ათასწლოვანი მუხის ფესვებქვეშ საიდუმლოს სძინავს და არავინ იცის რა მოხდება, თუ ერთ დღეს გაიღვიძებს. პატარა ზილხა უდარდელად ცხოვრობს და არ სჯერა ბებიის, დიდი ზილხას, უძველესი ამბების. მისთვის ეს მხოლოდ ზღაპრებია.მაგრამ, ერთხელაც, სიმშვიდე ირღვევა – მიწისქვეშეთში იღვიძებს ის ძალა, რომელიც სამყაროს განადგურებით ემუქრება. იმ დღიდან ზილხას ცხოვრება იცვლება. სამყაროსთან მარტოდმარტო დარჩენილი გოგონა აღმოაჩენს, რომ ბებიის მონათხრობი ამბები უბრალო ზღაპრები კი არა, სიცოცხლის გადარჩენისთვის აუცილებელი ცოდნა ყოფილა. ზილხა მოგზაურობს სამყაროში, სადაც ცადაწვდენილი ტოტები და მიწისგულამდე ჩასული ფესვები ერთმანეთს ერწყმის, სადაც ვეებერთელა ხეები ტყეს რიგ-რიგობით იავნანათი აძინებენ, სადაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე უცნაურზე უცნაური არსებები ცხოვრობენ, სადაც ლეგენდა რეალობად იქცევა და ბავშვური სიზმრები – საგმირო საქმეებად. ზილხამ უნდა დაიჯეროს, რომ ერთი უსუსური პატარა გოგონა არ არის – საკუთარ თავში სამყაროს გადასარჩენად საჭირო ძალა უნდა მოიძიოს. „პატარა ზილხას დიდი თავგადასავალი“ – ფენტეზის ჟანრშია დაწერილი და დაფუძნებულია აფხაზურ მითოლოგიასა და იმ ჭეშმარიტებაზე, რომ ყველაზე დიდი ძალა საკუთარი თავის რწმენაა.
Natalie Davitashvili born 3 July, 1964 Natalie is a writer of fantasy fiction. Her first book, ‘The Story of Lile Iroeli’, was published in 2007. In the following year she won first prize in the ‘Golden Feather’ competition for unpublished works of children’s literature with ‘When the Winged Lions Return’, which was published in 2009. In 2011 her third book ‘In the Mist and beyond the Mist’ was published and it won the Tbilisi City Assembly Gala Literary Prize. Next book “Four Lands and Four Pillars” was published in 2012. In 2015 was published her Seventh book “Aia's Way”. Natalia has created her own unique world. The stories of all four published books unfold within this world which, as a main rule of the fantasy genre, has a strong logic and a firm structure.
ზილხას ისტორიის შესახებ ჯერ კიდევ წიგნის გამოქვეყნებამდე გავიგე და დიდი მოლოდინით ველოდი მის გამოსვლას.
აფხაზური ლიტერატურა თუ მითოლოგია ჩვენში ნაკლებადაა ცნობილი. ამ ისტორიაში კი ყველა პერსონაჟი აფხაზური მითოსიდანაა და ეს მას კიდევ უფრო მეტად საინტერესოს ხდის.
წიგნი უფრო საბავშვოა და ეს გათვლა სტრატეგიული მიდგომაა, რომ მალევე შეძლონ პატარებმა აფხაზური გმირების გაცნობა, შეყვარება და გათავისება.
ერთი ამოსუნთქვით იკითხება. თხრობის დინამიკაც უფრო ბავშვებზეა მორგებული. ახალი გმირები მალ-მალე შემოდიან და გაცნობენ თავს. მხოლოდ ერთს ვისურვებდი, მიწისქვეშა სამყაროზე მეტი ინფორმაციის მოწოდებას, მაგრამ, ეს მაინც არაფერს აკლებს ამ ისტორიას.