Jump to ratings and reviews
Rate this book

საუკუნო უკუნი

Rate this book
მინდია არაბული ლირიკული კომიქსებს წლების განმავლობაში აქვეყნებდა თავის ინსტაგრამ გვერდზე "საუკუნო უკუნი", ამ კრებულში კი ეს ლექსები ახალი რედაქციით, ბეჭდური ვერსიისთვის შესაბამისი სტილით არის რედაქტირებული და გადახატული.

მოკლე და სხარტი კომიქს-პოეზია, რომელიც სახასიათო ნახატებითაა გაჯერებული, პირველივე სტროფიდან იპყრობს მკითხველს და სიცილით, ირონიითა და ოხუნჯობით ესაუბრება ისეთ მარადიულ თემებზე როგორიცაა შეუმჩნევლობა და დაუფასებლობა, სიკვდილის მოლოდინი, ვერახდენილი ნატვრები და სხვა.

Paperback

First published September 1, 2025

Loading...
Loading...

About the author

Mindia Arabuli

2 books75 followers

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
44 (83%)
4 stars
6 (11%)
3 stars
3 (5%)
2 stars
0 (0%)
1 star
0 (0%)
Displaying 1 - 15 of 15 reviews
Profile Image for მწვანე კოღო.
190 reviews16 followers
March 8, 2026
სამომავლოდ, აქ იქნება აღრიცხვა, თუ კიდევ რამდენჯერ წავიკითხავ საუკუნო უკუნს:

〰️ 1. 14 სექტემბერი, 2025 - „სხვათაშორის, არ ხმაურობს, არ სჭირდება დაბმა და
იცის ბურთის წამოღება, ალგებრა და ლამბადა.”

〰️ 2. 29 სექტემბერი, 2025 - ამ წაკითხვის რჩეული კი გახლავთ შემდეგი:

„ჩამდე ბალახში, ბალახში ჩამდე.
ისე, რომ მხოლოდ ცოტაღა ვჩანდე.
გინდაც მეძახონ ხმის ჩახლეხამდე,
არ გასცე ის, რომ ბალახში ჩამდე.

ამერიკაში წავედი ვითომ,
ეგონოთ, მე კი ბალახში ვიდო.”

〰️ 3. 8 მარტი, 2026:

„მომიყევი ზაფხულზე,
მომიყევი ზამთარზე,
თუ გენებოს დამტუქსე,
თუ გენების დამთარსე

ოღონდ მელაპარაკე, ოღონდ მელაპარაკე, ოღონდ მელაპარაკე”
Profile Image for Sandro Krtv.
24 reviews
January 5, 2026
“ეს ამბავი ხმაურობს,
ხმაურობს და გუგუნებს.
ეს ამბავი ამარცხებს
საუკუნო უკუნებს…”

კარგია❤️
Profile Image for Tamarrella.
35 reviews
September 15, 2025
საუკუნეა, საუკუნო უკუნის (ინსტაგრამ) მკითხველი ვარ. მოფილოსოფოსო შეფასებების დაწერის ნაცვლად, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ წლების განმავლობაში საუკუნო უკუნი ჩემს გულში ჩამოწოლილ უკუნეთს ანათებდა და ჩემს გაღიმებას ახერხებდა.

ახლა ყველა ჩემი საყვარელი პოსტი წიგნად მიდევს სახლში და უკვე იმაზე ვდარდობ, შემდეგი ნაწილები როდის გამოვა.

უდიდესი რეკომენდაცია ჩემგან საუკუნოდ!
Profile Image for Tata.
5 reviews
September 22, 2025
"ეს ამბავი ამარცხებს საუკუნო უკუნებს"💫
Profile Image for Sandro Mikeladze.
94 reviews3 followers
November 16, 2025
ჩემი საყვარელი კომიქსი ამიერიდან!

პოეზია 10/10
ილუსტრაცია 10/10
Profile Image for Ketevan Kanchashvili.
229 reviews28 followers
November 22, 2025
ძალიან სახალისო პროექტია და ჩვენი ბაზრისთვის სასიამოვნო სიახლე. წარმატებას ვუსურვებ ავტორს ❤️
Profile Image for Mikheil.
Author 9 books120 followers
September 15, 2025
სკოლის პროგრამაში როდის შევა?
Profile Image for Ninia.
42 reviews
September 18, 2025
არაბულის შემოქმედებას ერთი სიტყვით დავახასიათებდი - განუმეორებელი.

საოცარი სიღრმე, სევდა და იმედი. ამ უკუნში საუკუნოდ დავრჩებოდი. იმედი მაქვს, როდესმე მის ბევრ ფურცლიან რომანსაც წავიკითხავ.
Profile Image for Beka Adamashvili.
Author 2 books426 followers
January 27, 2026
“საუკუნო უკუნი” ის იშვიათი გამონაკლისია, როცა წიგნის შინაარსი არათუ ამართლებს ყდაზე არსებულ სარეკლამო ტექსტს, ბევრად უკეთესიც კია, ვიდრე ამ ტექსტიდან შეიძლება ივარაუდო.

მიზეზი მარტივია - სევდანარევი იუმორით თუ იუმორნარევი სევდით გაჯერებული ეს მცირე ამბები უმეტესად ისეთი მასშტაბის ემოციას იტევს, სქელტანიანი წიგნები ეგზისტენციალური კრიზისის წინაშე რომ შეიძლება დააყენოს. ეს ემოცია ხშირად ამბის ბოლოსაა ჩასაფრებული, თუმცა ზოგჯერ სრული ამბისგან დამოუკიდებლადაც მშვენივრად გრძნობს თავს - “ქალბატონი სადიკო სიკვდილისთვის მზად იყო”, მაგალითად. ეგ კი არა, ზოგ შემთხვევაში პერსონაჟისადმი ემპათია რომ გაგიჩნდეს, არათუ მთლიანი კომიქს-ლექსის, უბრალოდ ამ პერსონაჟის სახელის წაკითხვაც საკმარისია - უჩინარი მანუჩარი და არავისი სიდონია, თუნდაც.

სათქმელია ტრადიციული კომპლიმენტიც, რომ კრებულში ამბები ერთი ამოსუნთქვით იკითხება და თვალიერდება. თუმცა, თითოეული ამბისგან მიღებული ემოცია იმდენად უნიკალურია და თითოეულისგან გამოყოლილი საფიქრალი იმდენად განვრცობადი, რომ ჯობს ეს ამბები გაცილებით მეტი ამოსუნთქვით წაიკითხოთ, ან, დაათვალიეროთ. ამბებს შორის დროის გასვლას აქ იგივე ფუნქცია აქვს, როგორც სუშის სხვადასხვა როლის ჭამის დროს ჯანჯაფილის მარინადს, ახალი გემოს აღსაქმელად რეცეპტორებს წინა გემოს დავიწყებაში რომ ეხმარება.

ცოტა რამ ავტორზეც უნდა ითქვას. ჩვენთან ავტორის დახასიათების ძირითადი ფორმულა რომელიმე უფრო ცნობილი უცხოელი მწერლის აღება და მისი სახელის წინ “ქართველის” წამძღვარებაა (ქართველი ვულფი ან ქართველი კორტასარი, მაგალითად). ვეცდები, ეს წმინდა ტრადიცია არც მე დავარღვიო. ამისათვის კი პერსონაჟებს თუ ავიღებთ ორიენტირად (ძაღლი, რომელიც საკუთარი თავის მოსაძებნ განცხადებებს აკრავს; ინსომნიით დატანჯული ადამიანისადმი ემპათიით განწყობილი პარალიზის დემონი; მრისხანე მეკობრე, რომელსაც პაპიდა ყველაფერს უწუნებს აჩაჩული საყელოს ჩათვლით; კომისართან სტუმრად მისული მისივე დახვრეტილი მოდერნისტის ლანდი და ბევრი სხვა), მაშინ თამამად შეგვიძლია მინდია არაბული ქართველ პეტერ ბიქსელად მოვნათლოთ. თუმცა, თუ იმასაც გავიხსენებთ, რომ მინდიას ყოველი ამბის დასასრული, როგორც წესი, ბოლო ფრაზის მეშვეობით ხსნის კვანძს ან კრავს სულს, მაშინ ავტორის შესაქებად “ქართველი ო’ჰენრიც” შეიძლება გამოდგეს.

ერთი სიტყვით, “საუკუნო უკუნი” ნათელი წერტილია ქართულ კომიქს-პოეზიაში, რომლის ისტორიაც, დიდი ალბათობით, “საუკუნო უკუნითვე” იწყება და წესით, “საუკუნო უკუნით” არ უნდა დასრულდეს, რადგან ამიერიდან ამ ჟანრში კომიქსებს და ლექსებს ერთმანეთისგან მხოლოდ დეფისი თუ დააშორებთ.

სრული მიმოხილვა: https://matarebelicomics.com/blogs/ne...
Profile Image for Nickk.
14 reviews
October 2, 2025
ძაააალიანნნნ კარგიააააა 💚

“ხშირად როცა მიმართლებდა თითქო რაღაც მიმათრევდა
მიმათრევეა საითკენაც მომელოდა კაი ტკენაც
მერე ფიქრებს მომაქსევდა
ამიტომაც მომაქ სევდა.
მომაქ სევდა გასაყიდად სიყმაწვილის ასაკიდან”
Profile Image for Geørge.
96 reviews
October 15, 2025
რეკომენდირებულია წელიწადში რამდენიმე გადაკითხვა.
Profile Image for Ni Didebashvili.
53 reviews1 follower
December 12, 2025
ასეთი საყვარლობა და სიყვარულობა და სიკეთე კაიხანია არ წამიკითხავს 😇 მზე წიგნია 🌸
Profile Image for მარიამო.
1 review
February 13, 2026
“იქნებ აღარ მეძახოდეს, იქნებ გამითავისოს”

მადლობა მინდია🩷
Profile Image for Amiranus Romanus.
57 reviews22 followers
March 17, 2026
მგონი ბავშვობის მერე პირველად დავიჭირე პოეზიის "მუღამი" :D
Displaying 1 - 15 of 15 reviews