Jump to ratings and reviews
Rate this book

მამის მკვლელი

Rate this book
ამბავი მოთხრობილია მესამე პირში, სადაც მოვლენები საქართველოს მთიან რეგიონში, ხევში ვითარდება.

ალექსანდრე ყაზბეგი რომელიც ხევში გაიზარდა, კარგად იცნობდა მთიელების ცხოვრებას. ნოველა აღწერს შუასაუკუნეების საქართველს და გამოყენებულია კუთხური კილო.

ავტორი ასევე ეხება ისეთ პოლიტიკუს საკითხებს, როგორიცაა თვითმართველობის პრობლემა. იმ დროს რეგიონის მმართველებს რუსეთის იმპერიის გავლენიანი წრეები ნიშნავდნენ. ცალკე პრობლემა იყო საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ, რუსების მიერ გამოყენებული კაზაკები, რომლებიც არ გამოირჩეოდნენ მოსახლეობის მიმართ ზრდილობიანი დამოკიდებულებით და რაც სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებდა.

175 pages, Unknown Binding

First published January 1, 1882

3 people are currently reading
89 people want to read

About the author

Alexander Kazbegi

18 books46 followers
Alexander Kazbegi (Georgian: ალექსანდრე ყაზბეგი, Aleksandre Kazbegi) (1848–1893) was a Georgian writer, famous for his 1883 novel The Patricide.

Kazbegi was the great grandson of Kazibek Chopikashvili, a local feudal magnate who was in charge of collecting tolls on the Georgian Military Highway. Alexandre Kazbegi studied in Tblisi, Saint Petersburg and Moscow, but on returning home, decided to become a shepherd to experience the lives of the local people. He later worked as a journalist, and then became a novelist and playwright. In his later life, he suffered from insanity. After his death in Tbilisi, his coffin was carried across the Jvari Pass to his hometown of Kazbegi (now renamed Stepantsminda), which also preserves his childhood home as a museum in his honor.

His most famous work, the novel The Patricide is about a heroic Caucasian bandit named Koba, who, much like Robin Hood, is a defender of the poor. Koba has nothing but contempt for authority, a proclivity towards violence, and a firm belief in vengeance. Kazbegi's work was a major inspiration to Iosif Jughashvili, later known as Joseph Stalin, who used Koba as a revolutionary pseudonym.

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
25 (28%)
4 stars
31 (35%)
3 stars
26 (29%)
2 stars
3 (3%)
1 star
3 (3%)
Displaying 1 - 8 of 8 reviews
Read
August 1, 2020
მე და ჩემი მეგობარი მუშუანზე, რომ დავდიოდით და რუჯს ვიღებდით, თან წიგნებზე ვსაუბრობდით და ვცვლიდით მათ.

მზე, რომელიც ძალიან გვაცხუნებდა; კანი - ფერს იცვლიდა; სათვალე - იორთქლებოდა; მობილურის ეკრანი - იბურებოდა; ზოგჯერ სხვებიც მოდიოდნენ; ჰაერში კი სხვადასხვა მწერლების ისტორიები ფარფატებდა.

მაშინ არაფერი ვიცოდით, რომ რაჭის გზები ჩაწყებოდა, ელექტროენერგია არ გვექნებოდა და მეც აი, ამ პერიოდში წავიკითხავდი "მამის მკვლელს".
მწერლების ერთი ნაწარმოებით შეყვარება, რომ ჩემი სტილია, უკვე ცხადია. ყაზბეგიც ასე შემიყვარდა და რეალობა მკაფიოდ დამანახა.
ჩემი აზრით, გირგოლას მსგავსი ადამიანები არიან ენერგოვამპირები, რომლებიც ისე იჭრებიან ჩვენს ცხოვრებაში, რომ საკუთარ თავს გვაკარგვინებენ და მერე მუდამ გავრბივართ.
იქ გვინდა წასვლა, სადაც იქნება სიმშვიდე და ჩვენი საყვარელი ადამიანი.
ასე გარბოდა ნუნუ და გზას მუდამ ხვდებოდნენ მეგობრები, რომლებიც უნერგავდნენ სიცოცხლის გაგრძელების ძალას, უკვლევდნენ გზას იაგოსკენ და საკუთარ თავსაც არ ინდობდნენ მიზნის მისაღწევად.

მოხევეების ცხოვრება და ზნეობა მკაფიოდ ჩანს ყაზბეგის ნაწარმოებებში. მათი მტკიცე ხასიათი და გამძლეობა ძალიან კარგად არის აღწერილი. მოხევეებმა მშვენივრად იციან კარგისა და ცუდის გარჩევა, იციან სხვა ხალხის პატივისცემა და მათი იმედიც კი აქვთ. ძმადნაფიცებს საკუთარ ქვეყანაში რომ აღარ დაედგომოდათ, ჩეჩნებთან წავიდნენ და იქ აღიდგინეს ძალები, ხოლო ერთად შეკრებილი ოსები, ქართველები, რუსები... რომლებიც შეიკრიბნენ ბრძოლისთვის, მაგონებდნენ ჯვაროსნულ ომებში მონაწილე ადამიანებს, სხვადასხვა მიზნით რომ შეიკრიბნენ, უმეტესად კი - ქონებისთვის.


მოკლედ ბევრი თემაა, ბევრი წვრილმანია, რომელიც ზოგჯერ ადამიანებს, გვინდა, რომ საკუთარ თავთან განვიხილოთ. ასე მოვიქცევი... 🦋ვიფიქრებ...
Profile Image for Nika Meleksishvili.
101 reviews10 followers
June 24, 2020
ეს სრულად ქართული, მთების სულით გაჟღენთილი ამბავია ნამდვილ სიყვარულზე, მეგობრობაზე და სხვა ზოგადსაკაცობრიო საკითხებზე. წიგნში ჩანს მთიელი ხალხის მსოფლმხედველობა, მათი ღირსება და ქართველი ხალხის რუსეთის იმპერიის უსამართლობის მუდმივი წნეხის ქვეშ ყოფნის პრობლემა.
Profile Image for ბარბარე.
36 reviews
February 7, 2026
ალექსანდრე ყაზბეგს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ქართულ ლიტერატურაში. მისი თითოეული მოთხრობა უნიკალურია და მკითხველს განსხვავებული, ამაღელვებელი და სულისშემძვრელი ისტორიებით ხიბლავს. ყაზბეგის ნაწარმოებებს თან სდევს მთის ადათ-წესების ცოცხალი აღწერა და კუთხური კილოს გამოყენება, რაც მის შემოქმედებას გამორჩეულ იერს სძენს. ავტორი საფუძვლიანად იცნობდა მთიელთა ცხოვრებას, მათ სულიერ სამყაროსა და ყოფას, რაც მისი ნოველების ავთენტურობაში ნათლად აისახება. ნოველაში ასახულია შუა საუკუნეების საქართველოს მძიმე რეალობა, ის პერიოდი, როდესაც ქვეყანა რუსეთის იმპერიის მიერ იყო ოკუპირებული. ამ ისტორიულ ფონზე ვითარდება იაგოსა და ნუნუს ტრაგიკული სიყვარულის ამბავი. მათ გრძნობას მრავალი მზაკვარი ადამიანი და არაერთი დაბრკოლება ეღობება წინ, თუმცა წინააღმდეგობათა მიუხედავად, ვერაფერი არღვევს მათ წმინდა და შეუდრეკელ მიჯნურობას. ნაწარმოების დასასრულს კი თითოეული პერსონაჟი თავისი ცოდვისა და საქციელის შესაბამის პასუხს იღებს.
209 reviews4 followers
July 24, 2024
სიუჟეტური ხაზი ნორმალურია და შეიძლებოდა კარგი პროზის გაკეთება მისგან, მაგრამ ამ წიგნში ყველაზე უკეთ ჩანს ყაზბეგის მინუსები- ძალიან ბანალური თხრობის სტილი, რომელიც ისეთ შთაბეჭდილებას გიტოვებს, თითქოს მე-5 კლასელი სამოსანის დაწერილი იყოს.

Profile Image for Vazha .
144 reviews2 followers
May 6, 2024
არც კი ვიცი რატო ვკითხულობ ალექსანდრე ყაზბეგს..

3 წაკითხული ნაწარმოებიდან გამომდინარე თითქოს მაშინდელი მთიელი ქრისტიანები, ქრისტიანები კი არა რაღაცნაირად მაჰმადიანები იყვნენ რომლებიც მხოლოდ მუჰამედის სიტყვებს უსმენენ და არა ქრისტეს რჩევა-დარიგებებს, არა კაცთ კვლას. ყოველ სიტყვაში გივარგის მადლმა ( წმინდა გიორგი იგულისხმება) არის მოხსენიებული და ღმერთი. განწყობა მექმნებმა, მთიელ ხალხმა არ იცოდა ვინ იყო იესო და რას ლაპარაკობდა, როგორც მაგალითად ხევისბერმა გოჩამ. ადამიანი ლოცულობს კვირები თვეები და შვილს კლავს...

ყაზბეგის ყოველი ნაწარმოები თითქოს ადამიანს სიხარულ და სიბედნიერეს უსპობს, არ ვიცი 4 ნაწარმოები ვიცი მისი და კაი დასასრულით არცერთი შემხვედრია.. ალბათ მხოლოდ იმიტომ ვკითხულობ რომ ზოგადად მთის ცხოვრება მაინტერესებს. ვაჟა სხვანაირად აღწერს მთაში ცხოვრებას, მის პოემებში ხანდახან გმირებიც იმარჯვებენ, ან თუ მარცხდებიან, მარცხდებიან ვაჟკაცურად.

ყაზბეგს ნამდვილად აღარ.
2 reviews
August 18, 2022
ყაზბეგის ყველა შემოქმედება მიყვარს❤️❤️❤️❤️
Profile Image for Mariam Todria.
7 reviews
August 14, 2025
წიგნის აღსარებით დასრულების ამბავი მომეწონა :**
Displaying 1 - 8 of 8 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.