ახალგაზრდა ქართველი ავტორის, ცოტნე ცხვედიანის მოთხრობების სადებიუტო კრებული „ქალაქი და წმინდანები“ საქართველოს პროვინციულ ქალაქებსა თუ დაბებში მცხოვრებთა ყოველდღიურობაზე მოგვითხრობს. მოთხრობებს მძიმე ფონად გასდევს სოციალური გაჭირვება, ცხოვრების დუნე რიტმი, მოწყენილობა, უპერსპექტივობა – სირთულეები, რომელთა წინააღმდეგ ბრძოლისას უბრალო ადამიანები უძლურნი არიან და ერთადერთ გამოსავლად გაქცევა მიაჩნიათ, ხოლო ვინც ამას ვერ მოახერხებს, დეპრესიის მსხვერპლი ხდება. ცხოვრების ნორმალურ რიტმს მოწყვეტილი დასახლებების ბინადრების, დიდებისა თუ პატარების სულისშემძვრელი ისტორიები მკითხველს ჩვენი ქვეყნის რეალურ პრობლემებზე დააფიქრებს.
Born in 1993 in Kutaisi, Georgia is one of the most talented and promising authors in Georgian literature. In 2011 he entered Tbilisi State University and studied Humanities at department of History. Main subject of his researches is the anarchist movements of the 20th century Caucasus region. In 2012 Tsotne himself joined the eco-anarchist movement and took part in several strikes which were the expression of solidarity for the people who live and work in Georgia’s industrial towns. He very often visited these places and had personally interviewed the local population. This experience was reflected in his short stories.
His debut short story Underground, which was published in 2013 in magazine Literary Palette (Palitra) and immediately gained popularity, describes lives and hopes of miners working in Tkibuli, a small town in west Georgia. Generally, the subject of young author’s stories are different: birdwatching and psychedelic music, politics and philosophy, and sometimes mythology too. In 2015 was published his first short story collection The Town and the Saints by Bakur Sulakauri Publishing. The collection is a compilation of the stories that narrate about lives and problems of the people living in the abandoned and forgotten areas, very often the towns themselves are the characters of the stories.
The psych-geographical view of the reality is one of the main reasons why Tskhvediani’s stories are very touching and interesting. As the author remarked John Steinbeck, Jack London, Andrei Platonov and Georgian “Narodnik” writers hugely influenced his works. His story The Golden Town was selected for the annual Georgian Prose Anthology “15 Best Short Stories”, announced as the best short story of 2014 and received the BSP (Bakur Sulakauri Publishing) award. The story was also selected for the annual anthology BEST EUROPEAN FICTION which is published by Dalkey Archive Press in USA.
"ტელევიზორი ქმნის რეალობას ხალხისთვის,თუმცა ეს რეალობა ჩვენგან შორსაა,ჩვენგან დამოუკიდებლად იქმნება.ჟურნალისტები გიყვებიან სიახლეებს,რომლებიც,წესით,ჩვენს ქვეყანაზეა,იმ ხალხზე,რომლის ნაწილიც ჩვენ ვართ,სინამდვილეში კი არც ერთი ეს ამბავი ჩვენ არ გვეხება.სასაცილოა,მაგრამ ხშირად მიფიქრია,რომ ჩვენ არც კი ვარსებობთ"
"პირველ რაც დიდმა ქალაქმა წამართვა,ლიოს ყვითელი ყვავილებიანი კაბა იყო.ადრე ის ხშირად ეცვა,მის გარეშე ვერ წარმომიდგენია.რაც დედაქალაქში გადმოვედით,ერთხელაც არ ჩაუცვამს."
"ღამით სერიკამ დამირეკა: -ალექს,როგორ ხარ? - სად ხარ? - ალექს,ვალეში წავედი.სახურავზე ვზივარ და ქარიშხალს ველოდები,წელს ნაკიანი წელიწადია.ნაკიანმა წელიწადმა ქარიშხლები იცის..."
"ძია ელი სტუმრებს არ ელოდა,მაგრამ წლების მანძილზე გამომუშავებულმა ჩვევამ თავისი ქნა და სახლის დალაგება დაიწყო.ფეხზე რეზინის ბოტები ჩაიცვა , ხელში უზარმაზარი ჯაგრისი დაიჭირა და იატაკის წმენდას შეუდგა.ამდენი ხნის მოუწმენდავი იატაკის მოხეხვა არც ისე იოლი საქმეა.ჰოდა, ამ გაწამაწიაში იყო ძია ელი,როცა ეზოდან ნაცნობი და ყველაზე ტკბილი ხმა გაიგონა: - ძია ელი, წელს მე მაქვს შენთვის ზღაპრები!"
თითქმის 10 წელი გავიდა ამ წიგნის დაწერიდან და არაფერი შეცვლილა, ყველაფერი ზუსტად ისევ ისეა. რანაირად მოახერხა ავტორმა 21 წლის ასაკში ამ თემების შესახებ ასე ოსტატურად დაეწერა, არ ვიცი.
“გაქცევაში ქალაქიდან, ზესტაფონიდან წასვლა არ იგულისხმებოდა, ეს იყო ყველაფერის მიტოვებისა და გადაკარგვის სურვილი. დედაც ყოველთვის ამბობდა მაგიურ ფრაზას: “გზა გელის”.”
ყველაზე ახლობელი წიგნი, რაც ბოლო დროს წამიკითხავს.
“შობა” კონტექსტიდან ამოგლეჯილი მომეჩვენა და ისედაც შედარებით სუსტი მოთხრობა იყო, მაგრამ სხვები საოცრად კარგი იყო, არ ველოდი. Post industrial boys განსაკუთრებით
მიყრუებული და ყველასგან მივიწყებული, უყურადღებოდ დარჩენილი ადგილები საქართველოში (კაზრეთი, ტყიბული, ხაშური...), სადაც ადამიანები კარგად აცნობიერებენ არანაირი პერსპექტივა რომ არ აქვთ, თუმცა მაინც ინარჩუნებენ ხვალიდან უკეთესი ცხოვრების დაიწყების იმედს. ეს იმედი კი იმედად რჩება და რეალობად ქცევა არ უწერია.
ძალიან კარგი კრებულია. ერთ-ერთი საუკეთსო დებიუტი რაც კი ქართულ ლიტერატურაში ბოლო წლებში ყოფილა. ეს ბიჭი ისეთ თემებზე წერს მოთხრობებს, რაზეც ქართველი ავტორები წერას თავს არიდებენ.
კრაბულში შესული 5 მოთხრობიდან ყველა კარგია, 2-3 კი საერთოდ სუპერია!
მგონი არასდროს წამიკითხავს ენობრივი თვალსაზრისით ასეთი ერთი ამოსუნთქვით წასაკითხი და თემატურად ასეთი მძიმე მოთხრობები, ყოველ შემთხვევაში, თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში. ეს არის წიგნი მივიწყებულ ადგილებზე და ადამიანებზე, ჩვენგან მივიწყებული ადამიანების მძიმე ყოფაზე, რომელსაც თვალს ვერ/არ ვუსწორებთ. ძალიან დიდი დაფასება ეკუთვნის ავტორს ასეთი დებიუტისთვის.
“-მითხარი, რომ გიყვარვარ, თუ გიყვარვარ, ესე იგი, ვარსებობ.” აბსოლუტურად შეულამაზებლად და გულწრფელად დაწერილი კრებულია, მარტივი, ემოციური და უკიდეგანოდ სევდიანი. ვერცერთ მოთხრობას ვერაფერს ვუწუნებ, ყველა ძალიან კარგია.
ძალიან მაგარი წიგნი აღმოჩნდა (ჩემდა გასაკვირად).. თანაც იმის გათვალისწინებით რომ ასე თუ ისე კრიტიკული თვალით ვუყურებდი და მეგონა, რომ ერთი ჩვეულებრივი ახალგაზრდა ავტორის ოდნავ გაპიარებული მოთხრობები იქნებოდა.. ძალიან მიხარია, რომ როგორც იქნა გამოჩნდა მწერალი, რომელიც იმაზე წერს რაც მართლა ხდება(თანაც ისე, რომ თავს არ გაბეზრებს).. აქტუალურ თემებს დინამიურ და ლაღ ისტორიებში მშვენივრად მალავს და დიდი დაფიქრებაც არ სჭირდება ისე ამოვიცნობთ საკუთარ თავებს პერსონაჟებში.. თვალწინ გვივლის ჩვენი ბავშვობა(თუნდაც ჩემი, როგორც თბილისელის).. და ეს არაა მხოლოდ რეგიონალური პრობლემები.. ეს მთლიანად ეროვნული, ნაციონალური და სოციალური პრობლემებია... კარგია ეს პოსტმოდერნი, მაგრამ ზუსტად ასეთი რეალისტური ლიტერატურა გვჭირდება, რათა თვალი გავუსწოროთ ჩვენს ცხოვრებას..
მთელი წიგნი სავსეა სევდით, ყოველი წინადადების ბოლოს "ბედნიერ "სიტყვებს ვეძებდი , მაგრამ მტკივნეულ და რეალურ ამბებს კიდევ უფრო მტკივნეული და რეალური ამბები ცვილდა, ჰოდა მეც ვკითხულობდი და ვტიროდი.
"–ჩემი ბიჭები მოვიდნენ !–გახარებულმა შესძახა მამამ. –რა მოხდა ?– დაფეთებული ხმით იკითხა გიგომ. მამა ჩვენკენ წამოვიდა. გიგომ თავზე აიფარა ხელები , თუმცა ცემას არავინ გვიპირებდა"
-რა დაშავდება,თუ ბებო სადგურამდე მივა?არც ფული აქვს რომ სადგურამდე მივიდეს,სამგზავრო მატარებელიც მხოლოდ დილით გადის. ბაბუ ცოტა ხანს ხმას არ იღებდა,მერე მიპასუხა: -თუ სადგურზე მივიდა,მიხვდება,რომ წასასვლელი არსად აქვს და აღარასდროს გაიქცევა... -მერე ჩვენც ეგ არ გვინდა ბაბუ? -ჩვენ გვინდა, რომ მარუსას ჩვენთან ყოფნა უნდოდეს
მაშინ, როცა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და ლიტერატურული სამყაროც კი ერთ ქალაქშია თავმოყრილი, აქ იქმნება ტრენდები, ყალიბდება ღირებულებები და იცვლება მთავრობები, ძალიან დასაფასებელია დარჩენილი მოსაწყენი ქალაქების მოსაწყენ ცხოვრებაზე ასე საინტერესოდ წერა და იქ არსებული პრობლემების მრავალფეროვანი ილუსტრაცია. ერთი შეხედვით დავიწყებულ ადამიანებზე, მიტოვებულ ადგილებსა და უმნიშვნელოდ ქცეულ პრობლემებზე მწერალი ისე ემოციურად წერს, რომ ყველასთვის გასაგები ხდება რიგი ადამიანების პირადი ტრაგედიების გლობალური მნიშვნელობა.
არ ვიცი რა ვთქვა,ამ წიგნმა გადააჭარბა ყოველგვარ მოლოდინს .. ისეთი ახლობელი იყო ყველა ადამიანის ,ყველა დასახელებული ქალაქის პრობლემები,ყოველდღიურობა, ერთი წამითაც რომ ვერ იფიქრებ თითქოს რომელიმე პერსონაჟი გამოგონილია.. ავტორმა შეძლო და მათი ტკივილი ზედმეტი პათოსის გარეშე,ბუნებრივად და ნამდვილად მოიტანა ჩვენთან.. ისე გიყვარდება ყველა:სიდი,ფლოიდომანი ტიმური,ლილე და ოქროს საბადოს მომლოდინე დახეულკედებიანი და ცისხელაგულიანი გიგო...ყველა მოთხრობის დასრულების შემდეგ რაღაც ყრუ ტკივილს ვგრძნობდი..ადამიანები რომლებიც თავიანთი ოცნებების ასახდენად არღვევენ პრინციპებს,ნორმებს, ჭაობშიც კი გუბეებში ვარსკვლავებს ხედავენ,მაგრამ მოჯადოებული ქალაქი და "ღიპიანი" ბიძიაები მათ ოცნებებს ჩასახვისთანავე მთელი მოდნომებით კლავენ...
"რომ ამ ქალაქში არ არის არს სიყვარული, რომ ამ ქალაქში არ არის არც სიძულვილი, არის მხოლოდ დიდი,ძალიან დიდი, ვეებერთელა მოწყენილობა, რომელიც უხილავი ძაფებით გამობმულია საათის ისრებზე.."
ჰოდა მე მინდა მჯეროდეს,რომ იარსებებენ ახალგაზრდები და არა ოციოდე წლის ღიპიანი ბიძები.. მოუსმენენ 60-იანელების მოტანილ მუსიკას.. ჩაიცვამენ დახეულ ჯინსებს და კუბოკრულ პერანგებს და დაიჯერებენ რომ მათი ქალაქი ყველაზე ლამაზია,იმიტომ რომ იქ ნაგავშიც კიშეიძლება ბედნიერების პოვნა,თუკი ნამდვილი სიყვარულის უნარი გაქვს შერჩენილი.."
არ ვიცი რა ვთქვა იმისთვის რომ ეს წიგნი და ავტორი ისე შევაქო როგორც იმსახურებენ მაგრამ ერთი რამის თქმა ნამდვილად შემიძლია - ცოტნე ცხვედიანი ქართული თანამედროვე ლიტერატურის ერთ-ერთი გამორჩეული მწერალი და ნათელი წერტილია.
3-4 შორის ვმერყეობდი და ბოლოს მაინც 4 გადავწყვიტე.
თემატურად ძალიან საინტერესოა წიგნი ჩემთვის და ის ფაქტიც მომწონს რომ ავტორი არ ღალატობს პრინციპებს და წერს მივიწყებულ ადამიანებზე, მაგრამ ეს რომ გვერდით გადავდოთ და ტექსტი შევაფასოთ, რაღაცები ძალიან არ მომეწონა. კრებული 5 მოთხრობას აერთიანებს და ხუთიდან ოთხი(თუ არ ვცდები) პირველ პირშია დაწერილი, ხოდა ეს მთხრობელები ძალიან გვანანან ერთმანეთს, ავტორს საერთოდ არ აქვს ნაფიქრი მთხრობელის ხასიათებზე, მეტყველების თავისებურებებზე, განსხვავებებზე, მარტო ის რომ ერთი სოხუმიდანაა და მეორე ზესტაფონიდან საკმარისია საერთოდ სხვადასხვანაირად უყურებდნენ თუნდაც გაჭირვებას, მძიმე სოციალურ გარემოს, ოჯახს, მეგობრებს და მათი ენა განსხვავდებოდეს. პირველ მოთხრობაში საერთოდ ბავშვი საუბრობს და საერთოდ არ ტოვებს შთაბეჭდილებას რომ ბავშვია, მესმის რომ პრობლემები გართმევს ბავშვობას და სილაღეს, მაგრამ მაინც შეუძლებელია ასე საუბრობდე. ცოტა მომაბეზრებელი იყო ისიც, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემები სულ ერთი კუთხიდან იყო ნაჩვენები, ძირითადად ახალგაზრდა, გარემოთი დათრგუნული ადამიანი საუბრობს, კარგი იქნებოდა, სხვა კუთხიდანაც დაგვენახა პრობლემა, თუნდაც იმ ღიპიან ან ყვითელკაბიან გოგოს ესაუბრა იგივე გარემოზე, რავიცი, ათასი რამე შეიძლება, ტექსში იცვლება ქალაქი, იცვლება პრობლემა, მაგრამ არ იცვლება ის ვინც ამ პრობლემას აკვირდება და სადღაც შუაში უკვე იმდენად პროგნოზირებადი გახდა ყველაფერი, რომ ვიცოდი რას იტყოდა მთხრობელი, როგორი რეაქცია ექნებოდა, გაბრაზდებოდა, ეწყინებოდა თუ გაუხარდებოდა.
პ.ს ქალი პერსონაჟები ძალიან პლაკატურები არიან, ავტორი გვანახებს მხოლოდ ერთი კუთხიდან, ასე მომეჩვენა რომ მარტო იმისთვის არიან, მთხრობელი უკეთ რომ გავიცნოთ.
ერთ-ერთი ყველაზე ემოციური რამ რაც კი წამიკითხავს. მარტივია წერდე პრობლემებზე, ოდნავ უფრო რთულია წერდე მსუბუქად და ოდნავ უფრო რთულია წერდე ემოციურად. ჩემი აზრით ამ მოთხრობებში სამივე გაერთინებულია, თანაც როგორ. ერთ მომენტში იმდენად მივიღე სიამოვნება ტექსტისგან, მის ფონზე აღწერილი პრობლემები ვერ გავიაზრე, შემდეგ გადავიკთხე და გული ჩამწყდა. თითოეული მოთხრობა და თითოეული პერსონაჟი დასამახსოვრებელი იყო, ზოგი სიმძიმის გამო, ზოგიც სიმსუბუქის, ზოგიც იმის გამო რომ პრობლემების მიუხედავად მსუბუქი იყო. ანდერგრაუნდი - 4/5 - "რო���ორ მოვამზადოთ 'მოლოტოვის კოქტეილი'? - ბევრი არაფერია საჭირო". 2014 წელს მეშახტეობის პრობლემა იდგა. 2014 წელს აპროტესტებდნენ. დღესაც არაფერი შეცვლილა, არც მოთხრობაშ. სოხუმი - 4,5/5 - "რკინის ფარდის უკანასკნელი ნაგლეჯები". მთელი მოთხრობის პერსონაჟები ტიმურ ახბა, თავისი პინკ ფლოიდით, გაიანე ბებო თავისი შვილიშვილებით, ვერა თავისი პოლიტიკური პარტიებით, დიმა და ალანი, რომლებმაც გააფრინეს და სი��ი, რომელსაც ვლადიმერი ერქვა, მაგრამ არ უყვარდა ასე რომ ეძახდნენ. "რამდენიმე წამი ჩუმად იდგა, მერე კი რუსეთის დროშა ჩამოგლიჯა და ხმამაღლა იყვირა : - რუსული ოკუპაცია უნდა დასრულდეს" Post Industrial Boys - 5/5 - ეს მოთხრობა ქალაქზეა, რომელიც ჭამს ყველა დანარჩენს. ეს მოთხრობა წმინდანებზეა, რომლის გამოც ხალხი ხალხს ჭამს. შობა - 5/5 - "ძია ელი, წელს მე მაქვს შენთვის ზღაპრები" ოქროს ქალაქი - 5/5 - "ვიგრძენი რომ სამყარო ძალიან პატარა იყო და ჩვენ მასში ადგილი არ გვქონდა. ვის ვჭირდებოდით აქ?.. მომინდა იქვე, ბალახზე დავცემულიყავი და დამეძინა. საერთოდაც გავმქრალიყავი. ზურგზე დავწექი და თვალები მთელი ძალით დავუჭე".
მოკლედ ჩვენთან ისევ ძველებურად ბნელა, რადგან ფერად რეკლამებს და ფასადებს არ შეუძლია ქალაქის განათება. მარტივია - სინათლე ხალხის ბედნიერ ღიმილს მოაქვს, ქალაქში კი, სადაც ყველა გაქცევაზე ფიქრობს, არავინაა ბედნიერი.
ჩვენ ვრჩებით მიტოვებულ ქალაქში, რომელზეც არასოდეს ყვებიან ახალ ამბებში. ვცხოვრობთ რეალობის მიღმა, კომუნალური გადასახადების გადასახდელად.
დედაქალაქი ანადგურებს, ხოცავს პატარა ქალაქებს. ყველა დედაქალაქში გარბის, ყველა ცდილობს, იქაურს დაემგვანოს. იმდენად რომ თბილისის გარდა სხვა ადგილებს უკვე ძნელია, ქალაქი უწოდო. ყველაზე ცუდი ისაა რომ დიდი ქალაქი ადამიანებსაც ყველაფერს ართმევს. თავის სისტემას არგებს. უკარგავს მათ უნიკალურობას, განსხვავებულობას...
ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე, მერე კი მთელი ღამე მეფიქრებოდა აფხაზ როკერზე, ბელადი შოთას გროტესკულ მარცხზე, ოცნებებში ჩა*მაზე, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. ზესტაფონელ ბიჭზე, მაღაროელებზე და საერთოდ იმ ყველაფერზე რომლისგანაც გაქცევა გვინდა, რასაც სიამოვნებით დავივიწყებდით ან დავაიგნორებდით, ასე თვალშისაცემი რომ არ იყოს, ეს არის ყოველდღიურობის დრამატიზმი მთელი თავისი სულისშემხუთველობით. რეკომენდირებულია ყველასთვის.
ახალგაზრდა მწერალი, რომელიც ის იშვიათი შემთხვევაა ქართულ ლიტერატურაში, როდესაც ადამიანი, უფრო კი მისი ცხოვრების წესი და მისი ნაწერი განუყოფელი ნაწილია, ერთია და ეს ამ მოთხრობებს ეტყობა. კითხულობ და ისევე გტკივა იმ ხალხის ბედი, როგორც ავტორს. თან მოთხრობები იმ ადამიანებზეა, რომელთა არსებობა ყველამ ვიცით, მაგრამ არ ვიმჩნევთ, პატარა, ჩამკვდარი ქალაქის დავიწყებულ ახლაგაზრდობა წართმეულ შვილებზე.
ძალიან კარგი და უბრალო იყო, ყველაზე მოსაწყენად საინტერესოდ გავატარე დღე, მადლობა შენ (ვიცი რომ ამას წაიკითხავ) თავის დროზე, რომ მისი წიგნი მაჩუქე. მენატრება ჩემი სახლი, ამის მერე კიდევ უფრო მეტად.
დიუნის კითხვას მოვრჩი და უცებ თაროზე შემომხვდა ეს წიგნი, მგონი 2 წლის წინ (თუ უფრო ადრე არა) ვიყიდე ფესტივალზე და მას მერე დევს ასე. სანამ დამეძინება დროს გავიყვან-მეთქი. დავიწყე კითხვა და მგონი ისედაც დავსედიანებულმა თავი უარესს შარში გავყავი. არ მახსოვს ქართველი მწერლებიდან (უკანასკნელი წლების განმავლობაში) ვინმეს ასე ღრმად შეძლებოდა იმ ყოფითო სევდის გადმოცემა, რომელიც გარშემო სუფევს. ერთი ამოსუნთქვით ჩავამთავრე და ახლა ვზივარ და მეფიქრება უამრავ რამეზე. ‘წმინდანებზე’, ტიმურზე, ტყიბულის მეშახტეებზე .. და არ ვიცი რა ვუყო ამ სევდას, ამ რეალობას, რომელიც თვალწინ გვიდგას, მაგრამ ყველა თვალს არიდებს..
აღფრთოვანებული ვარ, ამ წიგნით და ამ ახალგაზრდა ავტორით. <3 <3 <3
"ვიგრძენი, რომ სამყარო ძალიან პატარა იყო და ჩვენ მასში ადგილი არ გვქონდა. ვის ვჭირდებოდი აქ?.. მომინდა იქვე, ბალახზე დავცემულიყავი და დამეძინა. საერთოდაც გავმქრალიყავი." <3 <3 <3
წიგნში 5 მოთხრობაა და 4 ჯერ ვიტირე. არ ვიცი რა დავწერო გარდა იმისა რომ ამ ბიჭს ჩემი საყვარელი ქართველი პროზაიკოსების სიას ვამატებ დუმბაძესთან და ინანიშვილთან ერთად.