ლადო კილასონია საქართველოს ოცწლამდე მორაგბეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელია. ქართულ ლიტერატურაში 2008 წელს გამოჩნდა, არის პრემია "საბას" ხუთგზის ფინალისტი, "ერთი მოთხრობის", "ლიტბუნიობის", "გურამ რჩეულიშვილის" სახელობის კონკურსების პრიზიორი და ჟურნალ "ჩვენი მწერლობის" ლიტერატურული პრემიის გამარჯვებული. ეს მისი მეათე წიგნია.
მთავარი პერსონაჟის შვილს კლასელი ჩაგრავს. მჩაგვრელის მამა მმართველი პარტიის მაღალჩინოსანია. ამ თითქოსდა არაფრით გამორჩეული ამბის ფონი კი ჩვენი დედაქალაქია - თავისი ბოლო დროს შეცვლილი და მაინც უცვლელი სახითა და დაუწერელი წესებით, რომლებიც არ მოგვწონს, მაგრამ გათვალისწინება მაინც გვიწევს... მოკლედ, ეს თბილისური ამბავია: დასაწყისით, შუა ნაწილით, თითქოს ბოლოთიც და მაინც, დასასრულის გარეშე.
მეტროში დაწყებული წიგნი მეტროშივე დავასრულე ძაან სიმბოლურად და თან ძაან შემთხვევით, ისე გემრიელად შემომეკითხა წიგნის ნახევარი. მთავარი ხაზი რაც არის, აი, უკვდავი გურამა და დიტუნას ამბები იდეალურია, მარიკუნა, ბესო, ლავ ❤️ თან ქალის pov-ს არ ველოდი და ეგეც კარგი შტრიხია ამ ამბის მოსაყოლად.