Jump to ratings and reviews
Rate this book

დამკვირვებელი

Rate this book
„მე ვბრუნდებოდი 24 წლის შემდეგ, მაგრამ არა საქართველოში, არამედ მის ნარჩენში და ყოფილში, როგორც აქ უწოდებდნენ იმას, რაც ადრე საქართველო იყო.“

დესპოტის თითქმის ნახევარსაუკუნოვანმა მმართველობამ ამ ქვეყნისგან მხოლოდ აჩრდილი, ზონებად დანაწევრებული და იდიოტებით დასახლებული ტერიტორია დატოვა. უცვლელობის, მიწისქვეშ მალვისა და სიყალბის ოცდაოთხმა წელიწადმა ქართველებს – ქვეყნის შიგნით თუ მის გარეთ – მომავლის შეგრძნება დაუკარგა. თბილისი გვირაბების ქალაქადაა ქცეული, ქვეყნის მკვიდრნი კი ზეცად ამაღლებულ ბაბას ეთაყვანებიან. ამ ვითარებაში, თითქოს მოულოდნელად, არჩევნების არჩევნები ინიშნება – გამოკითხვა, რომელშიც ქვეყნის მოსახლეობამ უნდა აირჩიოს, სურს თუ არა, არჩევნები იმართებოდეს. ამ პროცესზე დასაკვირვებლად კი მსოფლიოში გაბნეულ ქართველებს იწვევენ. მათ საკუთარი თვალით უნდა იხილონ სამშობლო, რომლის მცხოვრებლებიც აღარ აღიქმებიან თანამემამულეებად; დედაქალაქი, რომლისგანაც ძველებური თითქმის აღარაფერია შემორჩენილი; ენაც კი, რომელიც ყველას ერთი ჰქონდა, სხვაგვარად ჟღერს.

„დამკვირვებელი“ აღწერს დრო-სივრცეში დაკარგულ რეალობას, რომელსაც არა დისტოპიის, არამედ შავბნელი სარკის ეფექტი აქვს და დამთრგუნველი სიმძაფრით გვიჩვენებს დიდ გეოპოლიტიკურ ქარცეცხლებს შორის მოქცეული პატარა ქვეყნის პერსპექტივას.

ციტატები წიგნიდან

„პირველი ტალღის ემიგრაციას აქ 1921 წლიდან წამოსულებს უწოდებდნენ, მეორე ტალღისას – 1991 წლის შემდეგს, ხოლო მესამეს, ანუ ბოლოს, ჩემი დროისას, ოცდამეერთე საუკუნის ოციანი წლების, რომლის ათვლაც ჩვენთვის 2024 წლიდან იწყებოდა.“

„თვის ბოლოს, 31 მარტს, არჩევნების არჩევნები უნდა ჩატარებულიყო, სადაც დამკვირვებლად მივდიოდი.“

„მმართველის უკანასკნელი საჯარო ციტატა, რომელიც მის ამაღლებამდე გავრცელდა და ჩვენამდეც კი მოაღწია, პოლიტიკური ბრძოლის სასიკვდილო საფრთხეს ეხებოდა – მეტოქეობა ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის არის საზიანოო.“

325 pages, Paperback

Published January 1, 2026

Loading...
Loading...

About the author

Lasha Bugadze

32 books74 followers
Lasha Bugadze (Geogian: ლაშა ბუღაძე), born in Tbilisi in 1977 is a Georgian novelist and playwright. He graduated from I. Nikoladze Art College and Shota Rustaveli Theatre and Film Georgian State University, the Faculty of Drama and Ivane Javakhishvili Tbilisi State University, the Faculty of Art. He is the author of numerous novels and of plays that have been performed in many European cities. His works have been translated into French and English. Bugadze focuses his critical and ironic attention on inter-generational relationships and describes situations in which people fall victim to their prejudices, rigid ideas or stereotypes. He won the Russia and Caucasus Region category of the BBC International Radio Playwriting Competition in 2007 and one of the two top prizes in 2011 for his play The Navigator. Bugadze is a writer and presenter of literary programs broadcast on radio and TV by the Georgian public broadcaster. He is also a gifted cartoonist. He lives and works in Tbilisi.

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
6 (30%)
4 stars
6 (30%)
3 stars
4 (20%)
2 stars
2 (10%)
1 star
2 (10%)
Displaying 1 - 4 of 4 reviews
Profile Image for Natia Morbedadze.
943 reviews88 followers
August 15, 2026
ალტერნატიული ისტორიები ერთდოულად სასაცილოც არის და საშიშიც, განსაკუთრებით, თუ ჩვენს ყოფას ეხება. სასაცილო იმიტომ, რომ მისი რეალობად ქცევა წარმოუდგენელია, საშიში კი იმიტომ, რომ ერთ დღეს აბსურდიც შეიძლება იქცეს ყოველდღიურობად. ახლაც კი, როდესაც უმრავლესობა მკაფოდ ხედავს, თუ ვინ არის სინამდვილეში "ბაბად" წოდებული ქვეყნის მმართველი, მაინც არასერიოზულად ვუყურებთ მოვლენების შესაძლო განვითარებას. ვფიქრობთ, რომ ხვალ თუ არა ზეგ ყველაფერი თავისით გამოსწორდება. ქვეყანა არ ჩაეფლობა ცრურწმენისა და ნიჰილიზმის ჭაობში, "ცა არ დაიკეტება", გვირაბებსა და მიწისქვეშეთში არ მოგვიწევს გადანაცვლება, ან სულაც ემიგრაციაში წასვლა. ბაბას "განღმრთობა"? ეს ხომ მხოლოდ იუმორია და სხვა არაფერი... მაგრამ არის კი? შეგვიძლია ამ ერთი შეხედვით ფანტასტიკური მომავლის თავიდან აცილება მხოლოდ დამკვირვებლის პოზიციაში დარჩენით?
Profile Image for Ninutsa Gogadze.
2 reviews
September 9, 2026
ვერაფრით ვერ დავუდე გული. არც ემოცია მოიტანა და არც ინტერესი თუ რა და როგორ მოხდებოდა. ასე მეგონა ხელოვნური ინტელექტით გენერიებულ ტეწსტს ვკითხულობდი. ცხადია კონტექსტის გათვალისწინებით რომ მნიშვნელოვანი ნამუშევარიახ თუმცა ვერ ვხვდები ასე მდარედ როგორ შეძლო ავტორმა ამ ისტორიულ კონტექსტზე წერა.
პ.ს. ქალ პერსონაჟებსა და ‘მატრიარქატის’ მცდელობაზე საერთოდ ხმას არ ვიღებ. Cringe.
Profile Image for Bee.
16 reviews
September 14, 2026
10 დღე ვიწვალეთ მე და დამკვირვებელმა ერთად. ათივე დღე მთავრდებოდა უსაზღღვრო ქრინჯით. მხოლოდ ეს ემოცია აღძრა ამ წიგნმა ჩემში. ბაბაც, ხელოვნურად მოუმწიფებლად დარჩენილი პრინციც და განსაკუთრებით თამარ მეორე იყო ბოლო დარტყმა წიგნის არ გასაგეძელებლად. ვცდილობ ყველა წიგნი ბოლომდე წავიკითხო, მაგრამ ეს იყო ჩემი ნებისყოფის გამოცდა, რაშიც, სამწუხაროდ , დავმარცხდი.
Displaying 1 - 4 of 4 reviews