საქართველოს ისტორიაში, ისევე როგორც ზოგადად, მსოფლიო ისტორიოგრაფიაში ქალის ხმა დაკარგულია. ეს წიგნი წარმოადგენს ერთგვარ ძალისხმევას, გაუმკლავდეს დომინანტურ ისტორიულ დისკურსს და ფემინისტური პერსპექტივიდან აჩვენოს საქართველოს უახლესი ისტორიის წარსული, როდესაც ქალები ცდილობდნენ მნიშვნელოვანი როლი ეთამაშათ ქვეყნის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ფაქტი, რომ მოცემული პუბლიკაციით მკითხველი არა მხოლოდ საზოგადო მოღვაწეს და პუბლიცისტს, არამედ ფემინისტსაც გაეცნობა, ორმაგად მნიშვნელოვანს ხდის წარმოვადგინოთ კატო მიქალაძე, როგორც ისტორიის სუბიექტი, განსაკუთრებით მაშინ, როცა იგი არა მხოლოდ დავიწყებული, არამედ სიცოცხლეშივე იქნა უარყოფილი. ეს პირველი მცდელობაა, ერთად მოვუყაროთ თავი კატო მიქელაძის მრავალმხრივ და მრავალფეროვან შემოქმედებას, რაც ასევე საშუალებას გვაძლევს ფემინისტური პერსპექტივიდან შევხედოთ კონკრეტულ ისტორიულ კონტექსტს და ვიცოდეთ იმ მემკვიდრეობის შესახებ, რომელიც კატო მიქელაძემ დაგვიტოვა. მოცემულ პუბლიკაციაში შესულია მხოლოდ ის მასალა, რომელიც დღემდე შემორჩენილი და ხელმისაწვდომია, რაც კატო მიქელაძის შემოქმედების მხოლოდ ნაწილს წარმოადგენს. წიგნი ძირითადად ეთმობა ფემინისტურ პუბლიცისტიკას, რომელიც მის მიერვე დაარსებულ გაზეთში, „ხმა ქართველი ქალისა“ (1917-1918) ქვეყნდებოდა. გარდა მიქელაძის სტატიებისა, წიგნში ასევე ნახავთ ქრონოლოგიური თანმიმდევრობით გაზეთში გამოქვეყნებულ სხვადასხვა ავტორის სტატიებს, რომელიც მაშინდელ ისტორიულ კონტექსტს ასახავს და მას აქამდე უცნობი, ფემინისტური პერსპექტივიდან გვაჩვენებს.
Tamta Melashvili was born in Ambrolauri (in the northern part of central Georgia) in 1979. After completing her secondary education she moved to the capital, Tbilisi, where she started a course in international relations. However, she broke off her studies and spent a year living in Germany, where she started to write. In 2008 she completed a degree in gender studies at the Central European University in Budapest. She now lives in Georgia, where she works on gender issues. She has written about female migration, for example in Georgian Women in Germany - Empowerment through Migration? Empowering Aspects of Female Migration (Saarbrucken 2009). She published her first stories online; some have subsequently appeared in anthologies. Her debut work „Gatvla” (Counting out) was acclaimed by Georgian critics as the work of „a new, highly distinctive voice”. The novel was awarded the Saba Prize for the best literary debut in 2011. The German translation (Unionsverlag, Zurich 2012) was chosen for the „Hotlist” of the best ten books published by independent publishers in 2012 and in 2013 awarded with the prestigious „Deutscher Jugendliteraturpreis”.
ამ წიგნის წაკითხვის წაკითხვის შემდეგ ჩაფიქრდებით იმაზე: შეიძლება თუ არა, რომ 100-მა წელმა რეალურად ძალიან ცოტა რამ შეცვალოს? არადა 100 წელი, ერთი საუკუნეა, არ არის ცოტა. წიგნში დაბეჭდილია ის, რაც იწერებოდა პირველ ფემინისტური გაზეთში ,,ხმა ქართველი ქალისა". კატო მიქელაძეს მაშინ კი ყავდა თანამოაზრეებიც, მაგრამ ის თითქმის სულ მარტო იყო. მაშინ გაზეთს, (რომელმაც სულ ერთი წელი იარსება) საზოგადოების რაღაც ნაწილი რომელიმე პოლიტიკურ/იდეოლოგიური ინტერესების გამტარებელს ეძახდა, კატოს კი ,,გიჟს" :) მოკლედ, ის რაზეც მაშინ ეს ქალბატონი წერდა: პარტიაში ქალების ნაკლები საქმე, ქალების პოლიტიკური ჩართულობის აუცილებლობა, გენდერული თანასწორობა ოჯახში, ქალების დაჩაგვრა, ,,სპეციალური დედაკაცური ინტერესი", ქალზე ძალადობის შემთხვევები და ა.შ. - დღესდღეობითაც ძალიან აქტუალურია. ისეც, კი რომ ჩვენ შეგვიძლია ამ პრობლემებთან დაკავშირებით პასუხები 1917 წლით დათარიღებულ ჩანაწერებში ვიპოვოთ! ჩემი Respect კატო მიქელაძეს!
ალექსანდრა კოლონტაის женотдел-თან, არგენტინელი ანარქა-ფემინისტების La Voz de la Mujer-თან, ემა გოლდმანის Marriage and Love-თან და სხვა მაგალითებთან ერთად, აქ შეგროვებული ისტორიები იმის შეხსენებაა, რამდენად გამჯდარი იყო კლასობრივი თვითშეგნება და ახალი თავისუფლების სურვილი მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20-ს დასაწყისის მშრომელ კლასში, ისევე, როგორც ამ ყველაფერთან ერთად ქალების პატრიარქალური წყობისგან გათავისუფლებისთვის ბრძოლა. მიქელაძის მოწოდებები, აზრები და სტატიები მასობრივი, რადიკალური, მშრომელი კლასის ფემინიზმისაა - იმ ფემინიზმის, რომელიც მხოლოდ ნახევარი საუკუნის შემდეგ, 1960-იანებში, დასავლური ელიტური წრეების და ინტელექტუალების გავლენით გადაიქცა - უფრო სწორად, გადაკეთდა - იდენტობის მოძრაობად და კაპიტალიზმის თამაშის წესებში სქესთა კონკურენციის ვიწრო საკითხად.