„დაკვირვებული ვარ, ღამეული დაბომბვის შემდეგ ყოველთვის უჩვეულოდ მშვიდი, რაღაცნაირად იდუმალი, მომაკვდინებელ სიჩუმესთან თანმხლები, არაბუნებრივად გაყუჩებული დილა დგება. თითქოს ჰაერი იჭრება, სიკვდილისა და სიცოცხლის დამაკავშირებელი, კოსმოსში მოქანავე ხიდი თვალნათლივ ჩნდება და ამ ცეცხლოვანი, საბედისწერო თამაშის ცოცხლად გადარჩენილ მონაწილეს, უმაღლეს ღვთაებრივ ჯილდოდ და სასჯელად, ამ მოქანავე ხიდზე გადასვლის, ისევ უკან დაბრუნების და ამ მაგიურ სიჩუმესთან შერწყმის პატივი ერგება“.
დაიბადა 1974 წელს. 1991 წელს დაამთავრა თბილისის I ექსპერიმენტული სკოლა. 1991-1996 წლებში სწავლობდა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში, დრამის ხელოვნების ფაკულტეტზე (თამაზ ჭილაძის სახელოსნო).
პირველი ნოველები დაბეჭდა 1991 წელს. ამის შემდეგ მისი მოთხრობები სისტემატურად იბეჭდება ქართულ ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებში.
1999-2004 წლებში იყო გაზეთ დილის გაზეთის რეპორტიორი, საქართველოსა და კავკასიის კონფლიქტურ რეგიონებში. ხშირად იყო მივლინებული სხვადასხვა ცხელ წერტილებში. აკეთებდა რეპორტაჟებს აფხაზეთიდან (გალის რაიონი, კოდორის ხეობა), ცხინვალის რეგიონიდან (ცხინვალი, ნიქოზი, დიდი ლიახვის ხეობა, თამარაშენი), ჩრდილოეთ ოსეთიდან და ინგუშეთიდან (ვლადიკავკაზი, ნაზრანი, მაგასი), აზერბაიჯანიდან (ბაქო), პანკისის ხეობიდან.
გამოცემული აქვს წიგნები: წერტილი... დაკარგული ტერიტორიის დაკარგული ადამიანები (2004 წ.), სახლი სხვაგან (2005 წ.), შეხვედრა მას შემდეგ (2010), ორი მთვარის ამბავი (2011), ზაფხულის მოკლე ღამე (2012), ქალაქი თოვლში (2013), ჩანაწერები 1993-2011 (2013), ღია კარის ქვეყანა (2014), სამოთხიდან გაქცეულები (2015).
ბექა ქურხულის სამოთხიდან გაქცეულები ლიტერატურული პრემია საბას 2016 წლის გამარჯვებულია „წლის საუკეთესო რომანის“ ნომინაციაში.
"უკრაინული დღეები 2" რომ წავიკითხე, არაერთხელ გამოვთქვი იმედი, რომ ეს სერიის ბოლო წიგნი იქნებოდა. იმიტომ არა, რომ უინტერსოა (პირიქით). ჩვენი საერთო "ერთმორწმუნე" მტერი რაც შეიძლება მალე უნდა დამარცხდეს. უკვე 4 წელია მორიგი რუსული სისასტიკისა და უკრაინელების გმირული ბრძოლის მოწმენი ვართ და დროა, რომ ღირსეული მშვიდობა დამყარდეს. ფრონტის ხაზზე ახლა უკეთესი ვითარებაა, ვიდრე აქ აღწერილ დროს (განსაკუთრებით, გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით), მაგრამ ჯერჯერობით დასასრული არ ჩანს. ქართული ლეგიონიც ისევ მოვლენების ეპიცენტრშია. სხვაგვარად არც შეიძლება. გუმისთა წაგვართვეს "მეზობლებმა" და ახლა დნეპრს ვიცავთ ერთად.