Jump to ratings and reviews
Rate this book

გუშინ...

Rate this book
"როდესაც ამ წიგნის დაწერა გადავწყვიტე, მინდოდა ამით რაღაცნაირად მადლობა მეთქვა ჩემი ოჯახისთვის, თამუნასთვის, რომლის გარეშეც ვერაფერს მივაღწევდი, ჩემი ძმებისთვის, მშობლებისთვის და ახლობლებისთვის, მათთვის ვინც მუდმივად გვერდში მედგა და მეხმარებოდა... და კიდევ ვიფიქრე, რომ შეიძლება მომავალი თაობისთვის, ვინც ამ გზის გავლას აწი აპირებს, საინტერესო, სტიმულის მიმცემიც კი ყოფილიყო, ჩემი განვლილი სპორტული ცხოვრება..." შოთა არველაძე

192 pages, Hardcover

First published January 1, 2009

5 people are currently reading
33 people want to read

About the author

Shota Arveladze

1 book1 follower

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
14 (31%)
4 stars
16 (36%)
3 stars
11 (25%)
2 stars
3 (6%)
1 star
0 (0%)
Displaying 1 - 10 of 10 reviews
Profile Image for Beka Adamashvili.
Author 2 books422 followers
March 21, 2021
ეს წიგნი ნათელი დასტურია იმისა, რომ თუკი რაიმე საქმე მართლა გიყვარს, აუცილებლად მიაღწევ დიდ წარმატებას. თუმცა, როგორც მხატვრული ბიოგრაფია ნაკლებად შთამბეჭდავია, მეტია მშრალი ფაქტები და ნაკლებად - დანარჩენი ამბები თუ შიდა სამზარეულო, რაც, ალბათ, უფრო საინტერესო იქნებოდა.

ზოგადადაც, ამ მხრივ ნაკლებად არის ნამუშევარი და განცდას ტოვებს, რომ სხვა ფეხბურთელებისგან განსხვავებით, რომლებიც უბრალოდ ყვებიან, წერით კი სხვები უწერენ ხოლმე ბიოგრაფიებს, ეს მართლა შოთას დაწერილია და რედაქტორმა იმდენადაც კი არ შეავლო ხელი, რომ ოთხჯერ დაწერილი "ლიმფილდიდან" ერთი მაინც გაესწორებინა.

Profile Image for Giorgi Rizhvadze.
20 reviews2 followers
November 27, 2022
შოთა არველაძე ეცადა მკითხველამდე მოეტანა ფეხბურთი, რომელიც ეკრანის მიღმაა და ვფიქრობ, მან ეს შეძლო. ბევრი საინტერსო და სასაცილო ისტორია წავიკითხე. ამავდროულად, კარგად იყო აღწერილი ის, იმედგაცრუებები, ტრავმები და მოულოდნელობები, რაც შოთის გადახდა. ჩემთვის ორმაგად დასაფასებელი იყო ოჯახის მხარდაჭერა, რომელიც რიგ მომენტებში შოთას კარიერაში გადამწყვეტ როლს თამაშობდა. მემგონი ბოლოს ინტერვიუს ნაწილი წიგნისთვის ზედმეტი იყო. რამდენიმე ეპიზოდში ველოდი უფრო მეტ დეტალს სხვადასხვა თემებთან დაკავშირებით (რომელიც სრულიად გასაგებია რატომაც არ ეწერა). ასევე ერთ ეპიზოდში ძალიან ცუდი ხუმრობა იყო, რომელიც აღწერილ ამაღელვებელ და შოთისთვის მნიშვნელოვან მომენტს მკითხველისთვის ელფერს უკარგავს. აქამდეც ძალიან დიდ პატივს ვცემდი შოთა არველაძეს, თუმცა წიგნმა კარგად დამანახა მისი ფეხბურთის, ოჯახისა და საზოგადოებისადმი სიყვარული.
Profile Image for Barbare Gogrichiani.
4 reviews2 followers
July 26, 2023
შოთიმ თქვა -"მინდა ეს წიგნი ყველა იმ ადამიანის იყოს , ვისაც მიაჩნია , რომ მისი ვარ " . მართლაც , თითქოს მასთან ერთად გამოივლით 61-ე სკოლაში დაწყებულ ისტორიას , რომელმაც მთელი მსოფლიოს გარშემო იმოგზაურა. თუ ფეხბურთის ყურება სიამოვნებას განიჭებთ , მაშინ ჩემგან უდიდესი რეკომენდაცია "მოყოლილ ნანახს". -1 კი იმიტომ , რომ კარგი იქნებოდა მეტი ისტორია თუნდაც კლუბების/ნაკრების შიდა სამზარეულოსთან დაკავშირებული, რაც უფრო მეტ ემოციას გამოიწვევდა მკითხველში
Profile Image for მაიკო დოხნაძე.
56 reviews3 followers
July 1, 2022
სიმართლე გითხრათ, ცოტა იმედი გამიცრუვდა. წიგნი ზედმეტად მშრალია და უფრო დოკუმენტურია, უფრო ფაქტებია მოთხრობილი, ვიდრე საკუთარი განცდები, პირადი თავგადასავლები და კულუარული ინფორმაციები. შოთამ კულისებში არ შეგვახედა 😄
წიგნის საშუალო შეფასების მიუხედავად, ვგულშემატკივრობ შოთას და მის ძმებს ყველა სარბიელზე.
Profile Image for Lado Kilasonia.
Author 10 books20 followers
October 2, 2023
"ბავშვობის ერთ-ერთი უდიდესი ოცნება - იმ "დინამოში" მეთამაშა - ამიხდა... ერთხელ სკოლიდან ავტობუსით ვბრუნდებოდით შინ. საღამოს "დინამოს" თამაში იყო სტადიონზე და წასვლამდე ჭამა და ტანსაცმლის გამოცვლა უნდა მოგვესწრო. ჰოდა, ამ სიჩქარეში ავტობუსს წინიდან გადავურბინეთ და აჩის მანქანა დაეჯახა. მადლობა ღმერთს, სერიოზული არაფერი მოსვლია, მაგრამ სამი მეტრი კი იფრინა და კარგა მაგრადაც დაიბეჟა. ძლივს ჩავასწარით სტადიონზე - სულ კოჭლობ-კოჭლობით მორბოდა აჩი, რომ თამაშზე არ დაგვგვიანებოდა. სად გავრბოდით? განა იმ ოცნებისკენ არ გავრბოდით?"
როგორ შეიძლება ასეთი წიგნი უინტერესო იყოს?!
Profile Image for Natia Morbedadze.
831 reviews83 followers
December 23, 2025
90-იანელი ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის მნიშვნელოვანი წიგნია. თითქოს ბავშვობაში დავბრუნდით, დროში, როდესაც ნაკრების ყველა მოგებას გულში ვინახავდით და როცა აგებდნენ, მაინც გვიყვარდა თითოეული ფეხბურთელი (მათ შეეძლოთ იმ დიდი სიხარულის მოტანა, რაც შარშან განვიცადეთ. მეტისაც, მაგრამ, სამწუხაროდ, თანამედროვე ფეხბურთს მხოლოდ ნიჭიერი ფეხბურთელები არ ქმნიან), განსაკუთრებით კი - შოთი.
Profile Image for Irakli.
2 reviews
April 5, 2021
გამბედაობისთვის ნამდვილად იმსახურებს მაღალ შეფასებას, შიდა სამზარეულოდან მეტი დეტალები უფრო საინტერესო იქნებოდა.
Profile Image for არა.
53 reviews
June 1, 2022
არ ვიცი, რატომ, მაგრამ კი. ძაან კი.
Profile Image for ბექა სხულუხია.
27 reviews3 followers
May 26, 2023
მშრალი და ღარიბი სიტყვების ერთობლიობა. სტატისტიკური მონაცემების გაშინაარსება.
Displaying 1 - 10 of 10 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.