Jump to ratings and reviews
Rate this book

ამბები დრაკონებზე

Rate this book
კრებული აერთიანებს სხვადასხვა ავტორის მიერ სხვადასხვა დროს დაწერილ მოთხრობებს, რომლებიც ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ სამყაროში გვამოგზაურებენ, მაგრამ ერთ თემაზე გვიყვებიან — დრაკონებზე.

წიგნში თავმოყრილია როგორც კლასიკური ტექსტები, ისე XXI საუკუნის გამორჩეული ავტორების მრავალფეროვანი ინტერპრეტაციები — აქ შეხვდებით სახიფათო ლეგენდებსაც და ზღაპრულ, თბილ, სევდიან და საოცრებით სავსე ამბებსაც.

მოთხრობები გვაცნობენ ბეოვულფისა და ლორდ დანსენის მძვინვარე ურჩხულებს, დაიანა უინ ჯონსისა და კენეთ გრემის ცოტა სასაცილო არსებებს, ელიზაბეთ ბეარისა და სარა მონეტის მშვენიერ და მითიურ ნამარხებს, ფენტეზის უკვე კლასიკოსად ქცეული ლე გუინისა და ტანით ლის მიერ დანახულ მზაკვარ მტერს.

“ამბები დრაკონებზე” გვახსენებს, რომ დრაკონი მხოლოდ მითოლოგიური ქმნილება კი არა, უსაზღვრო ფანტაზიის სიმბოლოა — და ყოველ ახალ მოთხრობაში თავიდან იძენს ფორმასა და მნიშვნელობას.

* “სახელთა წესები”, ურსულა კ. ლე გუინი
თარგმნა ქეთი ჩართოლანმა
* “დრაკონის ნაკრძალი, მერვე სახლი”, დაიანა უინ ჯონსი
თარგმნა ქეთევან ყანჩაშვილმა
* “ზანტი დრაკონი”, კენეთ გრემი
თარგმნა ანტონ სინატაშვილმა
* “Draco Draco”, ტანით ლი
თარგმნა ნიკა სამუშიამ
* “ბეოვულფი”, (ნაწყვეტი)
თარგმნეს პაატა და როსტომ ჩხეიძეებმა
* “ციხე, ყოვლისგან უტეხელი, საკნოთის გარდა”, ლორდ დანსენი
თარგმნა გიორგი ყაზაიშვილმა
* “ორმი მშვენიერი”, ელიზაბეთ ბეარი
თარგმნა ქეთი ჩართოლანმა
* “დრაკო კამპესტრისი”, სარა მონეტი
თარგმნა ქეთი ჩართოლანმა

224 pages, Paperback

Published April 1, 2026

Loading...
Loading...

About the author

Ursula K. Le Guin

1,061 books31.4k followers
Ursula K. Le Guin published twenty-two novels, eleven volumes of short stories, four collections of essays, twelve books for children, six volumes of poetry and four of translation, and has received many awards: Hugo, Nebula, National Book Award, PEN-Malamud, etc. Her recent publications include the novel Lavinia, an essay collection, Cheek by Jowl, and The Wild Girls. She lived in Portland, Oregon.

She was known for her treatment of gender (The Left Hand of Darkness, The Matter of Seggri), political systems (The Telling, The Dispossessed) and difference/otherness in any other form. Her interest in non-Western philosophies was reflected in works such as "Solitude" and The Telling but even more interesting are her imagined societies, often mixing traits extracted from her profound knowledge of anthropology acquired from growing up with her father, the famous anthropologist, Alfred Kroeber. The Hainish Cycle reflects the anthropologist's experience of immersing themselves in new strange cultures since most of their main characters and narrators (Le Guin favoured the first-person narration) are envoys from a humanitarian organization, the Ekumen, sent to investigate or ally themselves with the people of a different world and learn their ways.

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
6 (66%)
4 stars
2 (22%)
3 stars
1 (11%)
2 stars
0 (0%)
1 star
0 (0%)
Displaying 1 - 4 of 4 reviews
Profile Image for Liko.
400 reviews5 followers
April 24, 2026
ყველა მოთხრობა ერთმანეთზე უკეთესია
Profile Image for Luka Khatiashvili.
108 reviews
May 1, 2026
დრაკონები არა მხოლოდ მითიური არსებები, არამედ წარმოსახვის უშრეტი წყარო არიანო, წერია ანოტაციაში და მგონი ყველაზე კარგი შეჯამებაა ამ კრებულის.

მიუხედავად იმისა, რომ გაცვთა/გაპაპსავდა დრაკონთა სახე ძალიან სწორად და კარგად შერჩეული მოთხრობებია.

არ ვიცი ჯერ კიდევ ჰაულის ემოცია მაქვს თუ რაა, მაგრამ ამ კრებულში ყველაზე მეტად დიანა უინ ჯონსის მოთხრობა მომეწონა.

იხარე, მედუზა!
Profile Image for Loreley.
446 reviews99 followers
Review of advance copy received from Publisher
April 1, 2026
პირველ რიგში იმას ვიტყვი რომ, საავტორო უფლებებზე ამდენი წვალება რომ არ ყოფილიყო ეს კრებული ორი ამსისქე იქნებოდა :დ ახლა სათითაოს ჩამოვყვები:

“სახელთა წესები”, ურსულა კ. ლე გუინი - ერთ-ერთი ყველაზე iconic მოთხრობაა დრაკონებზე ჩემთვის, რომელიც ზღვამიწეთის სამყაროში ხდება. რამდენჯერმე მაქვს გადაკითხული და ყოველ ჯერზე მშვენიერია <3 კრებულის გამხსნელადაც ამიტომ ავირჩიე.

“დრაკონის ნაკრძალი, მერვე სახლი”, დაიანა უინ ჯონსი - ჰაულის და კიდევ ბევრი არაჩვეულებრივი წიგნის ავტორის დრაკონები რომ არ შეგვეყვანა არ შეიძლებოდა. დრაკონების გარდა ამ წიგნში კარგად ჩანს დაიანას საყვარელი ჩახლართული ურთიერთობები, თვისთები და მულტივერსი

“ზანტი დრაკონი”, კენეთ გრემი - ერთ-ერთი პირველი ნაწარმოებია სადაც ტრადიციული, ბოროტი, ეშმაკეული დრაკონის სახის ცვლილება დაიწყო. ძაან კუსკუსა და საყვარელი მოთხრობაა ;დ

“Draco Draco”, ტანით ლი - ოჰ ტანით <3 ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ავტორი, რომლის დიდებულებაც ნამდვილად ვერ ჩანს სრულად ამ მოთხრობაში. თუმცა მისთვის დამახასიათებელი პერსონაჟები, სილამაზის და საშინელების შერევა მაინც იგრძნობა. ტანით ლის ნაწარმოებებს ყველაზე კარგად სიმფონიურ მეტალს შევადარებდი ;3

“ბეოვულფი”, (ნაწყვეტი) - გაინტერესებთ ტოლკინის სმაუგი საიდან გაჩნდა? ;დ ე, აქედან. ფაფნირის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე influential დრაკონი.

“ციხე, ყოვლისგან უტეხელი, საკნოთის გარდა”, ლორდ დანსენი - ლორდ დანსენი კიდევ ერთია, ვისაც ბევრს უმადლის ტოლკინიც და უფრო გვიანდელი ფენტეზიც. ეს მოთხრობაც აბსოლუტურად არქეტიპული გმირული ფენტეზია დასამარცხებელი ბოროტებით. ეს იმენა ფაუერ მეტალია ;დ

“ორმი მშვენიერი”, ელიზაბეთ ბეარი - მშვენიერი დრაკონი, უმშვენიერესი და სევდიანი მოთხრობა <3 ბევრს ვერაფერს ვიტყვი სპოილერების გარეშე, უნდა წაიკითხოთ.

“დრაკო კამპესტრისი”, სარა მონეტი - ეს მოთხრობა იდეურად ორმი მშვენიერის მონათესავეა, სარა და ელიზაბეთი კი დაქალები არიან ;დ კრებულის დასასრულისთვის ასევე მშვენიერი მოთხრობაა, როცა დრაკონები მითიდან უკვე მუზეუმში ინაცვლებენ.
Profile Image for Tamar Chartolani.
4 reviews
May 2, 2026
მოთხრობების კრებულის კითხვით ასე პირველად ვისიამოვნე.
ჩემი უპირობო ფავორიტი და ნამდვილი პიროვნებაა (!) (:D) მისტერ ბორცვისძირა AKA იევოდი <3
This entire review has been hidden because of spoilers.
Displaying 1 - 4 of 4 reviews