ბაში-აჩუკი არის აკაკი წერეთლის ისტორიული რომანი რომელიც ეხება 1659 წლის კახეთის აჯანყებას. ამ აჯანყების დროს მთელი საქართველო გაერთიანდა სპარსეთის წინააღმდეგ.
Prince Akaki Tsereteli (Georgian: აკაკი წერეთელი; June 9, 1840-January 26, 1915) was a prominent Georgian poet and national liberation movement figure.
Born in the village of Skhvitori (Imereti region of western Georgia) on June 9, 1840, to a prominent Georgian aristocratic family; his father was Prince Rostom Tsereteli; his mother, Princess Ekaterine, was a daughter of Ivane Abashidze and a great-granddaughter of King Solomon I of Imereti. Following an old family tradition, Akaki Tsereteli spent his childhood years living with a peasant’s family in the village of Savane. He was brought up by peasant nannies, all of which made him feel empathy for the peasants’ life in Georgia.
He graduated from the Kutaisi Gymnasium in 1852 and the University of Saint Petersburg Faculty of Oriental Languages in 1863. Prince Akaki Tsereteli was a close friend of Prince Ilia Chavchavadze, a Georgian progressive intellectual youth leader. The young adult generation of Georgians during the 1860s, led by Chavchavdze and Tsereteli, protested against the Tsarist regime and campaigned for cultural revival and self-determination of the Georgians.
He is an author of hundreds of patriotic, historical, lyrical and satiric poems, also humoristic stories and autobiographic novel. Akaki Tsereteli was also active in educational, journalistic and theatrical activities. The famous Georgian folk song Suliko (full English version[1]) is based on Akaki Tsereteli’s lyrics. He died on January 26, 1915 and was buried at the Mtatsminda Pantheon in Tbilisi.
ბაშუ-აჩუკს ბევრს დასცინიან თანამედროვენი, ვფიქრობ მათ გონიათ რომ აკაკის ეს უკდავი გმირი ასახავს იმ წარსულს რომელიც დამთავრდა და აღარ განმეორდება ... არა მეგობრებო, სახელები შეიცვლება სხვა მეტი არაფერი !
გამიხარდა, რა კარგია, წერეთელს დადებითი პერსონაჟები ორივე მხრიდან ჰყავს, ყველა ეროვნების ადამიანში შეუძლია კარგის დანახვა-მეთქი და უცებ, ერთადერთი მოსაწონი, ღირსეული სპარსი გმირიც ქართველი აღმოჩნდა :)))))))
ნუ ახლა რა სათქმელია, რომ უდაოდ ყველა ქართველს უნდა ჰქონდეს წაკითხული. მეტიც, ვისაც კი ნამდვილი ლიტერატურის შეცნობა უნდა იმათაც. მე იმას ვიტყვი, რომ წერეთელი გენიოსია. ბევრს არ ვიბუტბუტებ შესაძლოა ზოგს არ მოსწონდეს ეს მოთხრობა, მაგრამ მაინც ალბათ ყველა აღიარებს როგორც ღირსეულ ნაშრომად♥️
აკაკიმ წარმატებული კარიერა უფრო პოეზიაში გაიკეთა, ვიდრე პროზაში, მიუხედავად იმისა, რომ ეს ნაწარმოები ძალიან ცნობილია, მაგრამ ამ ნაწარმოების პოპულარობა, ჩემი აზრით ფილმა უფრო განაპირობა.
ძალიან მწყდება გული იმაზე, რომ აკაკიმ თავისი ნიჭი ბოლომდე ვერ გამოავლინა პროზაში და ქართულმა ლიტერატურამ დაკარგა ისეთი მწერალი, რომელსაც შეეძლო ძალიან დიდი რომანები დაეწერა და ქართული რეალიზმის ეპოქაც დაეწყო.
ისე აკაკი ამ წიგნში სუფთა ქართულ ფენომენს აჩვენებს. ნიჭი აქვს მწერალს და ისე ლამაზად წერს და ისე ხატავს გარემოს, თითქოს შენც იქ ხარ და რომელიღაცა პერსონაჟს განასახიერებს. ასევე გულზე გხვდება თითეული სიტყვა, რომელსაც გმირები ამბობენ. განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია ის ეპიზოდი, როდესაც ერისთავი არ ეთანხმება აჯანყებას და იმ პოზიციას ირჩევს, რასაც დღეს ვაი - პატრიოტები ქადაგებენ - ანუ " აბა ომი გინდა ძმაო? - მთავარი მშვიდობაა!"
ასევე კარგად აჩვენებს სამშობლოს გულისთვის თითეული ადამიანი რა მხსვერპლს იღებს - იქნება ეს მეფე, თავადი, მღვდელი, გლეხი, თუ უბრალოდ ახალგაზრდა ქალები. არც იმ ქართველებს ივიწყებს სიხარბის გამო საკუთარ დედას და ცოლ - შვილს რომ გაყიდიან...
მაგრამ, როგორც თავში აღვნიშნე ქართულ ფენომენს აჩვენებს აკაკი - მეთქი - ჰოდა ეს ქართული ფენომენი მდებარეობს იმაში, რომ საკუთარი პატივმოყვარეობის საამებლად აფუჭებს მთელ ნაწარმოებს, რაღაც კუთხური იდიოტიზმით და ეგ რომ არ იკმარა საკუთარი გვარის განდიდებაც თან დაურთო.
ხო, იმერელი თუ არ გაიჩითა, ისე კახელები ღვინოსაც ვერ დააყენებდნენ.
არ ეკარება ესეთი ბავშვური გამოხტომა მწერალს.
ნუ, სიუჟეტური ხაზი თანდათანობით რომ ქართულ ხალხურ ზღაპარს ემსგავსება, ეგ საერთოდ ასამარებს ამ წიგნს.