქართველი მწერლები და კრიტიკოსები ქმნიდნენ. სერიის მიზანია, სანდო, ეპოქალური გამოცემებით გაახსენოს მკითხველთა ნაწილს, ახალ თაობას კი უამბოს, ასწავლოს და გაააზრებინოს, რა მასშტაბის სისასტიკე, ტერორი და რეპრესიები დაიტია ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის 70-მა წელმა და როგორ აისახა ეს ყოველივე ჩვენი სახელმწიფოებრიობის, კულტურისა და მეცნიერების განვითარებაზე.

გერონტი ქიქოძის „თანამედროვის ჩანაწერები“ საბჭოთა საქართველოში იწერებოდა. ეს წიგნი, პირველ ყოვლისა, სწორედ ამ ფაქტის გამოა საყურადღებო, როგორც საბჭოთა კავშირის სისხლიანი ეპოქის თანადროული აღმწერი.

დიდი ქართველი კრიტიკოსი ქვეყნის თითქმის 40-წლიან პერიოდზე გვიამბობს – ობიექტურობისა და ქრონოლოგიის დაცვით. გვიყვება საქართველოს დამოუკიდებელ რესპუბლიკაზე, დაკარგული თავისუფლების, დიდი ტერორის შემოქმედთა და რეპრესირებულთა შესახებ; წერს სტალინიზმის რეჟიმს შეწირულ ისეთ დიდ სახელებზე, როგორებიც იყვნენ: მიხეილ ჯავახიშვი- ლი, დიმიტრი შევარდნაძე, ევგენი მიქელაძე, პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე, ნიკოლო მიწიშვილი...

ესაა წიგნი გამაოგნებელი სისასტიკის, აბსურდისა და ბორო- ტების მრავალწლიან სისხლიან ქრონიკაზე. მასზე მუშაობა კრიტიკოსმა 1954 წლის 12 მარტს დაასრულა.

„წითელი 70“ სერიით პირველად გამოიცემა გერონტი ქიქოძის ოჯახში დაცული ავტორისეული ვერსია.

საგამომცემლო პროექტის ავტორები: ბუბა კუდავა, მელანო კობახიძე

160 pages, Paperback

Published January 1, 2025

2 people want to read

About the author

Geronti Kikodze

6 books2 followers

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
3 (75%)
4 stars
1 (25%)
3 stars
0 (0%)
2 stars
0 (0%)
1 star
0 (0%)
Displaying 1 - 2 of 2 reviews
Profile Image for Natia Morbedadze.
827 reviews83 followers
October 21, 2025
ამ სერიასთან დაკავშირებით დიდი მოლოდინები მაქვს და იმედია გაგრძელდება. მანამდე კი გამომცემლობა "არტანუჯმა" მოგვცა საშუალება, რომ გერონტი ქიქოძის ჩანაწერებს გავეცნოთ. დიახ, შესაძლოა მცირე მოცულობის წიგნია, თუმცა დიდი მნიშვნელობის, რადგან თანამედროვის თვალით დანახული პირველი რესპუბლიკა, ოკუპაცია და სტალინური ეპოქა ხშირად არ გვხვდება.
Profile Image for Leila Beruchashvili.
25 reviews4 followers
June 16, 2025
ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი სერიაა! ბევრ ისეთ ინფორმაციას შეიცავს, რომელიც სხვაგან არ შემხვედრია მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველაფერს ვკითხულობ ამ თემის გარშემო. რაღაცნაირად ამ ამბების თანამონაწილე ხდები, როდესაც უშუალოდ პირველწყაროდან, მაშინდელი თანამედროვისგან იგებ უამრავ დეტალს. იმედია, ბევრ წიგნს ვიხილავთ ამ სერიაში ❣️
Displaying 1 - 2 of 2 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.