What do you think?

ომი
„ომის“ პერსონაჟი ყოფილი პოლიტიკოსია, რომელმაც პარტია დატოვა, თუმცა საკუთარი თავის ტყვეობას ვერსად გაურბის. „დეპუტატი“ ბევრს ესაუბრება ორ მეგობარს, ორ განსხვავებულ არქეტიპს – „ავაზაკსა“ და „მწერალს“. მათთან დიალოგებში წარმოჩნდება ქვეყნის უახლესი ისტორია, მსოფლიოს მიმდინარე ომები, მორალური დილემები და ჰუმანიზმის კრიზისი.
არჩილ ქიქოძის რომანში ომი უხილავია. საზოგადოებას დამაკავშირებელი ძაფები გაუწყდა. ყველა ყველას წინააღმდეგაა. ყველა თავისებურად ცდილობს გადარჩენას, მიუხედავად იმისა, რომ გადასარჩენი თითქოს არაფერი ხდება.
რომანის მთავარი პერსონაჟი მკითხველმა თვითონ უნდა გამოიცნოს. „ომს“ გმირები არ ჰყავს, მაგრამ ჰყავს სამი ნიღაბი, როგორც ძველ დრამებში ან კომედია დელ არტეში – დეპუტატი, მწერალი და ავაზაკი.
ძველად ფიქრობდნენ, რომ ცხოვრება მოკლეა, ხელოვნება კი დღეგრძელი; რომ არსებობს მარადიული ფასეულობები და ჭეშმარიტება. „ომში“ ეს უთუობა შერყეულია. გადარჩება თუ არა ეს ფასეულობები? და თუ გადარჩება, როგორ და ვის ხელში? – ესაა „ომის“ მთავარი შეკითხვა.
ძველ თეატრში ნიღაბი ორი იყო – ტრაგიკული და კომიკური. „ომსაც“ ეს ორი სახე აქვს. თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში იშვიათად თუ შესძლებია ვინმეს, ასე ზუსტად აღეწერა ის, რასაც მათეს სახარებაში დღის სიბოროტე ჰქვია. არჩილ ქიქოძე ამ სიზუსტეს წყვეტილი, ფრაგმენტული, მოზაიკური აღწერით ახერხებს. გროტესკი და რეალიზმი განურჩეველი ხდება.
ზაალ ანდრონიკაშვილი

- GenresGeorgian
237 pages, Paperback
Published January 1, 2025
About the author
Archil Kikodze
14 books121 followersარჩილ ქიქოძე დაიბადა 1972 წელს, თბილისში. 1989 წელს დაამთავრა თბილისის მესამე ექსპერიმენტული სკოლა. 1989 წლიდან 1992 წლამდე სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე, 1992 წლიდან სწავლობდა თბილისის სახელმწიფო თეატრისა და კინოს ინსტიტუტში ჯერ კონოსაოპერატორო, შემდეგ კი კინოდრამატურგიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1999 წელს. 1991-1994 წლებში იყო სამაშველო სამსახურ “სანთელის” წევრი და მონაწილეობას იღებდა სამთო სამაშველო ოპერაციებში. გატაცებული იყო ალპინიზმით. დღემდე მუშაობს როგორც გამყოლი ველური ბუნების და ეკოტურიზმის გამყოლი. 21 წლის ასაკიდან დაკავებულია ლიტერატურული მოღვაწეობით.[1]
არჩილ ქიქოძის მოთხრობები, ესსეები, სტატიები და ფოტოები უკანასკნელი ათი წელია იბეჭდება ქართულ ჟურნალებში და ლიტერატურულ პერიოდიკაში. არის შვეიცარიაში გამოსული ორი ბროშურის ავტორი სვანეთსა და ხევის შესახებ და გარემოს დაცვის სამინისტროს დაკვეთით დაწერილი აქვს ტურისტული გზამკვლევი თუშეთის ეროვნული პარკის და ლაგოდეხის ნაკრძალის შესახებ.
[b]ჯილდოები[/b]
- პრიზი საუკეთესო დებიუტისთვის თბილისის წიგნის ბაზრობაზე, კრებულისთვის “ირემი და ლიმონათი” (2002)
- ლიტერატურული პრემია “გალა” ნომინაციაში წლის წიგნი, კრებულისთვის “მყუდრო” (2009)

Ratings & Reviews
Friends & Following
Create a free account to discover what your friends think of this book!
Community Reviews
Displaying 1 - 23 of 23 reviews
January 18, 2026
ეს წიგნი არ არის ომზე, რადგან "ჩვენთან ომი არ არის… ჩვენთან ომით გვაშინებენ, მშვიდობას გვამადლიან." ეს წიგნი ტრავმირებულ ქართველებზეა, რადგან "საქართველო ტრავმირებულთა ერთი დიდი სეანსია, ოღონდ ჩვენთან ყველაფერი უკუღმაა - სეანსის შეშლილი წამყვანები მონაწილეების ჭრილობებში დაფათურობენ, იარებს უმიზეზებენ, გაყუჩებულ ტკივილებს უცოცხლებენ. ეშმაკი შეშლილები და ტკივილისგან გაშმაგებული მათი პაციენტები, რომლებიც სადაცაა ყელში უნდა სწვდნენ ერთმანეთს, ერთმანეთის სიძულვილში იბანაონ, ერთმანეთის სისხლით დაძღნენ. მერე კი შეძლება კათარზისიც დადგეს, მაგრამ - არა, უფრო ძილქუში იქნება, ჩადენილის დასავიწყებელი ხანგრძლივი და პირქუში ძილქუში...". ამიტომაც არის მნიშვნელოვანი - ის მხოლოდ დეპუტატზე, მწერალსა და ავაზაკზე არ არის. თითოეულ ჩვენგანზეა და იმისთვის დაიწერა, რომ გამოვფხიზლდეთ.
March 12, 2026
აირჩიე მშვიდობა; აირჩიე ღირსება; აირჩიე ზრდილობა; აირჩიე IQ.
ჩემთვის დიდი პატივია, რომ ამ წიგნის დამწერთან ერთად მიტირია... რუსთაველზე... გაზით

March 3, 2026
მოგზაურობის დღიურებს თუ არ ჩავთვლით, არჩილ ქიქოძის ბოლო პერიოდის მხატვრული პროზა აღარ მომწონს. დაკარგული აქვს ის პეწი, რაც მის საწყის მოთხრობებსა თუ რომანებს ახასიათებდა.
ამ წიგნის მთავარი მინუსი ჩემი გადმოსახედიდან ის არის, რომ თუ უშუალო თვითმხილველი ან თანამონაწილე არ ხარ დღევანდელ საქართველოში მიმდინარე პროცესების ან ოდნავ უფრო ადრე განვითარებული მოვლენების, რთულია წარმოდგენის შექმნა საერთოდ რაზე წერს.
დავიწყებისთვის განწირული წიგნია.

June 8, 2026
1.5 - გინდ წაგიკითხია, გინდ - არა.
December 13, 2025
ერთი ვარსკვლავი მიმდინარე მოვლენების აღწერაში დავუწერე. დანარჩენი აბა რა ვთქვა, ქალების და inherently საკუთარი თავის ზიზღი/შიში გასაგებია. მთელი ერი მანდ ვბანაობთ, მაგრამ უფრო მკაფიო ხატებს ველოდი და სიმძაფრეს.
April 24, 2026
Hey Siri, what should I write about this book?
სირის ვერ გავაგებინე რა მინდოდა, ამიტომ მე თვითონ გეტყვით, რომ ძალიან იმედგაცრუებული ვარ, თუ გინდათ სიმართლე.
ხოლო ის, რომ იმედი გამიცრუვდებოდა, პირველივე გვერდიდან ვგრძნობდი.
არ ვიცი რა, მე არჩილ ქიქოძე თხრობის გამო მიყვარს და ამ ამბის მოყოლა კი არც ისე კარგად გამოუვიდა.
სიმართლე ვთქვა, რას ცდილობდა ისიც კი ვერ გავიგე.

April 16, 2026
ამ კაცისას ყველაფერს აქებთ და ესეც კაი ნაგავს წერს თურმე ;დ
December 12, 2025
ყოველი ახალი გვერდის წაკითხვის შემდეგ, ისეთი გრძნობა მქონდა, რომ რაღაცით დავჯილდოვდი. თითქოს ტექსტი თავის თავში გაძრომიალებს და თუ თუ ყველა კუთხეში შეიხედავ, ყველა შრეს ამოიკითხავ, არასდროს დაგტოვებს ამ რომანით განცდილი და გაგებული. თანამედროვე ქართული პროზის ძალიან მნიშვნელოვანი, დროს რომ გაუძლებს და დათრგუნავს, ისეთი წიგნია.
December 14, 2025
ბოლო 2-3 წელიწადია, რაც ჩვენს ქვეყანაში უმართავი პროცესები მიმდინარეობს, არის სრული განუკითხაობა და უიმედობა. ამ ყველაფერს სჭირდება სწორი რეფლექსია მაქსიმალურად მოკლე დროში, მათ შორის, ლიტერატურის მხრიდან. არჩილზე უკეთ ამას ბევრი მწერალი ნამდვილად ვერ მოახერხებდა.
“დამოკიდებულთა და ტრავმირებულთა დუნე ტაში…
მე ალაბამა ვარ და მე ალკოჰოლიკი ვარ! მე ალაბამა ვარ და ძალადობის მსხვერპლი ვარ!
ბრრრ! დეპუტატს აჟრიალებს.
სანამ აქ დაბრუნდებოდა რამდენი ომი გამოიარა?! ისრაელშიც იყო, მანამდე ყარაბაღშიც… აი, ჩვენამდეც ჩამოვიდა. დაგვხედა. ჩვენთან ომი არ არის… ჩვენთან ომით გვაშინებენ, მშვიდობას გვამადლიან. საქართველო ტრავმირებულთა ერთი დიდი სეანსია, ოღონდ ჩვენთან ყველაფერი უკუღმაა - სეანსის შეშლილი წამყვანები მონაწილეების ჭრილობებში დაფათურობენ, იარებს უმიზეზებენ, გაყუჩებულ ტკივილებს უცოცხლებენ.”
ეს არის ტკივილით სავსე ტექსტი, ტექსტი რომელსაც სამი ძირითადი არქეტიპი ჰყავს, მაგრამ არცერთი მათგანი არ არის მთავარი პერსონაჟი. ტექსტია, რომელსაც არ აქვს რომანისთვის დამახასიათებელი სტრუქტურა, ბოლოს და ბოლოს, ფინალი არ აქვს ისევე, როგორც ამ ქვეყნის უბედურებას. კონფორმიზმის სიდამპლეზე და ბოროტებაზეა არჩილის ეს რომანი, კონფორმიზმზე, რომელიც ისტორიულად ერთ-ერთი მთავარი მტერია ამ ქვეყნის.
აუცილებელია იმ ლიტერატურის კითხვა, რომელიც ბოლო წლებში საქართველოში იქმნება, აუცილებელია იმისთვის, რომ გადავრჩეთ, როგორც საზოგადოება.
P.S. “იაგოველები” და ზოგადად, გირჩელები წინასწარ შეემზადეთ, არამგონია ნასიამოვნები დარჩეთ.

December 18, 2025
შეიძლება ძალიან დიდი მოლოდინის ბრალია, რომ იმედი გამიცრუვდა. კარგი, რბილი საკითხავია, თანამედროვე მოვლენებია, მაგრამ ეს არც დიდებული წიგნია და არც შესანიშნავი წიგნი. cheesy - ამერიკელები როგორც იტყოდნენ
December 2, 2025
აუცილებლად წასაკითხი წიგნია, განსაკუთრებით ახლა და ამ პირობებში. შეიძლება არ მოგეწონოს, მაგრამ უნდა წაიკითხო!
March 22, 2026
გენიალური წიგნი ქართულ თანამედროვეობაზე. გენიალურად მოხელთებული, დაღეჭილი და გადმოფურთხებული სიბინძურე, ოღონდ არა მორალისტურად- სევდიანად.
March 13, 2026
"მერე დეპუტატმა ჰკითხა, ის ახალგაზრდები თუ მოსწონდა, უკვე ამდენი ხანია ჯიუტად რომ დგანან რუსთაველზე, ცემას, შეურაცხყოფას რომ უძლებენ. ეშინიათ, განა არ ეშინიათ, მაგრამ დგანან. რამდენი ციხეშია უკვე და სასამართლოებზეც როგორ უჭირავთ თავი! ახალგაზრდები, რომლებმაც მიამიტურად დაიჯერეს, რომ სახელმწიფოში დაიბადნენ. უფროსებმა დავაჯერეთ, მერე კი ზურგი ვაქციეთ."
მახარებს, რომ ქიქოძის დარ წამყვან მწერალს შეუძლია პირდაპირ ჩვენი დღის წესრიგით და პოლიტიკურობით გაჟღენთილი ტექსტი გამოსცეს. ისიც მიხარია, რომ მოვლენებს საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლის თვალთახედვიდან ვეცნობით. უფრო გამიხარდებოდა, იმ საქართველოში მეცხოვრა, სადაც ეს წიგნი მხოლოდ ცვალებადი სამყაროს წინაშე ქართველი შუახნის კაცების დაკარგულობასა და სევდიან უკბილობაზე არ არის, სადაც ზემოთ მოყვანილი ციტატის ბოლოს "ზურგი ვაქციეთ"-ს "მაგრამ" მოჰყვება. მაგრამ ამ ამბავში საბოლოოდ იმას ვხედავთ, რომ "დაკარგული თაობის" კაცების მიმართ მხოლოდ თანაგრძნობა თუ სიძულვილია გასაგები. იმედი და კვლავ ბრძოლისთვის მოწოდება მათ ცხოვრებაში უადგილოა. ხდება ხოლმე...
ცეცხლი ოლიგარქიას!

March 6, 2026
არჩილ ქიქოძეს თანამედროვე ქართველ მწერლებში ერთ-ერთი გამორჩეული სტილი აქვს, გრძელი და მოკლე წინადადების ნაზავი, ვითომ ქაოსური აბზაცები, თუმცა ბოლოს აზრობრივად და ემოციურად რომ ლაგდება, ასევე ძალიან კარგად ჩართული მოკლე დიალოგები და დიალოგში გრძლად მოთხრობილი ამბები. ეს სტილი უბრალოდ ძალიან კარგია. ამბის მოყოლას გავს, სოფელში, ძველ მაგიდასთან.
რაც შეეხება წიგნის სიუჟეტი, ძალიან კარგი რეფლექსიაა, საქართველოში ბოლო 2-3 წელში მომხდარი ამბების. ბევრი გამოთქმულია აზრი და სიტყვა კარგია, მაგრამ უკეთესი - შემდეგ საფიქრალს რასაც ტოვებს. ეგაა არჩილის მოყოლის ხიბლიც, რომ საფიქრალს გიტოვებს, აბა ხო არ დაგიღეჭავს, რომ იმ დეპუტატს სინდისი ქენჯნიდა, რომ მწერალს გული წყდებოდა შვილს რომ დიდ ვერაფერს უტოვებდა. ქართველი კაცების ყოველდღიური ქაოსური და საშინელი პირადი განსაცდელები და ისტორიებია, რითაც ამ ქვეყანაში ცხოვრობენ და იტანჯებიან, საბოლოოდ კი საკუთარ თავთან ომს, აუცილებლად წაგებულები ამთავრებენ.

Hey siri what is war?
War is a state of armed conflict between different countries or different groups within a country.
A sustained campaign against an undesirable situation or activity.
War is also the title of a brilliant novel by Archil Kikodze.
ე რ კ ო ტ ა❤️
ბევრი მწერალია, რომელიც ძალიან მაგარია, უფრო ბევრია რომელიც ვერც ისეთი მაგარია და არის არჩილი, რომლის ტექსტებსაც ახლავს ერთი მაგიური შეგრძნება, თითქოს შენი ტექსტია, თითქოს ეს ყველაფერი უკვე გააზრებული გაქ, არადა საჩუქარია ჩემთვის - მაგლისთვის.
SALVE - დიდ ლიტერატურას.

February 22, 2026
ეს წიგნი ძლივს გავლიე. გაიწელა.
არ აქვს პროლოგი ,,დაფუძნებულია რეალურ ამბავზე" მაგრამ მე ხომ ქართველი ვარ და მე ხომ ვიცი პირველივე გვერდი რაღაც ისეთს აღწერს, რაც გუშინ მოხდა.
ალბათ ამიტომ ვითრევდი ფეხს, რომ ცუდი დასასრულის მეშინოდა.
"ამ ამბის დასასრული ნებისმიერ შემთხვევაში ცუდი იქნება და ეშინია იმიტომ, რომ წიგნს, ნამდვილ ლიტერატურას, აქვს ძალა, რომ ახდეს. "
...
სანდრო, გთხოვ ამბავი კეთილად დაასრულე.

This entire review has been hidden because of spoilers.
December 12, 2025
3.5
რაღაცით ბოლანიოს “spirit of science fiction” გამახსენა.
“ან იმდენი ტყუილი ვთქვით, რომ სიტყვებს შინაარსი გამოვაცალეთ.
სიტყვების აღარ გვწამს. აღარ გვეშინია…
გაბუდაყება ჰქვია მაგას.
რას?
უშინაარსობას. შინაარსის გამოცლას.
მართლა ეგრე ჰქვია?!
არა, სხვა რამეს ჰქვია, მაგრამ მე ვეძახი. ჩემი ნება არ არის?! “

November 28, 2025
პერუს დღიურში დაპირებული რომანიც დაწერა და საკმაოდ საინტერესო და ემოციურია.
იაგო შენი კვნესამე
@იაგო ხვიჩია
იაგო შენი კვნესამე
@იაგო ხვიჩია
May 25, 2026
საუკუნე მოვანდომე წაკითხვას
August 19, 2026
იმდენად მიყვარს არჩილ ქიქოძე, თავს უფლებას მივცემ, ეს წიგნი დაივიწყოს.
February 28, 2026
ბოლო 2 თავის წაკითხვას ალბათ 1 კვირაზე მეტი მოვანდომე. გული არ მიწევდა წასაკითხად. წიგნი ძალიან ახალია, მაგრამ წერა, როგორც ჩანს ახლახან არ დაუწყია, სულ ახალი ამბები ბოლოსკენაა მოხსენიებული, გაკვრით, ამდენი ხანია რუსთაველზე დგანან ახალგაზრდებიო, 2024 ის დეკებრის თემებია, აშკარად, ახლა 2026 ის თებერვლის ბოლოა და ისევ იქ დგას ხალხი....
ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ წიგნით ვერ აღვფრთოვანდი, იმდენი მასალაა, იმხელა, ზღვა ინფორმაცია და ეს წიგნი თითქოს საშინაო დავალებას გავდა: აღწერეთ რამე თანამედროვე მოვლენები, ისე, რომ ცნობილი არავინ ახსენოთ, თან ყველა მიხვდეს ვისზე ვლაპარაკობთ.
თხრობა ზედაპირულია და რაღაცნაირად უფრო პირადული, ვიდრე ასე საჯარო, 2-3 დღეში წასაკითხი წიგნია, მე მომწყინდა, დიდხანს გამეწელა და ამიტომ დამღალა საკმაოდ.
ასე მგონია, რამდენიმე წლის მერე ვინც წაიკითხავს, ვითომ შეფარული ხალხის ვინაობას ვეღარც მიხვდება, იმდენად არ იყვნენ საინტერესოები.
ბევრად მეტის მოლოდინი მქონდა, ამხელა გამოხმაურების მერე.

December 29, 2025
თავიდან უფრო მომწონდა, ვიდრე ბოლოს. ახლა აუცილებლად(მეტნაკლებად) ყველამ უნდა წაიკითხოს
Displaying 1 - 23 of 23 reviews