Jump to ratings and reviews
Rate this book

მეშვიდე ცა

Rate this book
მეოცე საუკუნის ქართველი მწერლის, გურამ ფანჯიკიძის რომანი, რომელშიც კიდევ ერთხელ მჟღავნდება ავტორის გამორჩეული გონებრივი სისხარტე და თვალთახედვა.

Unknown Binding

First published January 1, 1975

1 person is currently reading
44 people want to read

About the author

Guram Panjikidze

10 books16 followers
გურამ ფანჯიკიძე დაიბადა 1933 წლის 22 აპრილს თბილისში. 1956 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი. მუშაობდა რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში, პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. პარალელურად, იყო გაზეთ „ლენინელის“ რედაქტორი. ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 50-იანი წლების დამლევს. მისი პირველი მოთხრობები, „საღამო“, „რაშიდა“, „თოვლიანი დღე“ 1964 წელს გამოიცა. პირველი რომანი – „მეშვიდე ცა“ – ასევე „ცისკარში“ 1967 წელს გამოქვეყნდა და იმთავითვე დიდი რეზონანსი გამოიწვია საზოგადოებაში. ასევე ფართო გამოხმაურება მოჰყვა მწერლის მეორე როამანს – „თვალი პატიოსანი“, შემდგომ კი რომანებს – „აქტიური მზის წელიწადი“ (რომლისთვისაც შოთა რუსთაველის სახ. სახელმწიფო პრემია მიენიჭა) და „სპირალი“. გურამ ფანჯიკიძის კალამს აგრეათვე ეკუთვნის არაერთი პუბლიცისტური ნარკვევი, სამეცნიერო-პოპულარული სტატია და დოკუმენტური პროზის ნიმუში. სხვადასხვა პერიოდში გურამ ფანჯიკიძე რედაქტორობდა ლიტერატურულ გამოცემებს: ალმანახ „განთიადს“, ჟურნალ „ცისკარს“; 1979 წლიდან გამომცემლობა „საბჭოთა საქართველოს“ დირექტორი იყო. იყო მისივე ნაწარმოებების მიხედვით გადაღებული ფილმების – „ლევან ხიდაშელი“, „თვალი პატიოსანი“ და „სპირალი“ – სცენარის ავტორი. გურამ ფანჯიკიძე მოულოდნელად გარდაიცვალა 1997 წელს. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
14 (36%)
4 stars
10 (26%)
3 stars
9 (23%)
2 stars
4 (10%)
1 star
1 (2%)
Displaying 1 - 3 of 3 reviews
Profile Image for Anisaki.
19 reviews
August 1, 2024
არ მაინტერესებს ეს მეტალურგიააა, გურამ!
Profile Image for Kakha.
569 reviews
February 1, 2021
ეს ნაწარმოები, წიგნის სახელი "მეშვიდე ცა" და ადამიანის სახელი და გვარი ლევან ხიდაშელი ჩემთვის მხოლოდ მანიაკალურ, მახინჯ და სინამდვილეში არაადამიანურ, პიროვნების თავისუფლების დამთრგუნველ სოციალისტურ სისტემასთან და იმ დროსთან იქნება დაკავშირებული, რომელსაც ჩვენში ადამიანები "კომუნისტების დროს ეძახიან". წიგნში არაფერია დიდი, მნიშვნელოვანი, კლასიკური, ანუ ყველა ეპოქაში გამოსადეგი ისეთი რამ, რაც შეიძლება სამუდამოდ დაგამახსოვრდეს, ცხოვრების ბოლომდე გაგყვეს, გახსოვდეს. იმ "კ9ომნუნისტების" დროში მგონი ერთი ხელის თითებზე ჩამოსათვლელი ნამდვილი კლასიკური ნაშრომი თუ შექმნილა და მეტი ვერც ვერაფრით შეიქმნებოდა. თუმცა "მეშვიდე ცის" მსგავსი მოთხრობებიც თუ რომანებიც საჭიროა ალბათ მის დროში და ერთი კონკრეტული პრობლემის, ერთი კონკრეტული, ისტორიისთვის სულ მცირე დროში მოქცეული მახინჯი ეპოქის ერთ-ერთი ხინჯის აღწერაც და მის ირგვლივ ამბის საინტერესოდ მოყოლაც მწერლობაა. ყველა ნაწარმოები ერთნაირად მაგარი, ან დიდი, მნიშვნელოვანი, აზრებით გადაჭედილი, ან ეპიკური, ან მოსაწყენი (და ასე შემდეგ) ვერ იქნება.
Displaying 1 - 3 of 3 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.