წიგნში შესულია ლადო მრელაშვილის შემდეგი ნაწარმოებები: „იყალთოელი ბიჭები“, „თავგადასავალი სამი ღამისა“, „სოფლის გზაზე“, „კაი ყმა“, „ქვის ნატეხი“, „მონადირე“, „ზურას ბატკანი“
დაამთავრა პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1950 წელს. პირველი ლექსი "ლაზი ვიყავ და ლაზი ვიქნები" 1948 წელს გაზეთ "ახალგაზრდა კომუნისტში" გამოაქვეყნა, პირველი წიგნი - პოემა "ზარი სამგორში" - 1955 წელს. ლ. მრელაშვილი ავტორია პროზაული და პოეტური კრებულებისა, აღსანიშნავია საყმაწვილო წიგნი "იყალთოელი ბიჭები" (1957), "ლექსები" (1959), "განკვეთილი სადავე" (1970), "თავგადასავალი სამი ღამისა" (1971), "გზები სავსეა მოულოდნელობებით" (1973).
ერეკლეს და ილიას მერე, ჩემთვის ლადოა კახური სილამაზის პროტოტიპი. ძალიან ანდერრეითედი მწერალი და წიგნია, უძალიანესად ასტრიდ ლინდგრენული VIBEებით,ოღონდ კახური ვერსიით. ეს წიგნიც იმ რუბრიკიდან,ამდენჯერ რომ თსუს რიდერი წამეკითხა…