Jump to ratings and reviews
Rate this book

ქართული უტოპია – საბჭოთა სამეცნიერო ფანტასტიკური მწერლობა

Rate this book
ეს წიგნი ქართული სამეცნიერო ფანტასტიკის დაბადებისა და განვითარების ამბავს ჰყვება.

სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრი ქართულ მწერლობაში საბჭოთა რეჟიმის პერიოდში გამოჩნდა და მჭიდროდ დაუკავშირდა სოცრეალისტურ ლიტერატურას. სწორედ ეს გარემოება აქცევს ქართულ სამეცნიერო ფანტასტიკურ რომანებსა და მოთხრობებს ღირებულ ისტორიულ წყაროდ.

საბჭოთა პერიოდის ქართული სამეცნიერო ფანტასტიკა წერს ალტერნატიულ ისტორიას, რომლის თანახმადაც საქართველოს ნათელი (კომუნისტური) მომავლის გარდაუვალობა მისი გმირული წარსულით განისაზღვრება. ამ ნაწარმოებებში დახატულ ყველაზე შორეულ მომავალშიც კი ქართველი გმირი ქართულ ეროვნულ თვისებებს ინარჩუნებს, რაც იმ ერის ერთგვარ კოლექტიურ თერაპიად შეიძლება განვიხილოთ, რომელიც სამოცდაათი წლის განმავლობაში ეროვნული იდენტობის დაკარგვის საფრთხის პირას იდგა.

223 pages, Paperback

Published April 20, 2026

Loading...
Loading...

About the author

Keti Chartolani

16 books32 followers

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
6 (85%)
4 stars
1 (14%)
3 stars
0 (0%)
2 stars
0 (0%)
1 star
0 (0%)
Displaying 1 - 3 of 3 reviews
Profile Image for Tatao Burduli.
55 reviews8 followers
June 10, 2026
ერთ-ერთი საუკეთესო ისტორიული ნაშრომია, რაც კი წამიკითხავს საქართველოზე. ბრწყინვალე მაგალითია იმისა, როგორ შეიძლება იკვლიო და ამოიცნო პოლიტიკა ხელოვნების კვლევით და პირიქით. ლიტერატურული ნაშრომების ფართო (გეო)პოლიტიკური კონტექსტი ზედმიწევნითი რელევანტურობითაა გადმოცემული. ამგვარად, ბმა ლიტერატურული ნარატივების, ფორმასა და შინაარსის შესახებ ნათელი და (უმეტესწილად*) მკაფიოა. შესაბამისად, საბჭოთა ქართული სამეცნიერო ფანტასტიკის პოლიტიკურობის უარყოფის სივრცეს არ ტოვებს და პასუხს სცემს აწმყოსთვის რელევანტურ კითხვასაც, თუ რატომ იღებს პოლიტიკა მიზანში ხელოვნებას. *გარკვეულ მონაკვეთებში ტექსტი ჩემთვის საჭიროებდა მეტ ინფორმაციას/მსჯელობას მოცემული დასკვნების მისაღებად, თუმცა ზოგად დასკვნებზე ამას მნიშვნელოვანი ზეგავლენა არ ჰქონია. სტრუქტურულადაც გამართული ტექსტია, ენობრივადაც სასიამოვნო. თეორიული ანალიზიც ბუნებრივად არის სტრუქტურულად ინტეგრირებული და "პრაქტიკასთან" სასიამოვნო სინთეზს და დინებას ქმნის. არცერთი წინადადება არაა ზედმეტი. წესით, ლიტერატურთმცოდნეობა მეტად მიმზიდველი უნდა გაჰხადოს ამ ნაშრომმა :)
Profile Image for Temuka Zoidze.
202 reviews75 followers
July 13, 2026
ორი წლის შემდეგ პირველად მხოლოდ იმისთვის შემოვიხედე აქ, რომ ამ წიგნისთვის 5 ვარსკვლავი დამეწერა.

ვიცი, ბევრს ეზარება არამხატვრული ლიტერატურის კითხვა, მეც მათ შორის ვარ, მაგრამ ეს არის იშვიათად საინტერესო ქართული ნაშრომი, რომელიც ერთი ჟანრის ადგილობრივი განვითარების მიმოხილვისას მთელი ეპოქის ისტორიულ-პოლიტიკურ-კულტურულ ავანჩავანში გაგარკვევს. და თან ამას ისე ახერხებს, რომ მნიშვნელოვანი თეორიების გაცნობასთან ერთად შიგადაშიგ გაგაღიმებს კიდეც და იმავე სიხშირით გულსაც აგიჩუყებს.

ქართულ ენაზე ბევრი ასეთი ნარკვევი ნამდვილად არ გვაქვს, ლამის მხატვრული ტექსტის მიმზიდველობით რომ იკითხებოდეს. გაითვალისწინეთ, რომ ამ სიტყვებს ვწერ 14 ივლისის ღამის პირველ საათსა და 26 წუთზე, როცა თბილისში ტემპერატურა 24 გრადუსს აჩვენებს და "ქართული უტოპიის" კითხვა სულ რამდენიმე წუთის დასრულებული მაქვს.

დამატებით რეკომენდაცია: ამ წიგნს რომ წაიკითხავთ, ავტორის თარგმანებსაც მიადექით, არანაკლები სიამოვნება გელოდებათ წინ.
Profile Image for Komed.
5 reviews9 followers
July 14, 2026
პირველი რიგში ძალიან მოხარული ვარ, რომ მსგავსი წიგნი დაიწერა. როგორც sci-fi-ს მკითხველს გულსაც ფხანს და ცნობისმოყვარეობასაც აკმაყოფილებს. ასევე როგორც აკადემიური ტექსტების და სოციალური თეორიის ხშირ გამომყენებელს საინტერესო ანალიზს და პერსპექტივებს სთავაზობს.
(ვინმე ოდესმე ქართულ ფენტეზიზეც თუ გააკეთებს მსგავს ძალიანაც მოხარული ვიქნები.)

რაც შეეხება თვითონ წიგნს - ეს არის საკმაოდ დეტალური ქართულის სამეცნიერო ფანტასტიკის ისტორიოგრაფიაც და ლიტერატურული ანალიზიც. რეალურად ორივეს დაბალანსება საკმაოდ რთული, მაგრამ ვიტყოდი ავტორი ამას ძალიან კარგად ახერხებს - არც სოციალური და ისტორიული კონტექსტია დაკარგული და არც ნაშრომების მხატვრული შეფასება.
ენობრივად კარგი სტილი აქვს, აკადემიური ანალიზი გათვლილი არის ზოგად პუბლიკაზე და მარტივად აღქმადია. გამოყენებული სოციალური თეორია კარგად ასახულია და დაინტერესებულთათვის ბიბლიოგრაფიაში მრავალი საინტერესო საკითხავის პოვნა არის შესაძლებელი.
პოლიტიკური ანალიზსაც უმეტესწილად კარგად შევაფასებდი. რაღაც მომენტებში უთანხმოება მქონდა, მაგრამ არ ვიტყოდი, რომ ეს უარყოფით ზეგავლენას ახდენს ნაშრომის უშუალო ხარისხზე.

მხოლოდ ორ რამეს გამოვყოფდი კრიტიკად:
1.ზოგ ადგილას დროის პერიოდების ნახტომები ცოტა მეუხეშა. მაგრამ რეალურად საკმაოდ მცირე პრობლემაა.
2. უფრო წონიან კრიტიკად ვიტყოდი რომ ტექსტს აკლია ნაციონალიზმის და ნაციონალური იდენტობის ანალიზიც და კრიტიკული განხილვაც. თავისთავად ამ ნაშრომის მთავარი ფუნქცია არაა მსგავსი განხილვა, მაგრამ რადგან ეროვნულობის თემატიკას თავად ავტორი ხშირად წევდა წინა პლანზე, ეს ნაკლოვანება შეიგრძნობა. ნაციონალიზმი თავისთავად მოცემულად აღიქმება რაც საკმაოდ უცნაური ტექსტისთვის რომელიც პოსტკოლონიურ ანალიზს ხშირად ეყრდნობა.

***

ვიმედოვნებ თანდათან მეტი ადამიანი გაეცნობა. ავტორსაც ვუსურვებდი რომ ინგლისური თარგმნის შესაძლებლობა მიეცეს, რადგან პერიფერიული პერსპექტივები საბჭოურ ლიტერატურაზე ისედაც მწირე არის და ასეთი კარგი ნაშრომი ვფიქრობ ყურადსაღები უნდა იყოს უფრო ფართო ასპარეზზე.
Displaying 1 - 3 of 3 reviews