Jump to ratings and reviews
Rate this book

ფსკერის სახარება

Rate this book
„ფსკერის სახარება“, ივა ფეზუაშვილის პირველი რომანი, ბიბლიური სლენგით მოთხრობილი ჩვენი რეალობის ან ჩვენი შესაძლო რეალობის ანარეკლია – ამბავი, რომელშიც პერსონაჟები საკუთარ თავზე ფიქრს ყველაზე არაკორექტული კითხვით იწყებენ, რომელშიც სიმართლის ნახევარს ან ნახევრად სიმართლეებს ამბობენ, რომელშიც თბილისის მიწისქვეშეთს ქვემოთ კიდევ ერთი თბილისია – ფსკერი, საიდანაც ამოსვლა შეიძლება, გაქცევა კი არასდროს, რადგან მიწისქვეშეთიდან ამოსულებს პოლიციის მაღალჩინოსნები კიდევ უფრო ღრმა და უძირო ფსკერისკენ მიაქანებენ.

„ფსკერის სახარება“ ივა ფეზუაშვილის ტრილოგიის პირველი წიგნია; რომანებისთვის „ბუნკერი“ და „მასკარაფონე“, 2022 და 2023 წელს ავტორმა პრემია „საბა“ მოიპოვა ნომინაციებში „საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ისტორიის რეფლექსია ქართულ ლიტერატურაში“ და წლის საუკეთესო რომანი

132 pages, Paperback

Published January 1, 2025

41 people want to read

About the author

Iva Fezuashvili

5 books22 followers

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
39 (36%)
4 stars
44 (41%)
3 stars
19 (17%)
2 stars
4 (3%)
1 star
0 (0%)
Displaying 1 - 23 of 23 reviews
Profile Image for Luka Zviadauri.
91 reviews11 followers
January 9, 2023
"ყველას ჩვენ-ჩვენი ფსკერი გვაქვს და მთავარია ამ ფსკერიდან ამოხვიდე და მერე ყველაფერი მარტივია".

არ ვიცი რამდენად მართებული შედარებაა, მაგრამ ივამ, სელინის მსგავსად, იკისრა უმძიმესი ტვირთი და გახდა თბილისის ბნელი მხარეების მატიანე. როგორც სელინმა ჩამოხსნა ნიღაბი პირველი მსოფლიო ომის შემდგომ სიყვარულის ქალაქს, ისევე გააშიშვლა ფეზუაშვილმა თბილისის ყალბი საზოგადოება, კორუმპირებული და ზემდგომებზე მორგებული სისტემა. თუ უახლეს რომანში საბჭოთა გადმონაშთს, ბუნკერს, ადარებს დედაქალაქს, ამ რომანში სიუჟეტი თბილისის ფსკერზე, მიწისქვეშეთში ვითარდება და ამ მიწისქვეშეთის მესიად გვევლინება მდიდარი მამიკოს ბიჭი, რომელსაც არც გარეგნობა, არც ფული და არც სახელი არ აკლია, მაგრამ, ამავე დროს, აკლია ყველაფერი, რადგან არ იცის ვინაა და რას წარმოადგენს.
ჩვენს რეალობაში, ამ ამძორებულ ქალაქში, მესია ვეღარ აღდგება.
92 reviews
May 22, 2023
ერთმა კარგმა კაცმა ფეზუაშვილი სელინს ჰგავსო, ეგრეა.
Profile Image for Mariam Romanadze.
53 reviews4 followers
March 4, 2023
და მე ვეღარ ვხვდები ბუნკერი უფრო მიყვარს თუ ჩემი ბლიცში არგამაზული ივა ფეზუაშვილის “ფსკერის…”
Profile Image for Dato Kvaratskhelia.
60 reviews22 followers
January 29, 2019
ეს წიგნი გამოსვლისთანავე წავიკითხე, მაგრამ რივიუს ახლა ვუწერ გარკვეულ მიზეზთა გამო (გუდრიდსზე ახლა დაიდო).
ივას მოთხრობები ზოგადად ძალიან მომწონს, მაგრამ პირველი კრებულის შემდეგ აშკარად ბევრი რამ აქ შეცვლილი, რაც კარგია ერთ ადგილას იდგეს და ერთნაირი რამეები წეროს მუდმივად რა, KayaKataაა?
წარდგენაზე თქვა ივამ ისეთი პერსონაჟი მინდოდა მყოლოდა, რომელიც მე საერთოდ არ მემგვანებოდაო ანუ ultimate პროჭი იქნებოდა, რაც საინტერსო სვლაა, მაგრამ მთელი რომანი ამ პერსონაჟის მეტამორფოზაა, რომელიც ბოლოს ისევ ივა ხდება და ეს ცოტა არადმაჯერებლად ჩანს ჩემი აზრით - სრული ყლიდან რომ ბოლო დონის ალტრუისტი ხდება კაცი ძალიან მოკლე ვადაში ,მაგრამ შეილება ჩანაფიქრიც ასეთი იყო. ბოლოსკენ რაღაც მიამიტური ლაპარაკიც მეუცნაურა თითქოს ბასიანის აქციებს რამის შეცვლა შეეძლოს (საკამათო საკითხი). სხვა მხრივ ბევრი ახალი და საინტერესო თემაა აქვს წამოწეული: მეძავები, მათი კლიენტები, დღევანდელი თბილისი, მეძავები და მათი კლიებტები დღევანდელ თბილისში და აშ. პარალელურად მათი ურთიერთობა ოჯახთან, რომელიც თავიდან ბოლომდე ფარსი და სირაქლემის პოზაში ყოფნაა. თან რაღაც სასპენსის და Noir ელემენტებიც. ბევრი რო არ გავატრაკოთ კარგი წიგნია და მგონია რომ მასებისთვის ძაან თავისუფლად შეილება ძაან Lovableიც გახდეს,მარტივადაც იკითხება და ფაბულაც კარგი აქვს და ბევრ ისეთ წიგნს ჯობია მესამე და მეოთხე რეპრინტზე რო მიდიან 2-3 წლის ვადაში.
Profile Image for Natia Morbedadze.
829 reviews83 followers
July 19, 2022
ყველა ქალაქი მრავალსახოვანია, მრავალშრიანი. მათ შორისაა თბილისიც, რომელიც ზედაპირზე ძველი, ლამაზი ქალაქია, მის ფსკერზე კი გაუბედურებული ქალები, მათი "თვალდახუჭული" მშობლები, სნობები და "წმინდა" პოლიციელები ცხოვრობენ. მათი გამოსწორება მგლის თავზე სახარების კითხვას ჰგავს. ფსკერიდან ამოყვინთვა ადვილი არაა, როცა უკან ტყუილის, კრიმინალის, შანტაჟის საცეცები გექაჩება... შეუძლებელიც...
Profile Image for Keti Molashvili.
120 reviews6 followers
September 15, 2024
მოკლედ, ამბავი იწყება იმით, რომ აკო ამიტყდა, გინდა თუ არა ივა ფეზუაშვილის წიგნები უნდა წაიკითხო, როგორ არ გაქვს წაკითხულიო
და ამასობაში ჩემი დაბადების დღე მოდიოდა
და ბიბლუსში ვიყავი და წიგნი იყიდე საჩუქრადო მითხა მარიმ და ვიყიდე ივას "ფსკერის სახარება",
მეორე დღეს ჩამოვედი წნორში
და ნინო ხარატიშვილი გვსტუმრობდა ცოდნის კაფეში და წიგნებზე საუბრის დროს, რომ კითხეს რას კითხულობო,
რას ვკითხულობო და ივა ფეხუაშვილსო და იქ უკვე მივხვდი, რომ უნდა წამეკითხა.

ჰოდა რადგან "451° ფარენჰეიტით",
ამ წიგნს ვკითხულობდი, 2 თვის წინ დაწყებული წიგნი, 2 კვირაში მოვამთავრე
და ავიღე ხელში ფსკერის სახარება.

და ჩავუჯექი წიგნს და წიგნის კითხვის გამო,
ვერ ვუყურე ჩემს საყვარელ ემილი პარიზის ახლადგამოსულ სეზონს, რომელსაც რამდენი ხანია ველოდი,
იმიტომ რომ ვერ მოვწყდი,
ვერ ვუპასუხე მეგობრებს
კი არადა, ვნახე ტელეფონზე უპასუხო ზარები
და მეთქი ჯერ მოვრჩე წიგნის კითხვას,
მერე ყველაფერს მივხედავ
და დარეკილი ზარებიც კი გავთიშე,
მეთქი ერთი წამით, ჩავიდე ბოლოში,
რა ჯანდაბა იქნება,
გაიმარჯვებენ საბოლოოდ ახალგაზრდები თუ მოაჯდებიან ყველაფერს ბნელი ძალები
და წიგნი იყო ფილმისეული,
კირა ნაითლი რომ თამაშობს მსოფლიოში ყველაზე ცნობილ მწვანე კაბაში ჯადოსნური რომაა და ამ სამყაროში ყველაზე ცუდად რომ მთავრდება ფილმი
და ასევე ცუდად დამთავრდა წიგნი,
რომელიც თბილისის ცხოვრების რეალურ ისტორიებს ყვება
და მოკლედ,
ივას უნდა ჩაუჯდეთ!
Profile Image for nemesssis.
126 reviews4 followers
May 3, 2024
დასასრულმა ამოატრიალა მთლიანად და საბოლოოდ კარგი გამოვიდა

და არა, ფსკერის ნეონისფერი ცეკვები მხოლოდ იმ შემთხვევაში რჩება ფსკერზე, როცა მათ უცნობ რიტმზე საუბარზ წყვეტენ, ივამ ლაპარაკი დაიწყო თანამედროვე რეალობის უარყოფით მხარეებზე და დაგვანახა - ფსკერი მიწისქვეშ არ არის, ჩვენ გვერდითაა და აჰა, ზუსტად ახლა, სისტემა თავზე რომ გვაჯდება, ერთად ვყლაპავთ გაზს, რომელიც სამართალს გვართმევს, პირადსა და საზოგადო სამართალს


Profile Image for Nutsa Khamkhadze.
240 reviews14 followers
August 2, 2025
3.5
ერთ დაჯდომაზე რომ შემოგეკითხება, ისეთი წიგნია. ქართულ რეალობას ეხება და მომეწონა თემები, მაგრამ ბოლოში "წაუსერიალა" სიუჟეტმა, რაც ბანალური მომეჩვენა. იუმორი 5/5. რამდენიმე ადგილზე ხმამაღლა გამეცინა :D
Profile Image for Lika Beradze.
22 reviews1 follower
November 1, 2024
ისეთი წიგნია თან სულს რომ გიხუთავს, მაგრამ თან კარგადაც რომ გაცინებს
Profile Image for Levan Shakulashvili.
275 reviews
November 20, 2024
ეს წიგნი იყო დიალოგი მკითხველსა და მთავარ პერსონაჟს შორის. მთავარი პერსონაჟი მიყვებოდა თავის ისტორიას და მეც ვუსმენდი. და ისე იყო რომ ლაპარაკობდა და ლაპარაკობდა და ლაპარაკობდა და ერთხელაც არ გაჩერებულა რომ გაეგო მესმის თუ არა მისი, სწორად გავიგე თუ არა რას გულისხმობდა ან ჩემთვის შეეკითხა რამე და მასთან საუბარში ჩავეთრიე.

და მთელი წიგნი ყვებოდა მთავარი პერსონაჟი თავის თავზე ათას ყლეობას, რომ ასეთი მაგარი ტიპია, რომ ასეთი ლამაზი ტიპია, ასეთი მოხოდილი ტიპია, ასე აზანზარებს ქალაქს და ასე ჰყავს მოტყნული მთელი თბილისი და მე გავიდა მთელი წიგნიც და ახლაც არ ვიცი, ვინ იყო ეს პერსონაჟი და მისი სახელიც კი არ მახსოვს (შეიძლება არც უთქვამს და მაგიტომ) მაგრამ ხომ არ მახსოვს და დაეცა ეს პერსონაჟი ვითომ ფსკერს და ამოუტრიალდა არსი, რომელიც ისედაც არ ჰქონია და როგორ ეშველა ამისთვის არ იცოდა და შეაყვარა ავტორმა მას პატიოსანი ბოზი, ვითარცა ჯულია რობერტსი და ჩამარხა ბოლოს სისტემის ხელით ქვეყნის ფსკერზე, როგორც ჩვევია და გვანახა ჩვენ თუ რატომ ვერ ვიქნებით ვერსადროს ბედნიერები საქართველოში.
Profile Image for Howl.
5 reviews3 followers
June 17, 2025
ჩემს დაქალს სულ დავცინი ამ ქართველ ავტორებს მარტო შენ კითხულობ - თქო.
რადგანაც ეს ერთი დაქალი მყავს, რომელიც წიგნებზე მელაპარაკება და დიდად ასარჩევად არ მაქვს საქმე, კაი მათხოვე რამდენიმე წიგნი, შენ ამირჩიე და წავიკითხავ- თქო, ვუთხარი და სიხარულთ მომიტანა ხუთი პატარა წიგნი.
დამარცხებას ვაღიარებ. :დ
Profile Image for მარიამ.
47 reviews
January 3, 2020
ძალიან კარგად იკითხება რამეთუ ძალიან კარგია. 😄
Profile Image for Megi.
226 reviews1 follower
June 17, 2025
ამდენი და ამხელა ხმით ბოლოს მარტო curb your enthusiasm-ის მეოთხე სეზონის ეპიზოდებზე ვიცინე და პრინციპში, არც ეს წიგნია მაგისგან დიდად განსხვავებული.
Profile Image for ნიკა ბერიძე.
149 reviews3 followers
June 27, 2025
რა კარგი ხარ, ივა. ახლაც აქტუალური რომაა თან.

პ.ს ერთი პერიოდი მეგონა, რომ “ანორას” სცენარისტი ივა იყო.

Profile Image for Sandro Mikeladze.
84 reviews3 followers
May 23, 2023
ბუნკერის შემდეგ მეორე წიგნია ივასი, რაც წავიკითხე და ისევ გამაგიჟებლად ნასიამოვნები ვარ. ძალიან მაგარი ბიჭია ეს ავტორი და მგონია რომ კიდევ უფრო მაგარი და მთავარი ტექსტები წინ აქვს.

რაც შეეხება ამ რომანს, ბუნკერის მსგავსად თხრობის სტილი აქაც უცვლელია. გრძელ-გრძელი წინადადებები და მონოლოგებად წაკითხული ტექსტი. ძალიან სასიამოვნო და ტემპში წასაკითხს ხდის რომანს რაც სიუჟეტსაც ნამდვილად უხდება. თითქოს დაუმთავრებელი წინადადებები რომლებიც შეიძლება ერთი აბზაცი ან თუნდაც ერთი გვერდი გრძელდებოდეს ბოლომდე აახლოებს მკითხველს ნაწერთან და უფრო უმძაფრებს კითხვის პროცესში იმ შეგრძნებებს, რაც ავტორს ჰქონდა ჩანაფიქრში.
Profile Image for Book of Sand.
86 reviews13 followers
September 7, 2025
დასაწყისმა ძალიან ჩამითრია, თუმცა საერთო ჯამში შთამბეჭდილება დამრჩა, რომ ორ სხვადასხვა ამბავს ვკითხულობდი: ერთი ტიპზე, რომელიც ცდილობს გაერკვას *ლეა თუ არა და მეორე კაცზე, რომელიც უცნაურ ურთიერთობაში ჩაება ყოფილი სტრიპტიზის მოცეკვავესთან და ფონად კლუბების დარბევის ამბები ხდება 🌝
პლუსებიდან, ისეთი ენით წერია, რომ ერთი ამოსუნთქვით წაიკითხავთ
November 25, 2023
ამ კაცს ეტყობა, რომ აშკარად მწერალია. მომდევნო წიგნები ჯერ არ წამიკითხავს, თუმცა წავიკითხავ და დარწმუნებული ვარ რომ უფრო მომეწონება, რამეთუ, თუ რამე ნაკლი ვუპოვე ამ რომანს, ყველაფერი დებიუტანტობას შემიძლია დავაბრალო.
Profile Image for Salomé McSmith.
30 reviews
January 13, 2025
ბუნკერის შემდეგ გამიჭირდა ივას სხვა წიგნის ხელში აღება იმის შიშით, რომ ის ისე აღარ მომეწონებოდა. შევცდი. ისე არ მომეწონა, მაგრამ მომეწონა სხვანაირად.
ივამ აქაც ფსკერზე იარა და ბ(ვ)ულგარულ წუმპეში ფეხი ერთხელ არ დაუცდა.
Profile Image for Giorgi Baskhajauri.
139 reviews23 followers
October 3, 2021
უჰჰჰ, რა კარგი საკითხავი იყო, კაწინკას დაუვიწყარი პერსონაჟით.
Profile Image for akaki spanderashvili.
24 reviews8 followers
March 30, 2023
ძალიან კარგი წიგნია თბილისის მიწისქვეშეთის და მიწისზედეთის შესახებ.

დასასრულმა გამაბრაზა 😡
Profile Image for Nino Meladze.
579 reviews14 followers
September 5, 2024
ძალიან რეალური ამბავი. ადვილად იკითხება. აბსოლუტურად ქართული რეალობის, პოლიტიკის და საზოგადიებია ნაწილი უნდა იყო რომ
სრულად გაიგო.
Profile Image for lizz.
211 reviews
July 13, 2025
ავანტყოფი ერი
Profile Image for Ani Didishvili.
38 reviews2 followers
May 5, 2021
მართალია, ძველებს უთქვამთ, რაც ფსკერზე ხდება, ფსკერზე რჩებაო და კიდევ - არა არს დაფარული რომ არ გაცხადდესო, აქაური ამბავი მაინც არ რჩება ფსკერზე და დიდად ვერც გაცხადდება, რადგან, როცა მთავარი პერსონაჟის მეტამორფოზა შედგა, აწ დამტკიცებულად გეტყვით თქუენ, რომ უკვე კარგი კაცია და გადაწყვიტა კაწინკასთან ერთად ბოლო მოეღო ასლანის საათივით აწყობილი საქმისთვის, თურმე სად ბანაობ, მკითხველო?! BIG BROTHER IS WATCHING YOU!!!
Displaying 1 - 23 of 23 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.