Jump to ratings and reviews

ზრუნვის შესახებ

ზრუნვაზე ფიქრით, ეს თარგმანების კრებული მორალურ ფილოსოფიას, ეკონომიკურ თეორიასა და ფემინისტურ აზრს მიმართავს და გადაუდებელი სოციალური, ეკოლოგიური და აფექტური ტრანსფორმაციისკენ, ანდაც მიბრუნებისკენ მოგვიწოდებს. იმ დომინანტური ეთიკური პარადიგმებისგან განსხვავებით, რომლებიც მიუკერძოებლობასა და განცალკევებას წაახალისებს, ზრუნვის ეთიკა ურთიერთობითა და სიახლოვით საზრდოობს, – ის ითვალისწინებს ჩვენს სიღრმისეულ კავშირებს – ოჯახის, ახლობლების, ჩვენი სამოსახლოს, მიწისა და მეხსიერების მიმართ – და, ამასთან ერთად, უარს ამბობს ზრუნვის პატრიარქალურ მოთვინიერებაზე. გვახსენებს, რომ ზრუნვა არა მხოლოდ ემოციური პრაქტიკაა, არამედ ძალაუფლების, კონტექსტისა და აფექტის მიერ ჩამოყალიბებული მორალური საკითხი.

რას ნიშნავს ისეთ სამყაროში ცხოვრება, სადაც ზრუნვის და ბუნებრივი რესურსების ამოწურვისკენაა გეზი აღებული, და არა შენარჩუნების, განახლებისა და გამოკვებისკენ? ვინ და რა იღებს სარგებელს ზრუნვის კრიზისისგან და რა გრძნობებს და ქმედებებს აქვს წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობა? – ამ კითხვებს წიგნი ნაწილობრივ უპასუხებს კიდეც, თუმცა გაუკვალავ გზასაც ტოვებს ფიქრის, ძიებისა და ჩაღრმავებისთვის – ინდივიდუალური თუ კოლექტიური ენერგიების ძიებისთვის.

დღეს ზრუნვაზე საუბარი გულისხმობს აწმყოსა და მომავალზე საუბარს, წარსულის მოგონებით. გულისხმობს გარემოს კოლაფსზე, პოლიტიკურ კრიზისებზე, სისტემებზე ფიქრს, რომლებიც ხელიდან გვაცლიან იმას, რაც ჩვენს ღირსეულ ცხოვრებას განსაზღვრავს. თუმცა ეს წიგნი გლოვისთვის ნამდვილად არ არის – ის უარყოფის, მწუხარების, სიჯიუტის უმართავი აქტებისგან სწავლებისკენ მოგვიწოდებს. ამ კრებულში შესული ტექსტები არ ამოწურავს ზრუნვის შესახებ საუბარს, ვერ ხსნის მის სირთულეს, პირიქით, შესაძლოა ორაზროვნებაც კი დაბადოს: ზრუნვა აზიანებს, ზრუნვა კურნავს; ზრუნვა საკმარისია, ზრუნვა დეფიციტურია. წიგნი სწორედ ზრუნვის უგულებელყოფილ შრეებზე და ამ შრეებიდან ამოზრდილ გადაუდებლობაზე საუბრობს.

გამომცემლის წინათქმა
თათა ბურდული

რედაქტორის წინასიტყვაობა
მარიამ ჭანჭალეიშვილი

ზრუნვა, როგორც პრაქტიკა და ღირებულება
ვირჯინია ჰელდი
(სალომე ქინქლაძის თარგმანი)

წმინდა მოწოდება
ედრიენ რიჩი
(თამთა თათარაშვილის თარგმანი)

კონფუციანური ზრუნვა: ჰიბრიდული ფემინისტური ეთიკა
ლი-შიან ლიზა როზენლი
(თამარ ცხადაძის თარგმანი)

სექსის გააზრება: ჩანაწერები სექსუალობის
პოლიტიკის რადიკალური თეორიის შესახებ
გეილ რუბინი
(ანა ილურიძის თარგმანი)

რესურსები
ვანდანა შივა
(ნინო ზუბაშვილის თარგმანი)

ცხოველებზე, მცენარეებზე, საგნებსა და იდეებზე ზრუნვა
ნელ ნოდინგზი
(ნინო მიქაშავიძის თარგმანი)

ის, ვინც ზრუნავს
ნელ ნოდინგზი
(თათა ბურდულის თარგმანი)

254 pages, Unknown Binding

First published January 1, 2025

Loading...
Loading...

About the author

Mariam Tchantchaleishvili

2 books13 followers
Mariam Tchantchaleishvili is a sociologist and gender studies specialist. Her areas of interest include body politics/justice and care and health politics.

Mariam is the co-author of the book "Brave Girls from the Past of Georgia''. In 2022, she joined the team of Aitsona-Daitsona (Georgia’s first emancipatory touring theatre for children) and wrote a children's play.

Ratings & Reviews

What do you think?

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
1 (100%)
4 stars
0 (0%)
3 stars
0 (0%)
2 stars
0 (0%)
1 star
0 (0%)
No one has reviewed this book yet.