"აფხაზეთის ერთ პატარა, საიდუმლოებებით სავსე ქალაქში მხოლოდ მკვდარს შეუძლია, სიმართლე ხმამაღლა თქვას. ზღვის პირას, მაგნოლიების ასწლოვან პარკში, სწორედ მაშინ, როცა იქაურობა ბედნიერი ტურისტებით უნდა გაივსოს, საზარელი მკვლელობა ხდება. მსხვერპლი უცხო ახალგაზრდა ქალია, რომელსაც ადგილობრივებიდან მხოლოდ ერთი მდიდარი ოჯახი იცნობს. წარსული არასოდეს არ კვდება ჩუმად, ადრე თუ გვიან, ახმაურდება და ადამიანებს გაუგონარი სისასტიკისკენ უბიძგებს. ვინ არის ნამდვილი დამნაშავე და ვინ — ნამდვილი მსხვერპლი? თამარ ერაძე ფსიქოლოგიური თრილერის, დეტექტივისა და სასიყვარულო რომანის მოყვარულებს მომაჯადოებელ გამოცდილებას ჰპირდება. „თეთრი მაგნოლია” ტრილოგიის პირველი წიგნია."
ამ წიგნის გუდრიდსზე ატვირთვა ბაბუაჩემის მეასედ დასმულა კითხვამ გამახსენა. აინტერესებს, ხომ არ მაქვს შემდეგი ტომები, რადგან გაგრძელების გარეშე არ შეუძლია. მე კი ვუხსნი, რომ პირველი ნაწილიც სულ ცოტა ხნის წინ გამოიცა და მიუხედავად ავტორის სიყოჩაღისა, შემდეგი თავები ალბათ ცოტა დაგვიანდება. პირველ რიგში, ჩემში აღტაცება გამოიწვია იმან, რომ მოქმედება აფხაზეთში ხდება და თანაც ისეთ აფხაზეთში, რომელსაც ომი არ უნახავს და არც ოკუპირებული ყოფილა. თანაც ეს ხდება სავსებით ბუნებრივად, წიგნის დასაწყისშივე ვისმენთ, რომ ამ ქალაქში, რომელიც სოხუმთან ძალიან ახლოსაა, ხდება მკვლელობა და ძალიან მალე თბილისიდან თვითმფრინავით ჩამოდის გამომძიებელის ასისტენტი, ლადი. ყველაფერი ისე კარგადაა, რომ თბილისიდან სოხუმამდე ფრენა ვითამც არაფერი, გამიგე? თან ქართული დეტექტივის სიამოვნება ხომ ხშირად არ გვაქვს? დეტექტივების დიდი მცოდნე ნამდვილად არ ვარ, მაგრამ მთელი ამბავი არის რამდენიმე საათში გემრიელად წასაკითხი. ცოტა გვარშიც თუ გაქვთ მეგრული დაბოლოება გარეული, უკეთ გაიგებთ პერსონაჟების ესთეტიკას და იმ რამდენიმე მეგრულ გულიან გინებასაც, რომელსაც პერსონაჟები რამდენიმეჯერ აჟღერებენ. როგორც გავიგე, ფსევდონიმი, რომლითაც ავტორმა წიგნი გამოსცა, დაკავშირებულია სერიალის “ხელოვნურა სუნთქვა” გმირთან, რომელსაც ასევე თამარ ერაძე ჰქვია და რომელიც ასევე წერს წიგნს. ხოდა, ჩემო თამარ, ქართული დეტექტივის ძალიან კარგი პირველი ნაწილი გამოგივიდა და გთხოვ, მალე გამოსცე შემდეგი ორი ნაწილიც! - სიყვარულით, ბაბუაჩემი, ნუგზარი სიჭინავა <333
სრულიად შემთხვევით გადავშალე ეს წიგნი "ხელოვნური სუნთქვის" ყურების პარალელურად (თამარ ერაძე ვინ არის, რა თქმა უნდა, ვიცოდი, მაგრამ წიგნის წერის პროცესიც თუ იქნებოდა სერიალში, არ მეგონა) და ვეღარც დავდე. დიახ, შესაძლოა მოულოდნელობებით სავსე დეტექტივი არ არის, თუმცა ძალიან საინტერესო პერსონაჟებით (განსაკუთრებით, ქალებით) არის "დასახლებული" და ერთი სიამოვნებაა ზაფხულის ცხელი დღეების მათთან ერთად გატარება. რომ აღარაფერი ვთქვათ აფხაზეთზე - თითქოს მაგნოლიების სურნელიც კი იგრძნობა და ის სიმშვიდე, რომელსაც მხოლოდ ახალგაზრდა ქალის მკვლელობა არღვევს (არადა, რეალურ სამყაროში რამდენი სისხლი ნახა აფხაზეთის მიწამ).
P.S. მეორე ნაწილში ქეთი ლაკერბაია თუ არ იქნება, მესამეს აღარ წავიკითხავ :)))
როცა თითქოს არც კითხვის დროა და თავიც არ გაქვს, ამ რთულ და კრიზისულ პერიოდებში სწრაფად და მარტივად წასაკითხ წიგნებს შორის გავიყვანდი ამ რომანს საინტერესო, ჩამთრევი სიუჟეტური ხაზებით, რომელიც ცოტა გულის აჩუყებებს და ტირილის თერაპიას გამოიწვევს.
ძალიან სევდიანი, უბედური და სენტიმენტალური ქალური ამბებია, თამამი და გულწრფელი გამოცდილებებით, განსაზღვრება "თამამი" თუ უხერხული არაა დღეს, ამ დროში. რა უნდა გაგვიკვირდეს. :)))
უბრალოდ თამარ ერაძის ფსევდონიმის გამოყენების აზრს დიდად ვერ ვხვდები, რადგან კაცი ავტორის პერსპექტივიდან დაწერილი ტექსტია. ჰოდა, საერთოდ არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ეწერება ყდაზე, სერიალ "ხელოვნური სუნთქვის" პერსონაჟი მწერალი თუ ვინმე სხვა ქალი ავტორი. "მისტიკური" თამარ ერაძის უკან წერის სტილით და ლექსიკით მარტივად იცნობა და ამოიკითხება - დავით გაბუნია.
მოკლედ, ცხელი, დაძაბული ზაფხულის, ყვავილების მძაფრი და თავბრუდამხვევი სურნელის ვაიბები და განწყობები მოაქვს ამ წიგნს, რომელიც დიდი ალბათობით ტრილოგიის დანარჩენ ნაწილებშიც უნდა გაგრძელდეს და ველით. ☀️🌊🌸
ძალიან სასიამოვნოა როდესაც რაღაც დროა წიგნს ელოდები და დაწყებისთანავე პირველი გვერდიდან უკვე შენი ნაწილი ხდება როგორც სერიალი "ხელოვნური სუნთქვა" - ის ყურების დროს დამემართა. რომ გავიგე წიგნი დეტექტივზე იქნებოდა სულ მთლად დავკარგე მოთმინება, როგორც პერსონაჟს თამარ ერაძეს(არ შეიძლება რომ არ ავღნიშნო) ძალიან უხდება ამ ქალის ხასიათს და ზუსტად ასეთივე გამოუვიდა. მხოლოდ მე ვერ შევამჩნევდი (ვისაც სერიალი აქვთ ნაყურები) რომ თითო პერსონაჟს რაღაც საერთო აქვს წიგნის პერსონაჟებთან, ეს ნამდვილად გაფიქრებს რომ თამარ ერაძის წიგნია და სერიალთან რაღაც კავშირი აქვს, მიუხედავად იმისა რომ სრულიად განსხვავდება სიუჟეტი სერიალისგან ეს მაინც ნათლად ჩანს პერსონაჟებში.
ამხელა პაუზის მერე ეს წიგნი წავიკითხე და არ ვიცი ერთი კვირა სამსახურშიც კი ამ წიგნზე ვფიქრობდი როდის მექნებოდა დრო რომ წამეკითხა და დამემთავრებინა საკმაოდ კარგი დეტექტივი გამოვიდა ყოჩაღ თამარ ერაძეს! მალე გამოვიდეს მეორე ნაწილიც ახლა
ერთი ამოსუნთქვით იკითხება და სანამ ბოლო გვერდს არ დახურავ, ვერ ჩერდები 🫶🏻 ბოლო გვერდზე კი ხვდები, რომ მთლიანად ამბავზე, ტექსტის თავბრუდამხვევ ატმოსფეროზე და ცალკეულად პერსონაჟებზე ხარ შეყვარებული ❤️ ☕ 👩🏻⚖️
P.S. ყავა და ყავის მუდმივი ძიება - ❤️ IYKYK ☕🏃🏻♀️🏃
არის რაღაც წიგნები, რომლებიც არ ყვირიან, არ ქუხან, არ აკეთებენ ხმაურიან სცენებს – მაგრამ როცა კითხულობ, თითქოს ვიღაც სიღრმიდან ჩუმად, მკაფიოდ გელაპარაკება. „თეთრი მაგნოლია“ სწორედ ეგ წიგნია.
წიგნი, რომელიც თითქოს ყვავილის სურნელივით შემოეპარა ჩემს ყოველდღიურობას, და მერე არ გამიშვა. ამბავი, რომელიც იწყება ჩვეულებრივ დეტექტივად, მაგრამ მალევე ხდები არა მკითხველი – არამედ მოწმე, თანამგრძნობი, დამკვირვებელი და, ცოტა ხნით, მონაწილეც კი.
არ ვიცი, რომელია უფრო მძიმე — დანაშაული, რაც ხდება, თუ ჩუმი ტკივილები, რომლებიც პერსონაჟებს თან დაჰყვებათ. მაგრამ ვიცი, რომ მაგნოლიების პარკში ერთმა კითხვამ ყველაფერი შეცვალა: „რამ გამოიწვია ეს?“ და არა „ვ���ნ ჩაიდინა“.
სწორედ ამიტომ „თეთრი მაგნოლია“ ჩემთვის უბრალო დეტექტივი არ არის. ეს არის წიგნი ადამიანებზე — დაუმთავრებელ ომებზე, უხმო დანაკარგებზე და იმ ემოციებზე, რაც სიჩუმეში იმალება.
თუ ოდესმე გიფიქრია, რომ სიმშვიდეს შიგნით ქარიშხალი შეიძლება მოჰყვებოდეს — ეს წიგნი შენთვისაა.
ბევრჯერ დავწერე და გადავწერე სათქმელის შესალამაზებლად ჩამოსაყალიბებლად, მაგრამ არ გამომივიდა.
ქრინჯის გავლა იყო მთლიანი გამოცდილება, განსაკუთრებით პერსონაჟების უხელოვნურესი დიალოგები. აღარაფერს ვამბობ სცენიდან სცენაზე გადახტომებზე, ყოველგვარი ლოგიკური ბმების და მიმდევრობების გარეშე.
ვენესუელური ტელენოველების თხრობის სტილს ჰგავდა, ერთ სკანდალს მეორე სკანდალი რომ მიჰყვება ზედ და ამით რომ იფარება მხატვრული ღირებულებების არარსებობა.
სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ვგულშემატკივრობდი ამ წიგნს შორიდან და საქართველოში ჩამოსვლის პირველივე საღამოსვე გავვარდი მაღაზიაში მის საყიდლად, უდიდესი იმედგაცრუება აღმოჩნდა და ვერანაირი ის ასპექტი, რასაც ლიტერატურაში ვაფასებ, აქ ვერ დავიჭირე.
ეს მეორე ვარსკვლავი მხოლოდ და მხოლოდ ქეთევან ლაკირბაიას ხათრით, თორემ ერთი ცალიც გულუხვი შეფასება იქნებოდა.
ვიხსენებდი და ვერ გავიხსენე, როდის წავიკითხე წიგნი მსგავს თემაზე - არაა ჩემი საყვარელი ჟანრი და შესაბამისად, შესადარებლადაც არაფერი მაქვს.
ცალსახად კი, ეს ფსევდონიმის ამბავი ცოტა გაუგებარია, რა რა და ამ წიგნს ქალი ავტორი ნამდვილად არ ეტყობა.
მოქმედება რომ „ალტერნატიულ” აფხაზეთში ხდება, ეგ ამბავი საკმაოდ საინტერესოა.
დანარჩენზე კი რა ვთქვა - მოცალეობის ჟამს კარგი დროგამყვანია, ჩამთრევიცაა და მსუბუქი საკითხავიც. მთლიანობაში ისეთი არაფერი - ამბის მეტად ჩახლართვაც შეიძლებოდა.
დაველოდოთ დანარჩენ ორ ნაწილს.
(სამ ვარსკვლავს ვუწერდი და ამ რევიუს წერის დროს ორამდე ჩამოვიყვანე)
2.5⭐ სასიამოვნო წასაკითხია, გადატვირთული გრაფიკის გამო უმეტესად ტრანსპორტში ვკითხულობდი და შემიძლია ვთქვა, რომ კარგი დროის გასაყვანი წიგნია. დასასრული არც ისე მოულოდნელი იყო, წერის სტილს ემოციური სიღრმე აკლდა, თუმდა აქა-იქ მაინც გვხვდებოდა მომენტები, რომლებიც წამიერად ჩაგაფიქრებდა ან გაგაცინებდა, რაც დადებითად მოქმედებდა. საბოლოო ჯამში, არაფერი განსაკუთრებული, თუმცა მაინც გამორჩეული წიგნია თავისი შექმნის ისტორიის კრეატიულობის გამო.
ყველაზე კარგი და მსუბუქი საკითხავი იყო ცხელ ზაფხულს. შემდეგ ნაწილებსაც ველი.
პ.ს. ჩემი შინაგანი თინეიჯერიც კმაყოფილია, ბავშვობაში რომ ვუყურებდი 2000-ების ჰოლივუდურ მელოდრამებს (და ეგეთებს ახლა რომ აღარ იღებენ) და ძალიან ბედნიერი ვიყავი, აი ეგ განცდა დამიბრუნდა.