Jump to ratings and reviews
Rate this book

ედელვაისებს

Rate this book
ივა ფეზუაშვილის ახალი რომანი „ედელვაისებს“ სასიყვარულო წერილია. წერილი,რომლის მთავარი ადრესატები ლიტერატურა, სამშობლო და შეყვარებული არიან.ავტორი თანამედროვე სამყაროში მიმდინარე რთულ პოლიტიკურ და სოციალურ მოვლენებს ახალგაზრდა მწერალი კაცის პერსპექტივიდან გვიყვება. უსახელო პროტაგონისტი ევროპაში მოგზაურობს, მისი წიგნები სხვადასხვა ენაზე ითარგმნება და გამოიცემა – ერთი შეხედვით, კარიერულად ყველაფერი კარგად მისდის, თუმცა პირად ცხოვრებაში ვერც ალკოჰოლზე დამოკიდებულებისგან თავისუფლდება და ვერც საკუთარი ქვეყნის ბედისგან თავის დაღწევას ახერხებს.გამოსავალის ძიებაში მყოფი, დაუსრულებლად ერთი ქალაქიდან მეორეში გარბის და პასუხების პოვნის ნაცვლად, სულ უფრო მეტ შეკითხვას სვამს: როგორი უნდა იყოს ჩვენი დროის მწერალი? ქვეყნიდან წასვლა, მხოლოდ წასვლაა თუ გაქცევა? და
თუ გაიქეცი, შეძლებ თუ არა მათთან დაბრუნებას, ვისაც გული ბევრჯერ ატკინე? და მთავარი: შეიძლება სამშობლოს სიყვარულით დაიღალო?

212 pages, Paperback

Published January 1, 2025

1 person is currently reading
26 people want to read

About the author

Iva Fezuashvili

5 books22 followers

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
19 (73%)
4 stars
4 (15%)
3 stars
2 (7%)
2 stars
1 (3%)
1 star
0 (0%)
Displaying 1 - 11 of 11 reviews
Profile Image for Sandro Mikeladze.
84 reviews3 followers
October 21, 2025
ხანდახან ვფიქრობ, ქოცები მსგავს მნიშვნელოვან, ხარისხიან და კარგ ლიტერატურას რომ კითხულობდნენ რა იქნებოდა, მაინც ასე მარტივად მანიპულირებადი და დაზომბებულები იქნებოდნენ? მერე ვხვდები, რომ ამ კარგი ლიტერატურის გაგებასაც კარგი შრომა, ცოდნა და კითხვა სჭირდება, რომ ათი გვერდის შემდეგ წიგნი არ გადადო და არ თქვა, რომ არაფრისმომცემი ტექსტია.

ივა საქართველოს თანამედროვე ისტორიაში, ჩემი აზრით, უმნიშვნელოვანესი ტექსტების ავტორია. მწერალია, რომელიც იმ ტრავმებსა და პრობლემებს დაგანახებს და გაგრძნობინებს, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად ილექება შენს ტვინში. 90-იანებიდან მოყოლებული, დღემდე მოსული საქართველოა ივას ტექსტები, რომლებსაც ზურგს უმაგრებს საბჭოთა ისტორიაც. სევდა და გამოსავლის მუდმივი ძებნაა ივას ტექსტები. ტკივილია და თვალის გასწორება, გენეტიკურ მეხსიერებასთან და ტკივილებთან თვალის გასწორებაა ივას ტექსტები.

"მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ პოსტკოლონიური ტრავმების ბუდე."

არ არის მარტივი ამ ყველაფრის გააზრება, შენ თავთან გავლა და მერე ამაზე კარგად წერა. რთული პროცესია, ქართველებს კი ქრონიკულად გვიჭირს ჩვენს თავებთან და ისტორიასთან თვალის გასწორება.

ივამ ეს შეძლო, ოთხივე რომანში (და მე თუ მკითხავთ ნაწილობრივ მოთხრობების კრებულშიც) დაამტკიცა, გადაღეჭა და ეს კარგი ტექსტები აჩუქა ქართულ ლიტერატურას. ეს იყო ნამდვილად ქართული ტრილოგია, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ბოლომდე ვერცერთი ერისთვის იქნება გასაგები ჩვენს გარდა, რადგან ამ ტკივილებს ჩვენს მსგავსად არავინ ატარებს თან.

იყო ტრილოგია და აჩუქა მეოთხე წიგნი - "ედელვაისებს", რომელიც მართლაც სასიყვარულო წერილია. ამ წერილის ადრესატი კი ჩვენი უბედური ქვეყანაა, შიდა და გარე მტრისგან გაუბედურებული, დაჩაჩანაკებული და გასაზიზღრებული, მაგრამ მაინც ჩვენი სამშობლო.

ხოდა იმის თქმა მინდოდა, რომ გული მწყდება. გული მწყდება, რომ ქოცების უმრავლესობა ამ ოთხ რომანს ვერასდროს ვერ წაიკითხავს და გაიგებს ისე, როგორც საჭიროა. გული მწყდება, რომ ივას მსგავსად სხვა კარგ ავტორებსაც ვერ აფასებს ამ ქვეყნის დიდი ნაწილი.

"აჰა, ვუყურებ ფანჯრიდან ცას და ესეც უძიროა, ლურჯი და შეიძლება უფრო ხალასიც და რით ვერ მოვინელე ეს საქართველო? რატომ მექცა ფიქრი ელეგიად და დარდი ლოცვად? არ მინდა სამშობლო, რომელიც მტკივა."

ჩვენ კი, ვისაც გვიყვარს და ორგანულად გვესაჭიროება კარგი ქართული ლიტერატურის კითხვა, შეგვიძლია მადლობა გადავუხადოთ ივას ამ გაწეული შრომისთვის <3

კი, შეუძლებელია ქვეყნის სიყვარულით დაღლა!
November 5, 2025
იკითხეთ ივა. ვიდეო ქონდა გაზიარებული ერთ პროპაგანდულ არხს და ვითომ ღადაობით ეწერათ ამ წიგნზე რომ ,,აკაცუკების დედაენაო". მშვენიერი სათაურია რავი.
Profile Image for Mariam Romanadze.
53 reviews4 followers
November 17, 2025
გამოსავალი არ არსებობს, ვარისლალო!
რაც დარჩი, ეგ მაინც გადარჩი!
Profile Image for Tamta Tavberidze.
22 reviews1 follower
December 16, 2025
იცის ამ კაცმა წერა და გამოსდის!
Profile Image for Luka Khatiashvili.
97 reviews
October 26, 2025
თქვენი არ ვიცი და მე სულ ვეძებ და სულ მენატრება ასეთი ამბების კითხვა.
Profile Image for მწვანე კოღო.
127 reviews10 followers
November 18, 2025
ჯერ ვარსკვლავებზედ: ჩემთვის, 4,5 არის სინამდვილეში.

თავად წიგნზე კი რამდენიმეს თქმა მინდა, არ ვიცი რამდენად დალაგებულად ვიტყვი (ფხიზელი ვარ).

ზოგადად, არ ვიცი, რომელი მწერალი მირჩევნია - ვინც ფხიზელზე წერს მთვრალ პერსონაჟს თუ თავადაც რომ მთვრალია ლირიკული გმირის კვალდაკვალ.

მაგრამ ერთი კი ვიცი, ამათ შორის რომელია უფრო გულწრფელი. შესაბამისად, ეს გულწრფელობა ალბათ პირდაპირპროპორციულია იმის, თუ რა რაოდენობის ალკოჰოლი მიიღო წიგნის წერის განმავლობაში ავტორმა (ვინმემ თუ იცით, გამანდეთ).

თამაშიც გამოვიგონე, drinking game, ვსვამთ ყოველ ჯერზე, როცა პროტაგონისტიც სვამს (რამდენ ხანში დავასრულებთ 200-გვერდიან წიგნს ისე, რომ ყველაფერი გვახსოვდეს?) - როცა დავლევ, დავტესტავ.

თუმცა, მთავარ გმირს რაღაცნაირად არ ვენდობი - ისეთი პერსონაჟია, თითქოს რაღაც უფრო მაგარი უნდა გამოეგონებინა, თვითდესტრუქციის ჟანრში, ოღონდ არა ლოთობა. აი, მშობლებს რომ განვუდგებით ხოლმე იმის გამო, რომ არ დავემსგავსოთ (და ძირითადად რამე უარესს ვაკეთებთ ხოლმე), მაგ მიმართულებით.

აი, სიყვარულის ამბისა კი ნამდვილად მჯერა. თანაც, მხოლოდ და მხოლოდ ასეთი ტრაგიკულის, ალაგ-ალაგ შეულამაზებლის და მართლა ისეთის, რომელიც გემართება, უფრო სწორად კი, შენ თვითონ იმართებ.

და სამშობლოს ამბისაც მჯერა, ვარისლალო. ვაი, რომ, მაგის მჯერა ყველაზე მეტად. განსაკუთრებით, ამხელა დოზის აწმყო რომ შემოდის, ის, რაც სინამდვილეში ხდება და ის, რომ სალ კლდეებში, სინამდვილეში, რომც მოვინდომოთ, არც არავინ გვიცვლის რამეს. მაგრამ ჩვენ არც მოვინდომებთ, რადგან მატარებლებში, განსაკუთრებით მოძრავ მატარებლებში, ჩვენ მხოლოდ სამშობლოზე ფიქრი შეგვიძლია და მეტი არაფერი.

რომ ზოგი ედელვაისი მოწყვეტილი და სისხლიანი ჩექმით გათელილია, ზოგიც კი, ჩარჩოში ლამაზად შენახული - და ზუსტად ეს არის ცხოვრებაც.

I would love to repeat please.
Profile Image for Kristina.
270 reviews9 followers
December 4, 2025
დამღლელ უიმედობის ჟანრს ვუწუნებდი ბუნკერში. დამღლელი უიმედობა ახლა რეალობაა, შესაბამისად იკითხება ვითარცა წყარო ანკარა. ქიქოძე - მორჩილაძე ჟანრი/სტილი ოღონდ სხვა თაობა, სხვა სათქმელი და სხვა სევდები. სევდიანი ქართველი კაცების (და ქალებისაც ზოგჯერ) ზედოზირება მაქვს რეალობაში თუ წიგნებში. აქ არ შემაწუხა, არც შემეცოდა, საერთოდ ვეღარაფერი ვიგრძენი იმიტომ რომ მთავარი პერსონაჟის არ იყოს და ვი ღა ლე! (ქიქოძის კითხვა დავიწყე და ერთი ვარსკვლავი დავუმატე ივას.)
Profile Image for Giorgi Baskhajauri.
139 reviews22 followers
November 15, 2025
სოლ ბელოუს აქვს ასეთი ტექსტი, The Dangling Man - ფრონტზე წასვლამდე ყოფნა-არყოფნის, მოლოდინის, წყალშემდგარი ცხოვრების უაზრობაში გამოკიდებულ კაცზეა, რომლის რუტინაში ომში წასვლის გარდაუვალობა წვე���-წვეთად ჟონავს.

ივასთან ეს ფრონტი სამშობლო [საქართველო], აქ დაგროვებული ტრავმები და კომპლექსებია, რაც ასე შორიდან საინტერესოა, მაგრამ "ედელვაისებში" ვერც პროტაგონისტს გავუგე ბოლომდე, თითქოს პერსონაჟი ვერ იხსნება. ნაჩქარევ, ცოტა ზერელე ტექსტს ჰგავს, რომელიც ჩემთვის ბოლო ნაწილმა გადაარჩინასავით.

ან, იქნებ, მთელი პრობლემა ისაა, რომ 35 წლის სის-ჰეტერო კაცის გაუთავებელი ქალებზე ფიქრი ჩემთვის საინტერესო ვერ იქნება, ან, სულაც, მე ზედმეტად სასტიკი, მწარე და დამცინავი ვიყავი საკუთარი თავის მიმართ, როცა ვლოთობდი და იმასთან შედარებით, "ედელვაისებს" უმარილო მეჩვენა.
Profile Image for Mickey.
40 reviews3 followers
October 12, 2025
AR DAVAYOVNE

სულ მინდოდა, მცოდნოდა გამოღრევებული ადამიანის გამოღრევებული შვილი, რატომ ღრევდება. და როცა დაunღრევდება, მერე ისევ ღრეობას როგორ იწყებს.
ივა საერთოდ ძალიან ბევრ ისეთ რაღაცას ამბობს ხოლმე, რომ არ ვიცოდი, რომ მინდოდა, რომ მეთქვა. კოკა-კოლა, ყავა და კონიაკიც ჩემი მანტრაა, ქრონიკული ჰოლდენ კოლფილდიც ვარ და syndrome of unbelonging ხომ შესისხლხორცებულია. არ ვიცი, მოვიფიქრებ კიდე. ბახალას კამეო ძააან გამიხარდა<3
Profile Image for ლუკა ჭყოიძე.
118 reviews5 followers
November 16, 2025
როგორი ნაცნობი, როგორი მძიმე, როგორი სულისა და გულის გამაწვრილებელი, როგორი სევდიანი, როგორი ტრაგიკული, როგორი ალკოჰოლური, როგორი ლამაზი, როგორი პოეტური, როგორი რეალობაზე თვალის ვერგამსწორებელი, როგორი რეალობასთან შესაჯახებელი, როგორი პატრიოტული, როგორი უსიყვარულო, როგორი სასიყვარულო, როგორი შავი, როგორი ბნელი, როგორი ნათელი და როგორი პესიმისტური, როგორი მომავლის იმედის გულში გამღვივებელი რომანია, ჩვენი ხელის-ხელ საგოგმანები საქართველოსავით.
Profile Image for ნიკა ბერიძე.
149 reviews3 followers
November 16, 2025
მიყვარს მე ეს კაცი, თან მრავააალ ჟამი ეერ! მარტო სათაურად ღირს ეს წიგნი.
Displaying 1 - 11 of 11 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.