ვალერიან გაბაშვილს, როგორც რეპრესირებული ოჯახის წევრს, ხალხის მტრის შვილის მძიმე ხვედრი ერგო. მამა – ნიკოლოზ გაბაშვილი, 1918-1921 წლების დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის წევრი, 1924 წლის აჯანყების მონაწილე, არაერთხელ იყო დაპატიმრებული და გადასახლებული. მოგვიანებით, ვალერიან გაბაშვილმა ლიტერატურულ ფსევდონიმად მამის სახელი – ნიკოლოზი აიღო, გაბაონი კი გაბაშვილების გვარის ერთ-ერთი უძველესი ფორმაა. „აივნიანი ქალაქი“ ვალერიან გაბაშვილის ერთადერთი რომანია, რომელიც ახალგაზრდობაში დაწერა. ამ რომანით მწერალმა ქართულ პროზაში ძეგლი დაუდგა XIX საუკუნის თბილისს, მისთვის ნიშანდობლივი კოლორიტითა და მრავალრიცხოვანი, ისტორიული თუ გამოგონილი პერსონაჟებით.
მიუხედავად იმისა რომ მე19 საუკუნის თბილისზე ბევრი ახალი ვერ გავიგე და არც ველოდი შეფასებების წაკითხვის მერე, მაგ დროის ატმოსფერო შევიგრძენი. მიუხედავად იმისა რო ცოტა გაწელილია სასიამოვნო საკითხავია (მორ იოკაის ოქროსკაცი გამახსენდა). მიუხედავად იმისა რომ ცოტა ავტორის სექს ფანტაზიებს წააგავს მაგ დროის თბილისელთა სექს ისტორიები მაინც საინტერესოდ და ვნებით იყო დაწერილი. საგულისხმოა, რომ მაგ პერიოდში ცოლი ძირითადად სამეურნეო დანიშნულებით გამოიყენებოდა. და მთავარი გმირის ქალები ცოლზე არა მაგრამ საყვარელზე ეჭვიანობდნენ. სხვადასხვა თემებია ასევე: კაპიტალიზმი, ფული, კულტურა, განათლება, კონკურენცია, შურისძიება მაგრამ უბრალოდ არც ისე შთამბეჭდავ დონეზე. ალბათ გააჩნია ასაკსაც შესაძლოა წიგნი მოტივატორიც იყოს ახალგაზრდა თაობისთვის. საერთო ჯამში გამართული 4იანი
არც ნიკოლოზ გაბაონს სცოდნია, რომ გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის (წიგნის დაახლოებით მესამედის ამოღება არაფერს დააკლებდა თხრობას), თუმცა მე-19 საუკუნის თბილისის ატმოსფეროს შესაგრძნობად მშვენიერი საკითხავია. თითქოს აივნიან ქალაქში დავსეირნობთ, ხან სოვდაგრებთან შევიხედავთ ქარვასლაში, ხან ოპერას ვესტუმრებით ვორონცოვის მმართველობისას, იოსებ ფანდურაშვილთან ერთად ვიცვლით ცხოვრებას და ვუსწორებთ თვალს მის წარსულს.
მხატვრულ სიუჟეტში მშვენივრად არის შერწყმული დოკუმენტური სინამდვილე. ნათლად ქმნის წარმოდგენას მე_19 საუკუნის თბილისზე და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებიც არ რჩება ყურადღების მიღმა. პერსონაჟების პორტრეტებიც კარგადაა დახატული (წიგნის მიხედვით თუ გადაიღებენ ფილმს მოხარული დავრჩები). მოკლედ, ამ წიგნმა ნამდვილად გაამართლა ჩემი მოლოდინები🤗
"აივნიანი ქალაქი" არის ნაწარმოები, რომელიც დედაქალაქის ცხოვრების განვითარებასთან ერთად ერთი კაცის ისტორიას გვიყვება. ავტორი დეტალურად აღწერს თბილისის უბნებს, საზოგადოების ყოფა-ცხოვრებას და ადამიანურ ურთიერთობებს. მართალია, თხრობა ოდნავ გაწელილია, თუმცა კითხვის პროცესში ძველ თბილისში ნამდვილად იმოგზაურებთ.
იოსებ ფანდურაშვილის ისტორია, სიღარიბიდან- სიმდიდრეში, სიყვარულიდან-ანგარებამდე, ისტორია რომელიც გულს მოგიკლავთ, დაგასევდიანებთ, ადამიანის სისატიკეს, ამორალობას, სიხარბეს დაგანახებთ. რადენ ტკივილს ატარებს თითოეული ფურცელი, კარგი რეჟსორი ძალიან კარგ სერიალს გადაიღებდა ამ ისტორიის მიხედვით.