Jump to ratings and reviews
Rate this book

მესამე ნაპირი

Rate this book
მესამე ნაპირი“ უცხო ნაპირია. ეს არის სამყარო, რომელიც ძალიან შორსაა და ძალიან ახლოს ჩვენგან; სამყარო, სადაც მიწისქვეშა გადასასვლელების, მიტოვებული სკვერებისა და პარკების, ქალაქის ყველაზე შავბნელი ადგილების „ბატონ-პატრონნი“, მაწანწალები, უსახლკარონი ‒ ათასი ჯურის ხალხი ცხოვრობს ‒საზოგადოებისთვის მიუღებელი, მისგან გარიყული, ხშირად საკუთარი ნებით განაპირებული. ეს არის მდუღარე, ველური, შლეგი ნაპირი, დიდი სიბინძურით, დაცემულობით, ბოროტებით, ცოდვით და ამავე დროს პირველქმნილი უბიწოებით, დიდი სიფაქიზით, აღმაფრენით, შემოქმედთან არნახული სიახლოვით და უწმინდესი ღირებულებ ებით. რომანს აქვს ყველა ნიშანი და ღირსება, თანამედროვე „მრავლისმნახველი“ მკითხველის გაოცება რომ შეძლოს; ესაა სიღრმე, დინამიკურობა, აქტუალურობა, ცოცხალი სიუჟეტი, თუმცა ზემოქმედების უპირველესი იარაღი, ამ შემთხვევაში, მთხრობელის ოსტატობა, გულწრფელობა და თემის სიახლეა. „მესამე ნაპირი“ მოულოდნელობით გაგაოცებთ, ჩაგაფიქრებთ, გაცინებთ, დაგასევდიანებთ, სხვანაირად დაგანახვებთ საზოგადოებას და საკუთარ თავსაც

310 pages, Paperback

First published January 1, 2014

1 person is currently reading
33 people want to read

About the author

Luka Baqanidze

4 books7 followers

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
24 (50%)
4 stars
18 (37%)
3 stars
4 (8%)
2 stars
1 (2%)
1 star
1 (2%)
Displaying 1 - 14 of 14 reviews
Profile Image for lizz.
218 reviews
November 13, 2024
ირვინ უელშის - ''ჩხერკეთელაობა''
Profile Image for Temuka Zoidze.
201 reviews69 followers
January 25, 2021
მოულოდნელად კარგი წიგნი გამოდგა. მოულოდნელად იმიტომ, რომ თანამედროვე ქართული ლიტერატურა ვერ დაიკვეხნის უთვალავი საინტერესო ავტორით და ვინც ასეთია, თითქოს მასზე ბევრი რამ უნდა გსმენოდეს, თუ უკვე ისედაც არ იცნობ მის შემოქმედებას. აი, ამ წიგნზე კი გამოსვლის პერიოდში აქა-იქ ექოდ გაისმა ქება, მაგრამ მერე აღარაფერი. თუმცა რა მიკვირს, მეც რომ ვიყიდე თავის დროზე, შემოვდე თაროზე და წლების მერე გადავშალე მხოლოდ, ოთახის თბილმა ტემპერატურამ გაცრეცილი ფურცლები რომ გაუყვითლა. ალბათ, ასეც სჯობდა: ვინ იცის, იქნებ კიდევ უფრო ღლაპს ვერაფერი გამეგო ლუკა ბაქანიძის ამ უნიკალური სამყაროსი.
ძალიან საინტერესო, მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული ხმა აქვს ამ ავტორს. ყველაფერს რომ თავი დავანებო, უზომოდ გულწრფელი და გულახდილია მისი ყველა სიტყვა, რაც არა მარტო ლიტერატურაში, მთელ სამყაროში ყველაზე ძვირფასი და დასაფასებელია რამეა, ალბათ. აი, რამდენად უშუალოდ ესაუბრება მწერალი მკითხველს იმის დასტურად, რომ რამის დამალვას, თავის მოწონებას არც კი ფიქრობს:
"ბინდბუნდი ეძახე შენ და მართლა ბინდბუნდია, გადავყრივარ ადრე ამ სიტყვას და ახლა გამიხარდა, მეც რომ მომიწია თქმამ..."
ძალიან რომ არ გავუტიო, თუ რამეს შეიძლება შევადარო ეს რომანი, მაშინ მას შეიძლება ვუწოდოთ ქართული "ჩხერკეთელაობა" (Trainspotting).
Profile Image for Tatia Bokuchava.
4 reviews
August 24, 2015
ლაშა ბაქანიძე არა, ლუკა ბაქანიძე. თვითონ წიგნი კი ძალიან, ძალიან კარგია.
Profile Image for Agatha.
42 reviews10 followers
February 17, 2022
ძმებოგრიმებო, ბევრი რო არ ვირეჩაო, დიდი სენტიმენტების და ძმობაგაგების ამბავია.
Profile Image for Last Melancholic.
144 reviews43 followers
January 26, 2016
"ზუსტად ასე მიყვარს გაღვიძება:თვალს რომ გაახელ და ერთხანს აზრზე არა ხარ სად იმყოფები...სწორედ ამისთვის , ასეთი გაღვიძებისთვის ვცხოვრობ ისე,როგორც ვცხოვრობ და მარტო მე კი არა–ჩვენ ყველა, ჩემინები."
დიდი ხანი ვუტრიალე ამ წიგნს შორიდან ვერ გადამეწყვიტა ღირდა თუ არა წაკითხვად (თან თუ ერთი გვერდი მაინც წავიკითხე, მერე მიჭირს წიგნის მიტოვება)
თავიდან მექანიკურის უნიჭო ასლს გავდა.
მერე ისევ ეს გადაღეჭილი ნარკომანიია და 90 იანების თემა, რომელიც ქართული პროზის ინსპირაციის უშრეტი წყაროა : )
მაგრამ მერე ისეთები შემოიყვანა ჩვენმა "ძმაილანდერმა" ჯიოლენდამ რომ ყველა ემოცა ერთად მოიტანა.
გაუცხოვება სამყაროსთან , რაღაცნაირი "ნეხვატკის" შეგრძნება ..დაღამდე დღე და მეთქი სულ ეს არის ??
ძალიან ნაცნობი განცდა.
საინტერესოა როგორ აღიქვამს მთავარი პერსონჟი სამყროს, მისთვის ყელაფერი მნიშველოვანია რასაც თავის გზაზე ხვდება გაღმა თუ გამოღმა .. ყველაფერს გულისგულში ისვამს და მთელი არსით შეიგრძნობს.
"ხვდება რომ არ არის სამყაროში არაფერი უცხო,თუ არამინმა არ გაიუცხოვა და არ გარიყაო თავად...ჰოდა მაგოტომაც არის ,რომ აეგრე ხელგაშლილი მოდის და არ ტოვებო მისხალს , ფილტვების დასკდომამდე სუნთქავს, იმენა ჭამსო ცხოვრებას.."
ეს წიგნი კიდევ ერთხელ დაფვაფიქრებს ყველაფერზე რაც ცხოვრებაში გაგვიკეთებია და რისთვისაც მიგვიღწევია.. აქვს კი რეალურად რაიმე ღირებულება კეთილმოწყობილ სახლს , უზრუნველ ცხოვრებას და პერსპექტიულ მომავალს თუ სინამდვილეში ყველაფერ იმას გვერდს აუვლით რასაც სისხლსავსე ცხოვრება ქვია?? "
ჯიოენდმა ეს ცხოვრება ფეხზე დაიკიდა და ბედნიერება სადგაც მიყრუებულ კარუსელზე, ძვირფას ადამინებთან ერთად იპოვა.
წიგნი საოცარი იუმორითა და სიტყვების თამაშით არის დაწერილი
და რაც მთავარია არც ერთი გრამი სიყალბე არ იგრძნობა,
თითქოს ცხადად ხედავ ოდნავ მოხრილ გამხდარ ტიპს რომელიც ათავის ჟარგონულ ენაზე გიყვება ამბავს, რომელიც ამავდროულად მითოლოგიური და ფილოსოფიური გადახრებითაა სავსე , უსმენ, ის კი გიყვება ამბავს თავის მესამე ნაპირზე .. :)

Profile Image for Lado Kilasonia.
Author 10 books20 followers
October 17, 2020
მაგარი და უცნაური წიგნი. მაღალი ოსტატობით გავლილი რთული გზა, ამ ბილიკზე ნაბიჯი იქით უხმასობაა, ნაბიჯი აქეთ ეპატაჟი, ეს წიგნი კი ნამდვილი ლიტერატურაა. ისეთი წიგნია, რომელსაც შეუძლია ჯერ კიდევ დაუღვინებლი ადამიანი სახლიდან ქუჩაში გაიყვანოს საცხოვრებლად, მაგრამ იქაც ადამიანობას და სიმართლეს გააყოლებს საგზლად.
Profile Image for Salomé Chincharauli.
20 reviews16 followers
August 8, 2015
ეხლა დავამთავრე და ისევ უნდა დავიწყო თავიდან. .. ვაუ! სულ სხვა რამეა, სულ ახალი, სხვანაირი, ბეგბედერის ნაირი ცოტა, მაგრამ უკეთესი. ვინმე რომ გამოჩნდებოდეს, ეს რომ თარგმნოს და გაიტანოს, ბესტსელერია...
კიდევ უნდა წავიკითხო ჩქარა!
მაგრათ მოაქ, ბლინ!....
Profile Image for ნინა.
22 reviews4 followers
July 11, 2017
ერთი შეხედვით ნარკოტიკისა და ნარკომანების თემაზე დაწერილ მორიგ ქართულ სისულელედ შეიძლება მოეჩვენოს ადამიანს, მაგრამ სინამდვილეში ეს არის ყველაფერი გადაჭარბებულისა და ფორმადაკარგულის დიდი შარჟი, სადაც მთავარი გმირის სახით ავტორი ეკაიფება ყველას და ყველაფერს, უპირველესად კი - საკუთარ თავს და საბოლოოდ სწორი დასკვნა ამ წიგნიდან ასე უნდა გამოიტანო - არაფერი შეგრჩება ადამიანური ურთიერთობების, ნამდვილი, ფერადი, მძაფრი გრძნობების გარდა, რომელსაც შენს ნაცვლად ვერავინ განიცდის.
Profile Image for Natia Morbedadze.
858 reviews82 followers
December 4, 2023
ეს არ არის ამბავი მხოლოდ თბილისის ფსკერსა და მასში ჩაძირულ ხალხზე. კიდევ იმაზეა, რომ შეიძლება მესამე ნაპირზე ცხოვრება ნებაყოფლობით აირჩიო, იმიტომ რომ "ზუსტად ასე გიყვარს გაღვიძება:თვალს რომ გაახელ და ერთხანს აზრზე არა ხარ სად იმყოფები...სწორედ ამისთვის , ასეთი გაღვიძებისთვის ცხოვრობ ისე,როგორც ცხოვრობ"... ისვრები ჭაობში, მაგრამ მაინც არ კარგავ ერთგვარ შინაგან სისუფთავეს, იუმორს.
Profile Image for Nika Svanidze.
16 reviews
August 30, 2019
ერთ-ერთი გამორჩეული წიგნია თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში. ლაღი წერის მანერითა და საკმაოდ კარგი ტვისტების მქონე სიუჟეტით. არ მქონდა დიდი მოლოდინი და მიხარია, რომ მიუხედავად ამისა, მაინც წავიკითხე და ძალიანაც ვისიამოვნე.
Profile Image for Mikheil Samkharadze.
229 reviews36 followers
August 30, 2018
ძალიან შთამბეჭდავი წიგნია. ცოტა ძნელად იკითხება, სხვა ყველაფერი სუპერ!!! მიკვირს, ბესტსელერი რომ ვერ გახდა.
Profile Image for თათა.
2 reviews
February 8, 2019
თანამედროვე და თანაც, ქუჩური ლექსიკით სავსე წიგნი რით უნდა მოგეწონოს, ხომ? იწყებ კითხვას და ეჭვის თვალით უყურებ ყოველ მომდევნო ამბავს, რომელიც ამ ტიპს, ჯიოლენდს შემოჰყავს.
დიდი ნაწილი კითხვას მალევე ანებებს თავს, მაგრამ მხოლოდ "ბრძენნი" რჩებიან, ვინც აგრძელებს და ხვდება, რომ მის თავს რაღაც ხდება. ეს ჯიო, ჯიოლენდი, მართალი და ჯიგარი კაცი ისეთ ამბებს გიყვება, ისე გულწრფელად და მართლად, რომ ხვდები, ამ წიგნს გულგრილად ვეღარასდროს შეხედავ. მეტიც, გინდა, რომ კვლავ და კვლავ წაიკითხო, ბევრჯერ მიუბრუნდე, თავიდან გამოსცადო ყველა თავგადასავალი. იცინო, როცა კარუსელის "კამანდა" კარგადაა, ხოლო როცა უჭირთ, შიშითა და შფოთით ელოდო, როდის მორჩება განსაცდელი.
წიგნი უზომო ღირებულების მატარებელია. სტრიქონებს შორის იმალება აზრები, რომლებიც გაყვარებს ამ წიგნის პერსონაჟებს, გაფიქრებს ბევრ ისეთ რამეზე, რაზეც მანამდე არ დაფიქრებულხარ.
მოკლედ და გრძლად, ძმებოგრიმებო, ეს წიგნი ნაღდი ადამიანების გულში აუცილებლად დაიკავებს დიდ ადგილს და დამსახურებულადაც.
პირადად მე, მიხარია, რომ "მესამე ნაპირი" ჩემს ცხოვრებაში გაჩნდა.
Profile Image for Tamhouellebecq.
33 reviews28 followers
March 10, 2017
წიგნიც და ავტორიც ძალიან მიყვარს <3
Displaying 1 - 14 of 14 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.