კრებულში შესული ორივე პიესა თანამედროვე საზოგადოების ერთგვარი კარიკატურაა. „პათეტიკური მონოლოგები“ თეატრისა და კინოს ღვაწლმოსილი მსახიობის პანაშვიდის სცენით იხსნება, ხოლო „CO2”-ში ანონიმური ალკოჰოლიკები „ზუმში“ მართავენ შეხვედრას.
თავად ავტორი ასე აღწერს პიესებს:
„პათეტიკური მონოლოგები“ გრძელი და გაწელილი პიესაა, მაგრამ იქნებ სწორედაც რომ ასეთი უნდა იყოს.
„CO2“ მამაკაცი მსახიობების თხოვნით დაიწერა და აქედან გამომდინარე, პიესა ცდილობს გაათახსიროს კაცი, როგორც გენდერი.
„პათეტიკური მონოლოგები“ თეატრის სცენაზე 2023 წლის დეკემბერში დაიდგა (თეატრალური კომპანია „ჰარაკი“), ხოლო „CO2“– 2025 წლის აპრილში (თეატრი ათონელზე). ორივე დადგმის რეჟისორი ილია ქორქაშვილია.
თემო რეხვიაშვილი თანამედროვე ავტორი, დრამატურგი და მსახიობია. არის თეატრალური კომპანია “ჰარაკის” თანადამფუძნებელი. 2019 წლიდან თემურ ჩხეიძის სახელოსნოს წევრია. 2017 წელს, გვანცა ენუქიძესთან ერთად, ჩამოაყალიბა პოეტური გაერთიანება “ყველასთვის ხელმისაწვდომი დრამატული პოეზია” რომელშიც ოცდაათამდე პოეტი იყრის თავს.
ეს არის ჩემი ორი საყვარელი პიესა და მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ფიზიკური, ბეჭდური ვერსიაც ხელთ მაქვს. წაიკითხეთ, მეგობრებო, აუცილებლად წაიკითხეთ და სპექტაკლებზეც წადით. მე გირჩევდით, რომ პირველად მაინც ცოცხლად ნახოთ, ვინაიდან პიესა იწერება იმისთვის, რომ დაიდგას. ამის შემდეგ, როცა მოგენატრებათ, შეძლებთ, რომ გადაიკითხოთ წიგნში არაერთხელ. “CO2” ძალიან მაგარია, მაგრამ “პათეტიკური მონოლოგები” მაინც ჩემი ფავორიტია, ოთხჯერ ვიყავი და არცერთხელ მომბეზრდა, პირიქით, ყოველ მისვლაზე უფრო ვხალისობ.
ძალიან მოყვარს ეს ორივე პიესა განსაკუთრებით "პათეტიკური მონოლოგები" რამდენჯერმე ვნახე და ყოველ მისვლაზე უფრო და უფრო სასაცილოა. ავტორს ვურჩევ, უფრო მეტად პიესები წეროს, ვიდრე პროზა :)