Это текст об иконе. В классическом и слэнговом смысле слова. Есть иконы поп-музыки, религиозные иконы, иконы политические и революционные, иконы-люди и иконы-архетипы. В каждом виде человеческой деятельности можно обнаружить свою икону.
Икону нельзя осмыслить, она догматична и завершена - и создана, чтобы отдавать ей дань глубокого почтения. Не зависимо от реальной жизни иконного образа. Жизнью образа правит канон.
Но всех людей, запечатленных на иконах или признанных таковыми, роднит одно - огромная, оглушающая харизма.
ეს წიგნი მოგზაურობა უფროა. და სუნი აქვს. ზეთისხილის სურნელი. ძველ რომში ხარ. ხან რომელ პროვინციაში, ხარ რომელში. იმპერატორის ხუშტურებზე დადიხარ. ხან რა სისულელის კეთება გიწევს, ხან რისი. ბაღების გაშენება, ქალაქის აშენება, ნაზარეველების დევნა და შენც თავჩაუხრელად შრომობ, ასრულებ ამ ყველაფერს შენ ცენტურიასთან ერთად. და რომ ხედავ, ყოველდღე რომ ხედავ, ფლავიუს სებასტიანეს, შენი ცენტურიის ასისთავს, ის გაძლებინებს, მისი ყურება, მისი სურვილი. მისი ყურება და მისი სურნელი გაძლებინებს, ამდენ უაზრობას, ამდენ თავისტკივილს, ამდენ დაღლილობას. ფლავიუს სებასტიანე გაძლებინებს და ისე გინდა, სულ რომ გინდა და სულ გენდომება, მისი სურნელი, ზეთისხილის წვენის სურნელი, შენს ნესტოებში.
ეს წიგნი ფლავიუს საბინუსის გზაა რომის იმპერატორთა ფავორიტობიდან წმინდა სებასტიანედ გახდომამდე.... კიდევ იმპერატორ დიოკლეტიანეს ცხოვრება უძლეველი იმპერიის მმრთველობიდან კომბოსტოს მოყვანამდე... იმის კიდევ ერთი ჩვენებაა, თუ როგორ იმარჯვებს სული - მაშინაც კი არ ნებდება, როდესაც სხეულს ისრები ანადგურებენ (თუ ისრებით განგმირული წმინდანის პორტრეტი და იუკიო მიშიმას ფიქრები გაგახსენდათ, სწორი ასოციაციაა)... და იმპერატორის სასახლე ივსება ზეთისხილის წვენივით დაღვრილი სისხლით, მისი სურნელით, ვაზის წვენითა და თაფლით...
წიგნი პირველქრისტიანული სამყაროს ამბებზეა,იმ პერიოდის დევნას და ქრისტიანთა წამებას აღწერს. ვისიამოვნე იმ სურნელით და სულით რაც წიგნიდან მოდიოდა... 🕊 განსაკუთრებული იყო დიოკლეტიანესა და მთავარი პერსონაჟის,ფლავიუს სებასტიანეს დიალოგი საპყრობილეში,ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი მთელ წიგნში. მაინც რანაირები იყვნენ ეს მოწამეები?..."ნაკლულევანნი,ჭირვეულნი,ძვირხილულნი,რომელთა ღირსვე არა იყო სოფელი ესე.." (ებრ.11,35-38)