გვ, 131, დაბადების დღე
"იმ დედას გაუმარჯოს, ღამე რომ არ სძინავს, იმიტომ კი არა, რომ არ უნდა დაიძინოს, იმიტომ, რომ არ ეძინება და გათენებას ელოდება. იმ ღამეს გაუმარჯოს, __ რომელიც თენდება!.." - ართავაზა (ღამის დარაჯი)
გვ 141, დედა
"ზოგი ისე სჩადის ბოროტებას, სიკეთეს აკეთებს ჰგონია" მაგრამ "ჯერ სიკეთის და ბოროტების გარჩევა უნდა ისწავლო!" - დედა (ანიკო)
გვ. 141, დედა
" - სად მიდიხარ? - მკითხა მან.
... მე, ჩემდა გასაოცრად, ჩემს სიცოცხლეში პირველად ვიგრძენი, როგორ მიხაროდა, რომ ვიღაც მეკითხებოდა, სად მიდიხარო, ვიღაცას აინტერესებდა ჩემი წასვლა, ჩემი მოსვლა და, რომ არ დამეკარგა ამ სიტყვების სითბო და სიახლოვე, სახლში დავრჩი"
გვ. 151, ოქროპეტას დუქანი ⭐
"წიგნი ტყვია არ არი, თუ არ მოგწონს, დახურე" - ოქროპეტა
გვ. 153, ოქროპეტას დუქანი ⭐
"ღმერთი ისე ნათელია, ისე ახლობელი, ისე ცხადი და ისე უბრალო, რომ როდესაც ხედავ, არ იცი, რომ ღმერთია, ამაშია ღმერთის უბედურება, ამიტომ არ წამთ ღმერთი. ღმერთი რომ სხვაგან იყოს, შორს ჩვენგან, ცალკე და მაღლა, ღმერთი რომ ჩვენში არ იყოს, მაშინ ყველა იწამებდა. ამაშია საქმე!.. ღმერთი მაშინ უნდა იწამო, ღმერთის სახე რომ არ აქვს, რომ არ გავს ღმერთს, რომ არ გეუბნება, ღმერთი ვარო, პურს რომ გიყოფს, სადილს რომ გიკეთებს, ტანზე რომ გაცმევს, თავზე რომ გახყრავს, გიღიმის და გეფერება, გკოცნის და ტირის შენი გულისთვის, კვდება შენი გულისთვის, ცივა, წყურია, შია შენთან ერთად, სულს აძლევს ეშმაკს შენი გულისთვის, მაშინ უნდა იწამო. აბა, ღმერთმა თუ თავისი სახე გაჩვენა, და მიწამეო, მაშინ რაღად უნდა ღმერთს შენი რწმენა? ასეთ ღმერთს შენ რომ გგავს, მე რომ მგავს, დედაშენს რომ ჰგავს, გასაგებია?" - გურამი ჭიჭინაძე
გვ. 168, ზღვა
"რაც გიყვარს, იმისგან სიკვდილი საამოა" - დურსუნი
გვ. 170, ზღვა ⭐
" - რას ეძახი შენ ღმერთს? - მკითხა ძია დურსუნმა
- სიყვარულს, სიკეთეს, სიმართლეს, მეგობარს, დედას... ამაზე ყველაფერზე უარს ამბობ, ძია დურსან? - ვკითხე მე"
გვ. 183, თავერა
" - არ ვიცი, მე მგონი ასეთი საქმის პატიება არ შეიძლება!
____
- კაცს თუ სწავლა უნდა, თუ ქურდობას თავს ანებებს, თუ მოსწყინდა ასეთი ცხოვრება...
- ამას ყველა პატიმარი ამბობს, მაგრამ არ უჯერებენ, - თქვა დედამ წყნარად
- რატომ?
- არ ვიცი, რატომ, ალბათ ყველას არ დაეჯერება!"
გვ. 191, ბატონი შალვა
",,ვარდთა და ნეხვთა ვინათგან, მზე სწორად მოეფინების""
გვ. 198, ბატონი შალვა
"ის, თუ ვიღაცამ კაცი მოკლა და ვიღაცამ მაღაზია გაქურდა, არ არის ეროვნული ტრაგედია, ეროვნული ტრაგედია ის არის, რომ ამის მეტი ვერაფერი დაინახო..." - ბატონი შალვა
გვ. 229, ლია
"რადგან სიკვდილის არ მეშინია, აღარც სიცოცხლის მეშინია..."
გვ. 229, არა კაც ჰკლა ⭐
"აბიბო იწვა ჩემ წინ და კვდებოდა. კვდებოდა კაცი, რომლის სიკვდილსაც ვნატრობდი, კაცი, რომელმაც სულში ჩამაფურთხა, მიწასთან გამასწორა. გამწირა და ამ კაცის სული ახლა ჩემს ხელში იყო. ახლა მე მას მოვკლავ, თუმცა რა, თავისთვისაც კვდება, დავჯდები, ვუყურებ, ვიდრე არ მოკვდება, იქნევ წყალი უნდა, მე წყარო ვარ მისთვის, თუ ვარ, იცოდეს, რომ დამშრალი წყარო ვარ... იქნებ ხმა უნდა გაიგონოს კაცის და ჩემი ხმა ღმერთის წყალობა იქნება მისთვის, - თუ ასეა, იცოდეს რომ მუნჯი ვარ... იქნებ სინათლე უნდა და მე ვარ მისთვის მზე. - მაშინ იციდეს, რომ არა ვარ, არა... იქნებ ჰაერი უნდა, და მე ვარ მისი მაცოცხლებელი ჰაერი, - არა, არა, დახშული სარკმელი ვარ მისთვის...
____
- ეს მე ვარ, აბიბო! - ვუთხარი მე.
- მიშველე! - მთხოვა მან და თვალები დახუჭა.
____
- წყალი! - თქვა აბიბომ და გამშრალი ტუჩები გაილოკა. სამზარეულიში გავედი, ჭიქა წყლით ავავსე და ტუჩებთან მივუტანე. ცოტა მოსვა, ხველება აუვარდა.
- ჰაერი, ჰაერი! - თქვა მან. სული რომ მოთქვა, ყველა ფანჯარა გავაღე, ოთახში გრილი ჰაერი შემოვიდა, და მხოლოდ ახლა ვიგრძენი, რომ ოთახი ნაფტალინისა და მტვრის სუნით იყო გაჟღენთილი.
- მიშველე! - თქვა მან ისევ და აბირგდა.
- ნუ გეშინია, გიშველი, ახლა ექიმი მოვა! - ვუთხარი მე და ტახტზე ჩამივჯექი"
გვ. 232, არა კაც ჰკლა ⭐
" - მაპატიე, ბიჭო, მაპატიე! - მე ხმას არ ვიღებდი!
- მაშინ მომკალი, რატომ არ მკლავ, ბიჭო?
- მე მკვლელი არა ვარ, ძია აბიბო! - აბიბო მიყურებდა თავისი გამჭვირვალე თვალებით, რომლებშიც დღეს პირველად დავინახე, და ეს რაღაც ცრემლი იყო - აბიბო ტიროდა"
გამომცემლობა - ქართული - ნოდარ დუმბაძე - ტომი #3 out of #6