What do you think?

ვალსი პეჩორაზე
"პატარაა ეს წიგნი, მაგრამ დიდ გულისთქმას იტევს. მისი ავტორია ღირსებით, კეთილშობილებით და ამასთანავე დაუვიწყარი მშვენებით სავსე ნუცა ღოღობერიძე. ეს მოთხრობები ჩვენი ისტორიის, ჩვენი ლიტერატურის შენაძენია, თავისი დოკუმენტური უტყუარობით და მწერლური ოსტატობით. ავტორისთვის დამახასიათებელი ლაკონური თხრობა და სიწრფელე კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდის ჩრდილოეთის უცხო და მკაცრ გარემოში გადასახლებული ქალების გაუსაძლის ყოფას. და რაც ასე მნიშვნელოვანია და ღირებული, ეს მოთხრობები გისახავს რწმენას, რომ ყველა ვითარებაში, უმძიმესი განსაცდელის დროსაც ადამიანს ძალუძს ღირსეულად გაუძლოს ჭირთათმენას და დარჩეს ადამიანად." - ზაირა არსენიშვილი
136 pages, Paperback
Published January 1, 2025
Ratings & Reviews
Friends & Following
Create a free account to discover what your friends think of this book!
Community Reviews
Displaying 1 - 12 of 12 reviews
June 30, 2025
არ ვიცი. არ ვიყავი მზად ამ კრებულის წასაკითხად. სასამართლოში მივდიოდი და გზაში დავასრულე. ახლა 5 წუთში პროცესზე შევდივარ. იმედია ვერ შემამჩნევენ, რომ ტაქსში გულამოსკვნილი ვტიროდი :დ
ემოციევს რომ თავი დავანებოთ, ულამაზესი ტექსტია. ძალიან გამართული და პოეტური. ბოლო ორმა მოთხრობამ, მართლა ბოლო მომიღო.
რავიცი, მეგობრებო ნუცა ღოღობერიძის ნაირი ქალების აშენებულია ეს ქვეყანა და მოდი, ნუ დავანგრევინებთ ბოლომდე.

December 21, 2025
რას ნიშნავს გულაგის შესახებ მოგონებების შეფასება? რა ქულა უნდა დავუწერო?
ნუცას წერის სტილი ლიტერატურული თვალსაზრისით შეიძლება ჩემს გემოვნებას იდეალურად არ ერგებოდეს, მაგრამ დოკუმენტური პროზა ამ გამოცდილებაზე როგორ უნდა განვსაჯო სტილისტიკით, არ ვიცი და არ მესმის. ყველა ქართველის აუცილებელი საკითხავია. ლანას შესავალიც აუცილებლად წასაკითხია.

June 26, 2025
ძლიერ და გაუტეხელ ქალებს გაუმარჯოთ!
September 8, 2026
ბევრმა, ძალიან ბევრმა უნდა წაიკითხოს ეს წიგნი.. ჯერ ჰო ლანა ღოღობერიძე უკეთებს შესავალს და იმდენ საინტერესო ამბავს ყვება, შვილის პერსპექტივიდან, დედა რომ გაუციმბირეს და შემდეგ თავად ნუცა როგორ წერს.. ეს წიგნი არაა მოთხრობა ან ნოველა, ესაა დოკუმენტური პროზა ქალისა, რომელიც გააციმბირეს, გადაასახლეს, მოსწყვიტეს ყველაფერს არაფრის გამო.. აქ თქვენ შეხვდებით უამრავ სხვა გადასახლებული ქალები ამბაებს, ამბებს, რომლებსაც უნდა ვიცნობდეთ, რომ აღარასოდეს დაგვატყდეს ეს დამპალი რუსული იმპერია თავს..
July 12, 2025
არ ვიცი რა დავარქვა ყველა იმ გრძნობას, რომელიც ნუცას მიერ აღწერილი იმიერპოლარეთის ნათებასავით უცაბედად იცვლება ჩემში….
ეს ტრაგედიის შეგრძნებაა, გამყინავი ტკივილი, უსაზღვრო ემპათია, უძირო სევდა და სიამაყე!
გაუტეხარ ქართველ ქალებს გაუმარჯოთ! და ზოგადად ქალებს გაუმარჯოთ!🤍

December 8, 2025
მთელი წიგნი - წინასიტყვაობიდან ბოლო წერტილამდე ტირილით წავიკითხე. რაღაც მომენტში რომ კითხვას ვეღარ აგრძელებ, ცრემლს სანამ არ მოიწმენდ, ეგრე.
როგორ დაგვემართა, რომ 100 წელი გავიდა და თითქოს ისევ იქ ვართ, წარსულის გაცნობა კი არა, თითქოს ძალიან ნაცნობი და ახლობელი რამის მოყოლაა. რაც აქვე ხდება, რაც შენი ყოველდღიურობის ნაწილია.
და ეს ქალებიც ისეთი ახლობლები გეჩვენებიან, გაუტეხელი, იმედიანი, თვალჩაცვენილი და მაინც მებრძოლი, ისეთები, დღევანდელ საქართველოშიც რომ გვჭირდებიან და გვყავს - დედები, შვილები, დები, ბებიები, ცოლები და რაც მთავარია, ქალები.
ნეტა, ჩამოიაროს იმ თავისუფლების მატარებელმა. ერთ დღესაც. ოდესმე. ყველა რომ შევახტეთ.
„და იმ მატარებლების ანარეკლი შუქი ქალებს თვალებში უგუბდებათ”.

March 22, 2026
რამდენჯერ წაგვიკითხავს, მოგვისმენია ან გვინახავს მსგავსი ისტორიები. კონკრეტულად ნუცა ღოღობერიძის განვლილი გზაც ზედმიწევნით ვიცით (ამისთვის განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის მის შვილს, ლანა ღოღობერიძეს, რომელიც წიგნებში, ფილმებსა თუ საუბრებში მუდმივად აცოცხლებს დედის მოთხრობებს, უფრო სწორად კი, ჩანახატებს), მაგრამ ამ კრებულის კითხვა მაინც განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა. უცრემლოდ ვერ ჩაიკითხავთ ამბებს დედებზე, რომლებიც შორეულ იმიერპოლარეთში იაჟუჟუნების მორწყვით, ქსოვით, სიმღერით, ოცნებით იქარვებდნენ შვილების მონატრებას. ტკივილის გარეშე ვერ წარმოიდგენთ თოვლში ძლივს მოლასლასე, წარმოსახვით შვილებთან ხელჩაკიდებულ ან პეჩორის პირას ვალსის მოცეკვავე ქალებს...
August 29, 2025
მიუხედავად ნუცა ღოღობერიძის ბიოგრაფიის შესახებ ცოდნისა, ამ მოთხრობების მცირე კრებულმა შეუძლებელია, მკითხველს გაცილებით ღრმად არ დაანახოს ავტორი. კითხვისას ერთმანეთში ირეოდა თანაგანცდის, აღტაცების, ერთდროულად ტკივილისა და სიამაყის ემოციები.
“არქიპელაგი გულაგი” პირველი ქართველი ქალი რეჟისორის და არაერთი იმდროინდელი ადამიანის ცხოვრების ნაწილია, რომელსაც გაუტეხლად, სიმტკიცითა და ჰუმანურობის შენარჩუნებით შეხვდა ნუცა ღოღობერიძე.
მართლაც, ასეთ ადამიანებზე იდგა, დგას(მზია ამაღლობელი მახსენდება, უდავოდ) და იდგება ეს ქვეყანა.

July 10, 2025
“არქიპელაგი გულაგი “ უამრავი უდანაშაულო სულის საბოლოო თავშესაფარი. ნუცას ამბავი ლანას ხშირად მოუყოლია თავის წიგნებში, ბევრი მახსოვდა, მაგრამ მაინც საოცარი განცდა იყო ნუცას ტექსტან შეხება. საოცრად პოეტური და დახვეწილი. დღევანდელ ამბებს და ამდენ უდანაშაულო “ რადიკალის” ციხეებში გამოკეტვას იმეორებს თითქოს ტექსტი.
“თქვენ ხალხის მტრები ხართ, იმიტომაც ხართ აქა,გვრტყოდა .”

August 21, 2025
ყველა ქართველისთვის წასაკითხი წიგნი და არა მარტო.
November 15, 2025
თუ მხოლოდ წიგნი გაქვთ წაკითხული, ფილმი კიდევ უფრო მეტად შეგივსებთ ამ სევდიანი და თანაც დიდებული ისტორიის ნაწილებს. “დედა-შვილი ან ღამე არ არის არასოდეს ბოლომდე ბნელი” - სასწაული რამეა.
May 23, 2026
ვალსი პეჩორაზე“ - ანუ სინაზე სიმკაცრეში
„იყო დიდი, შემოღობილი ქვიშიანი ეზო და ბევრი ქალი. ცხოვრების მთელი ავ-კარგი ქალებს გარეთ დარჩენოდათ და შიგნით, ეზოში, მხოლოდ დარდი შეჰყოლოდათ. დარდი მძიმედ იყო ჩამოწოლილი ჰაერში, ცრემლად იღვრებოდა მიწაზე და, ქვიშიანი ნიადაგი რომ არა, ეზოში ტბორად დაგუბდებოდა.“
ასე იწყება ნუცა ღოღობერიძის მიერ მხატვრული ფორმით გადმოცემული მძიმე ისტორიული რეალობა. ნაწარმოებში წარმოდგენილია საბჭოთა ტოტალიტარული სინამდვილე, რომელშიც ადამიანების ცხოვრება ორად იყოფა: „ამ ცხოვრებად“ - არსებობად საკონცენტრაციო ბანაკში - და „იმ ცხოვრებად“, რომელიც ოდესღაც თავად ეკუთვნოდათ.
წიგნში აღწერილია საბჭოთა რეპრესიების დროს გადასახლებაში მყოფი ქალების მძიმე ყოფა. მთხრობელი თავად ნუცა ღოღობერიძეა - საქართველოში პირველი ქალი რეჟისორი, რომელიც სტალინური რეჟიმის პერიოდში ათი წლით გადაასახლეს ჩრდილოეთში.ნუცა ღოღობერიძის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ადამიანის შინაგან სამყაროს. ავტორი მხატვრული ფორმით გადმოსცემს ადამიანის სულიერ მდგომარეობას, იძულებით განშორებას, შიშს, მარტოობას, ადამიანური ღირსების შენარჩუნებას, თანაგრძნობასა და გადარჩენის სურვილს ისტორიული რეალობის სიმძიმის ფონზე. განსაკუთრებით აღსანიშნავია ნაწარმოების მშვიდი და ლირიკული თხრობის სტილი, რომელიც ტექსტის ემოციურ ზემოქმედებას კიდევ უფრო აძლიერებს.
ნაწარმოების სათაური სიმბოლური ხასიათისაა. „ვალსი“ სინაზეს, ემოციურობასა და რიტმულ მოძრაობას უკავშირდება, ხოლო „პეჩორა“ ჩრდილოეთის მკაცრი და ცივი სივრცის სიმბოლოა. იგი მხოლოდ გეოგრაფიული ადგილი არ არის-პეჩორა ტკივილის, მარტოობისა და იძულებითი განშორების სახედ იქცევა. ამ ორი ცნების შერწყმა ქმნის კონტრასტულ სივრცეს, სადაც სილამაზე და ტრაგიზმი ერთმანეთთან თანაარსებობს.
მიუხედავად მძიმე რეალობისა, ტექსტში მუდმივად იგრძნობა იმედი. ავტორი გვიჩვენებს, რომ ყველაზე სასტიკ გარემოშიც კი შესაძლებელია ადამიანმა შეინარჩუნოს ღირსება, თანაგრძნობა და სხვისი ტკივილის გააზრების უნარი.
„ვალსი პეჩორაზე“ მხოლოდ ინდივიდუალური განცდების ტექსტი არ არის - იგი ისტორიული მეხსიერების გააზრების მცდელობაცაა. კითხვისას მკითხველი განსაკუთრებით მძაფრად გრძნობს მეხსიერების, ტკივილისა და დროის გავლენას ადამიანის ცხოვრებაზე. ნაწარმოებში ნათლად ჩანს, თუ როგორ მოქმედებს ისტორიული ტრავმა ადამიანის პირად ცხოვრებასა და ფსიქოლოგიაზე.
„ვალსი პეჩორაზე“ - ანუ სინაზე სიმკაცრეში. მისი ძალა არა ხმამაღალ ტრაგიზმში, არამედ ჩუმ ადამიანურობასა და სიმართლეშია.