ეს წიგნი დამწყები ფოტოგრაფის ნამდვილი მეგობარია. ფოტოგრაფიით დაინტერესებული მკითხველი მასში უამრავ საინტერესო ინფორმაციას და რჩევას აღმოაჩენს. წიგნი აგიხსნით, რა შეუძლია თქვენს კამერას და მაქსიმალურად როგორ გამოიყენოთ მისი შესაძლებლობები.
წიგნში ყველაფერი ახსნილია მარტივად და თანმიმდევრულად, რათა გაგიადვილდეთ კამერის ფუნქციებში გარკვევა. ყველა ხერხი და მეთოდი, დაწყებული ფოკუსირებით და დამთავრებული თვალწარმტაცი ფოტოეფექტებით, დეტალურადაა განხილული.
ფოტოებთან მითითებული იოლად გასაგები პირობითი აღნიშვნებიდან შეიტყობთ, კამერის რომელი პარამეტრები იქნა გამოყენებული ამა თუ იმ ეფექტის მისაღებად, ხოლო შედარებისთვის მოყვანილი ფოტოებიდან ნათლად დაინახავთ, რამხელა გავლენა შეიძლება იქონიოს საბოლოო შედეგზე პარამეტრების თუნდაც უმცირესმა ცვლილებებმა.
ჩანართებში აღმოაჩენთ რჩევებს, როგორ გამოიყენოთ ესა თუ ის ხერხი სხვადასხვა სიტუაციაში და სხვადასხვა ობიექტის გადაღებისას.
პრაქტიკული რჩევებითა და ფოტოილუსტრაციებით სავსე ეს წიგნი ციფრული ფოტოგრაფიის მრავალფეროვან სამყაროში იდეალურ მეგზურობას გაგიწევთ.