Jump to ratings and reviews
Rate this book

ეშმაკის ბორბალი

Rate this book
გურამ ფანჯიკიძის „ეშმაკის ბორბალი“ პირველად 90-იან წლებში გამოიცა საკმაოდ მცირე ტირაჟით, ამიტომ მკითხველთა დიდი ნაწილი ცნობილი მწერლის ამ რომანს პირველად გაიცნობს.

რომანის მთავარი პერსონაჟი — არჩილ გორდელი — რეპრესირებული ოჯახის შვილია და ეს მთელ მის ცხოვრებაზე ახდენს გავლენას. მკითხველის თვალწინ გორდელების ოჯახის მაგალითზე გაიელვებს საბჭოთა საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანესი მომენტები, დაწყებული 1937 წლის რეპრესიებითა და დამთავრებული საბჭოეთის დაშლით. მწერალი მისთვის დამახასიათებელი სტილით მოგვითხრობს სტალინიზმის ეპოქის ოჯახებისა და მათი მომდევნო თაობების ტრაგედიის, შინაგანი ბრძოლის, კომპრომისებისა და მისწრაფების შესახებ.

516 pages, Paperback

First published January 1, 2014

34 people want to read

About the author

Guram Panjikidze

10 books16 followers
გურამ ფანჯიკიძე დაიბადა 1933 წლის 22 აპრილს თბილისში. 1956 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი. მუშაობდა რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში, პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. პარალელურად, იყო გაზეთ „ლენინელის“ რედაქტორი. ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 50-იანი წლების დამლევს. მისი პირველი მოთხრობები, „საღამო“, „რაშიდა“, „თოვლიანი დღე“ 1964 წელს გამოიცა. პირველი რომანი – „მეშვიდე ცა“ – ასევე „ცისკარში“ 1967 წელს გამოქვეყნდა და იმთავითვე დიდი რეზონანსი გამოიწვია საზოგადოებაში. ასევე ფართო გამოხმაურება მოჰყვა მწერლის მეორე როამანს – „თვალი პატიოსანი“, შემდგომ კი რომანებს – „აქტიური მზის წელიწადი“ (რომლისთვისაც შოთა რუსთაველის სახ. სახელმწიფო პრემია მიენიჭა) და „სპირალი“. გურამ ფანჯიკიძის კალამს აგრეათვე ეკუთვნის არაერთი პუბლიცისტური ნარკვევი, სამეცნიერო-პოპულარული სტატია და დოკუმენტური პროზის ნიმუში. სხვადასხვა პერიოდში გურამ ფანჯიკიძე რედაქტორობდა ლიტერატურულ გამოცემებს: ალმანახ „განთიადს“, ჟურნალ „ცისკარს“; 1979 წლიდან გამომცემლობა „საბჭოთა საქართველოს“ დირექტორი იყო. იყო მისივე ნაწარმოებების მიხედვით გადაღებული ფილმების – „ლევან ხიდაშელი“, „თვალი პატიოსანი“ და „სპირალი“ – სცენარის ავტორი. გურამ ფანჯიკიძე მოულოდნელად გარდაიცვალა 1997 წელს. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
12 (57%)
4 stars
6 (28%)
3 stars
2 (9%)
2 stars
1 (4%)
1 star
0 (0%)
Displaying 1 - 2 of 2 reviews
Profile Image for Tamo Oniani.
5 reviews4 followers
October 24, 2015
ძალიან ძალიან მომეწონა! ხელიდანარგასაშვები წიგნია. ბოლოს ცოტა გაბანალურდა და "მეწყინა" ))
Displaying 1 - 2 of 2 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.