What do you think?

ბოსტანი კონფლიქტის ზონაში
„მთელი ღამე ეს ამბავი იყო. მთელი ღამე ვაკაკანე მეც ჩემი ავტომატი. თუ ვერაფერს ვუმიზნე, ხო იღებს მაინც ხმას?! ხო მოჩანს მაინც, რო აქედანაცა ვაართ?! ხო ცოტა ბევრი ვჩანვართ?! ერთი კაცით მაინც!“ ერთი კაცის, ერთი ბოსტნის, ერთი მიწისა და ერთი სამშობლოს ამბავი კონფლიქტის ზონად ქცეული მშვიდობიანი სოფლიდან, რომელსაც მტრისგან დაცვა დასჭირდა.
96 pages, Paperback
Published January 1, 2025
About the author
Tamri Pkhakadze
12 books4 followersთამრი ფხაკაძე დაიბადა თბილისში 1957 წლის 28 ივლისს.
1974 წელს დაამთავრა თბილისის 24-ე საშუალო სკოლა და ამავე სკოლასთან არსებული მუსიკალური ათწლედი, ფორტეპიანოს კლასი.
1979 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ფილოლოგიის ფაკულტეტი.
1980 წლიდან 2006 წლამდე მუშაობდა ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში[1], ძველი ქართული ლიტერატურის განყოფილებაში. დაცული აქვს საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: დავით ჯიმშერის ძე ჩოლოყაშვილის ცხოვრება და შემოქმედება.
2001 წელს გამოქვეყნდა მისი პირველი მოთხრობები.
არის გამომცემლობა "ტრიასის" მთავარი რედაქტორი.
2012 წლის მარტში თამრი ფხაკაძე იყო ლიტერატურული საიტის, „ურაკპარაკის“ სალიტერატურო კონკურსის, „ლიტბუნიობა“ (პროზა) ჟიურის წევრი.
ჰყავს ქალიშვილი, ნინო კაპანაძე, მხატვარი-დიზაინერი.

Ratings & Reviews
Friends & Following
Create a free account to discover what your friends think of this book!
Community Reviews
Displaying 1 - 10 of 10 reviews
August 13, 2026
,, კაკალი ვარ! დიდ-პაპაჩემის ჩარგული კაკალი ვარ, ჰოო!! მე რა წამაქცევს... მე რა წამაქცევს-მეთქი, თქვე ბრიყვებო, თქვენა! ’’
August 25, 2026
“არ უნდა მომეჭრა კაკალი”☹️
საუკეთესოა!
დათა პაპა გამახსენდა:( სიცოცხლის ბოლო წუთამდე არ მიატოვა საოკუპაციო ხაზთან მდებარე თავისი სახლი, არ დაემონა რუსეთის ნებას და მტკიცედ დაიცვა მშობლიური მიწა.
მეტი დათა პაპა და რობინზონი საქართველოს!

August 17, 2026
სიტყვები არ მყოფნის იმ ემოციების აღწერისათვის,რაც ამ წიგნის წაკითხვის დროს განვიცადე.ამ პატარა წიგნში ჩაქსოვილია სრულიად საქართველოს ტკივილი.სამაჩაბლო და აფხაზეთი საქართველოა,ამ ფაქტს ვერავინ შეცვლის.
August 13, 2026
კითხვისას სულ დუტა მედგა თვალწინ… ძალიან მოუხდა ამ როლს. ძალიან მტკივა გული, ომი საშინელებაა, საკუთარი სახლის იძულებით დატოვება საშინელებაა! რუსეთია საშინელება !
August 19, 2026
“თუ ვერაფერს ვუმიზნე, ხო იღებს მაინც ხმას?! ხო მოჩანს მაინც, რო აქედანაცა ვაართ?! ხო ცოტა ბევრი ვჩანვართ?! ერთი კაცით მაინც!”
☹️🫶🏻
არ მეგონა, ასე ძალიან თუ მომეწონებოდა ეს წიგნი, უცებ ვიყიდე და ისე წავიკითხე, საერთოდ არ ვიცოდი, რაზე იყო… გული ნაწილებად დამეფლითა, მინიმუმ ორჯერ ყბა ჩამომივარდა კითხვის დროს და ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე. ვტირი, ნახვამდის.
“კაკალი ვარ! დიდპაპაჩემის ჩარგული კაკალი ვაარ, ჰოო! მე რა წამაქცევს… მე რა წამაქცევს-მეთქი, თქვე ბრიყვებო, თქვენა!..” რობიზონი ჩემი აიდოლია, ასე უნდა დავიცვათ ყველამ სამშობლო, სისხლის ბოლო წვეთამდე❤️

September 10, 2026
ბათუმის სანაპირო, 2026 წელი, მე ვკითხულობ ამ წიგნს, რომელიც "გადაიხადე რამდენიც გინდა" ფარგლებში შევიძინე და ჩემხელა გოგოს ჩემი წვლილი ხელი წავუკარი განათლების გზაზე, ცაზე მზეა და მაწუხებს, ცოტა მერსოსეული აგრესია მაქვს გარშემო ყველაფრის მიმართ. სახეზე ცრემლები მომდის, ეს მარილიანი ცრემლები სახეზე მეწვის და ვერაფერს ვახერხებ, ჩამოიარა "გარიაჩი კუკურუზამ" ჩემს გვერდით წამოგდებულმა რუსებმა"კუკურუზა"გაკიკნეს და "ხალოდნაია პივა" დააყოლეს ზემოდან.მაღაზიაში რომ ავედი, პარკის ყიდვა რუსულად შემომთავაზეს და აი მანდ მივხვდი.
როგორი უსუსური ვარ ჩემო ქვეყანა, როგორი უსუსური
ცრემლები დიდ ხანს არ გაჩერდა, ცოტა გადაბჟირებაში გადამივიდა
ზღვაში ჩავედი, ჩავყვინთე და ვიფიქრე,
იქნებ ცურვით მივიდე, იქნებ ზღვა გადავცურო
Trigger warning: ამის წაკითხვას შეიძლება მოჰყვეს დაუოკებელი სურვილი,გახდე მხეცი და ყველას თავი არტყმევინო ამ წიგნზე, ვისაც რუსეთი მეგობარი ჰგონია. განსაკუთრებით ბათუმში, რომელშიც თავი აქეთ მე მგონია სტუმრად რუსების "ზალიაში"

September 16, 2026
წავიკითხე ეს წიგნი და წავიკითხე შეფასებებიც და აშკარად ვერ ვემთხვევი ამ აღფრთოვანებას - ვერაფრით ვერ განვიცადე ეს მოთხრობა, რა ვქნა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მძიმე თემაზე წერს.
ძალიან სუსტია თავისი ყველაფრით, ბოლო აბზაცს, კაკლის ხის წინადადებას თუ არ ჩავთვლით. დანარჩენი ყველაფერი უზომო პათეტიკაში იძირება.
ეს ნახატებიც არ ვიცი რაში იყო საჭირო, ალბათ გვერდების რაოდენობის გასაზრდელად გამოსაცემად, მაგრამ სრულიად უადგილოდ მეჩვენა ეს დასურათება.
პ.ს. ვიღაცას ეწერა რევიუში და ვეთანხმები, ამხელა ომია და თითქოს თავისით მოხდა, ერთ დღესაც ადგა და დაიწყო, არაფერი და არანაირი რუსეთი. ისეა, თავისთვის.

3.5 ⭐️
“კაკლის ხე რატო მოჭერი?” 😭🕊️
სულ ცრემლი მედგა თვალზე, ისე ვკითხულობდი.

August 21, 2026
რეალურ ცხოვრებაში ნუთუ არსებობენ ასეთები, ვისაც მთელი არსებით უყვართ საკუთარი მიწა?
September 2, 2026
ამ პატარა მოთხრობაში ჩატეულია საქართველოს უახლესი ისტორია, ქვეყნის, შენი მიწის სიყვარული, ოჯახური კონფლიქტები და გამოწვევები. ძალიან კარგი და ამავე დროს სევდიანი ამბავია ♡
Displaying 1 - 10 of 10 reviews